,,მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ზეციური მმფარველი იქნება''- მეუფე შიო
წმინდა, მართალი ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, გლოვასთან ერთად, აუცილებლად ახლავს ღვთის მადლი და ნუგეშიც, საღვთო სიხარულიც და ძალის გამოვლინება. რა იქნება ეს გამოვლინება? პირველივე დღეს ეს სასწაული ვიხილეთ, მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობის საფლავისკენ თაყვანისცემის, თანაგრძნობის გამოსახატად, გლოვისთვის. ეს არის დიდი გამარჯვება სულისა და ღვთის სიყვარულისა ჩვენს ერში, ჩვენს ხალხში, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ზეციური მმფარველი იქნება.
„ძვირფასო მეუფენო, მამანო, დედანო, ძმებო და დებო, ჩვენ ვდგავართ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის საფლავთან. არ ვგეგმავდით სიტყვის წარმოთქმას, მაგრამ მაინც საჭიროა, რამდენიმე სიტყვას ითქვას. იმდენად დიდი სიყვარული დატოვა მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ჩვენს გულებში, იმდენად მრავლისმომცველი ღვაწლი მოიღვაწა, რომელიც ერთი ადამიანისთვის შეუძლებელი, წარმოუდგენელია, რომ მრავალ პატრიარქს ეყოფოდა თავის სიცოცხლეში განსადიდებლად და პირნათელი რომ ყოფილიყვნენ. უწმინდესმა ამდენი რამ გააკეთა, ამდენი რამ დაგვიტოვა. მისი გარდაცვალების შემდეგ დიდი ტკივილი და დარდიც გვქონდა. მინდა, გავიხსენო პირველი წუთები. ყველას ფიქრი იყო და ახლაც არის, რომ ასეთი მამის წასვლის შემდეგ, როგორ შეიძლება, გავაგრძელოთ ჩვენი ეკლესიური ცხოვრება. იმდენად მასშტაბური, ყოვლისმომცველი იყო, რომ პირველი იყო ეს აზრი, როგორ შევძლებთ ამას ყველანი ერთად. წმინდა, მართალი და სულიერი ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, გლოვასთან ერთად, ამას აუცილებლად ახლავს ღვთის მადლი და ნუგეშიც, საღვთო სიხარულიც და ძალის გამოვლინება. რა იქნება ეს გამოვლინება? პირველივე დღეს სასწაული ვიხილეთ, მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობისთვის თაყვანისცემის, თანაგრძნობის გამოსახატად, გლოვისთვის. ეს იყო და არის დიდი გამარჯვება სულისა და ღვთის სიყვარულისა ჩვენს ერში, ჩვენს ხალხში.
შეიძლება, ვიფიქროთ და ვთქვათ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი ნუგეში. დავინახეთ, რომ მისი უწმინდეობა როგორც იღვწოდა თავისი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ერის მოსაქცევად, გასაერთიანებლად, გადასარჩენად, გარდაცვალების შემდეგაც ამას განაგრძობს. განაგრძობს ერის მოქცევას, ქადაგებას, ჩვენს გაერთიანებას. კიდევ მეტადაც იგრძობა ჩვენში ერთმანეთისადმი და ღვთისადმი სიყვარული. ეს არის მთავარი სასწაული და მთავარი ნუგეში. ალბათ მთავარი რამ, რაც მან დაგვიტოვა, არის ცოცხალი სიყვარული, ცოცხალი ეკლესია და დიდი სიყვარული ღვთისადმი, ერთმანეთისადმი. ეს გვაძლევს იმედს, რომ მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ზეციური მფარველი იქნება და ზეციური ანგელოზი შევიძინეთ ზეციური საქართველოდან და შეგვეწევა, რომ ჩვენი ერი გამთლიანდეს, გადარჩეს, გაძლიერდეს, ჩვენი ეკლესიაც გაძლიერდეს და მისი ლოცვა-კურთხევით განვაგრძოთ ღირსეულად მსახურება", - განაცხადა მეუფე შიომ.
მსგავსი სიახლეები
საპატრიარქო, უწმინდესის წესის მსახურებაზე, მეუფე შიოს სიტყვას ავრცელებს
,, სიონის ტაძარში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, პანაშვიდებს დაესწრონ და პატრიარქის საფლავზე მივიდნენ''-ანდრია ჯაღმაიძე
,,მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ზეციური მმფარველი იქნება''- მეუფე შიო
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის ანდერძი
საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი ეწვია
საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "პატრიარქის საქართველო"-მიხეილ ყაველაშვილი
ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა თავის ხალხზე, დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია -კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი
ცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს
პატრიარქის მიმართ პატივისცემა, სიყვარული მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოხატა, ეს იყო ქართული საზოგადოების დამოკიდებულების მანიფესტაცია საკუთარი ეკლესიისა და ისტორიის მიმართ -გია ვოლსკი
როგორ ვუმკურნალოთ სწორად ფრჩხილის სოკოს და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე "ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები"
23 მარტის ამინდის პროგნოზი
არაფრით არ ჩაჯდა იმ დაჯავშნილ მანქანაში - მამა შალვა ილია მეორესთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს
მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა: შინდისში დაღუპული ბიჭების გამოსვენება იყო პატრიარქის ინიციატივა
სავალან მირზოევი: ქართველი ხალხის მწუხარება, აზერბაიჯანელებმა საკუთარ ტკივილად მიიღეს
"რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ადამიანი მივიდეს და შეეხოს საფლავს" - დეკანოზი ილია ნემსაძე
,,კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს''- დავით ქართველიშვილი
მიტროპოლიტი ანანია: პატრიარქი იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია
პატრიარქო, გვიყვარხარ! - კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს