,, სიონის ტაძარში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, პანაშვიდებს დაესწრონ და პატრიარქის საფლავზე მივიდნენ''-ანდრია ჯაღმაიძე

 

პატრიარქის გარდაცვალება გახდა საერთო მწუხარება და ჩვენ, ქართველები, გავხდით ერთმანეთის ჭირისუფლები, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ჯაღმაიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამების ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იყო, ყველა ადამიანმა ვერ შეძლო ტაძარში მისვლა.

მისივე განმარტებით, სიონის ტაძარში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, პანაშვიდებს დაესწრონ და პატრიარქის საფლავზე მივიდნენ.

„პანაშვიდები იქნება ყოველდღე სიონის საკათედრო ტაძარში. განრიგი გამოქვეყნდა, დრო არის დილიდან საღამომდე. უწყვეტად იქნება პანაშვიდები, იმორიგევებენ სასულიერო პირები და ყველა მომსვლელს შეეძლება, პანაშვიდს დაესწროს. პანაშვიდები იქნება სულ.

პატრიარქის გარდაცვალება გახდა საერთო მწუხარება და ჩვენ, ქართველები, გავხდით ერთმანეთის ჭირისუფლები. უცხო ადამიანები გაგვაერთიანა იმ ერთმა წუხილმა და ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა, ვინც ვერ შეძლო მოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეების განმავლობაში 24 საათის განმავლობაში ღია იყო სამების ტაძარი. მაინც ვერ მოხერხდა, ყველა მოსულიყო, თუმცა საფლავზე მოსვლა ყველას შეეძლება", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,ვუსამძიმრებთ ყველა ქართველს, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, პატივი მიგვეგო ილია მეორისთვის''- მარნეულის მეჩეთის იმამი ჰაჯი ჰაჯიევი
საპატრიარქო, უწმინდესის წესის მსახურებაზე, მეუფე შიოს სიტყვას ავრცელებს
,, სიონის ტაძარში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, პანაშვიდებს დაესწრონ და პატრიარქის საფლავზე მივიდნენ''-ანდრია ჯაღმაიძე
,,მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ზეციური მმფარველი იქნება''- მეუფე შიო
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის ანდერძი
საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი ეწვია
საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "პატრიარქის საქართველო"-მიხეილ ყაველაშვილი
ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა თავის ხალხზე, დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია -კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი
ცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს
პატრიარქის მიმართ პატივისცემა, სიყვარული მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოხატა, ეს იყო ქართული საზოგადოების დამოკიდებულების მანიფესტაცია საკუთარი ეკლესიისა და ისტორიის მიმართ -გია ვოლსკი
როგორ ვუმკურნალოთ სწორად ფრჩხილის სოკოს და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე "ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები"
23 მარტის ამინდის პროგნოზი
არაფრით არ ჩაჯდა იმ დაჯავშნილ მანქანაში - მამა შალვა ილია მეორესთან დაკავშირებულ ისტორიას იხსენებს
მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა: შინდისში დაღუპული ბიჭების გამოსვენება იყო პატრიარქის ინიციატივა
სავალან მირზოევი: ქართველი ხალხის მწუხარება, აზერბაიჯანელებმა საკუთარ ტკივილად მიიღეს
"რამდენიმე დღეში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ადამიანი მივიდეს და შეეხოს საფლავს" - დეკანოზი ილია ნემსაძე
,,კათოლიკოს-პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ლოცვა მივიწყებულ ქართველ ხალხს''- დავით ქართველიშვილი
მიტროპოლიტი ანანია: პატრიარქი იყო კლდე, უმტკიცესი საყრდენი, რომელზეც მან თვით ააგო თანამედროვე საქართველოს ეკლესია