მაკა ბოჭორიშვილი - სუვერენიტეტი არის ის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს

 

ბუდაპეშტში გამართულ ასამბლეის პირველ შეხვედრაზე, Patriots for Europe-ის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო სუვერენიტეტისა და მიგრაციის საკითხებზე გამართულ პანელურ დისკუსიაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მაკა ბოჭორიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ეროვნული ინტერესების დაცვაზე.

„მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჯერ კიდევ არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ესწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩემი ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას, ხოლო ბოლო ათწლეულებში - ევროკავშირში გაწევრიანებას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ ევროპულ სტრუქტურებს, განსაკუთრებით კი ევროკავშირს, ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის საუკეთესო გარანტად მივიჩნევდით, სწორედ ამიტომ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და სწორედ ამიტომ გავაფორმეთ ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან 2014 წელს. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს - ღირებულებებს, რომლებიც ორგანულია ჩვენი საზოგადოებისთვის", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ახლავს თან.

„სამწუხაროდ, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის შემდეგ, ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ იქცა ეს მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი, პოლიტიკური ზეწოლის, შიდა პოლიტიკური თამაშების, გარე ზეწოლისა და შიდა საქმეებში გარე ჩარევის ინსტრუმენტად. ჩვენ სულ უფრო ხშირად ვხედავთ, რომ ეს პრობლემა არსებობს არა მხოლოდ ევროკავშირის გარეთ, არამედ ევროკავშირის შიგნით - მის წევრ სახელმწიფოებშიც", - განაცხადა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ სუვერენული გადაწყვეტილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობის შესანარჩუნებლად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.

„როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, სუვერენული გადაწყვეტილებების მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ასევე ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. საქართველოს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 9.5 პროცენტს შეადგენს წლიურად, რაც ევროპაში შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ამ შედეგის მიღწევა ერთადერთი გზით არის შესაძლებელი - ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და საფრთხე არ უნდა შევუქმნათ მშვიდობას ამ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში", - აღნიშნა მინისტრმა.

დასასრულს, მაკა ბოჭორიშვილმა სუვერენიტეტის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„სუვერენიტეტის დაცვის საკითხს განსაკუთრებული სერიოზულობით უნდა მივუდგეთ, რადგან სწორედ ეს არის ის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს", - განაცხადა მინისტრმა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ, პარტია „ფიდესის" ვიცე-პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი კინგა გალი, უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი იანოშ ბოკა, პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ბრილკა, ბელგიელი ევროპარლამენტარი ტომ ვანდერდრისხე, ჩეხი ევროპარლამენტარი ონდრეი კნოტეკი, ავსტრიის ადგილობრივი პარლამენტის წევრი, ვიცე-გუბერნატორი უდო ლანდბაუერი და უნგრეთის მთავრობის სპიკერი ზლატან კოვაჩი.

 

 





მსგავსი სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი - სუვერენიტეტი არის ის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით, ვიმედოვნებთ, ევროპა დაიბრუნებს სუვერენიტეტს, იდენტობას, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება-ირაკლი კობახიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს
ევროპული დემოკრატია კვდება, რადგან ბრიუსელი ეროვნულ არჩევნებში ერევა, აფინანსებს ფედერალისტურ ძალებს, ბრიუსელი პატივს არ სცემს შეთანხმებებს, ღალატობს მათ -ვიქტორ ორბანი
მეგობრებო, ჩვენ შორისაა ჩემპიონი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ის არის საქართველოს სუვერენიტეტის მცველი, დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი ერი ქართველი ერია -ვიქტორ ორბანი
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის ოფიციალურ პირებს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისკენ მოუწოდებენ
რატომ დააწესა აშშ-მა საგარანტიო თანხა საქართველოს მოქალაქეებისთვის? - საგარეო უწყების განმარტება
აშშ-მა საქართველო სავიზო გირაოს პროგრამაში დაამატა
,,თავის სიზმრებზე განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ექსტრემიზმი წაახალისოს საქართველოში''- გიორგი ვოლსკი ყულევის პორტის შესახებ
პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს -ელენე ხოშტარია
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
ირაკლი კობახიძე: მოგვიტანეთ კონკრეტული საქმეები, გვითხარით, რომ აქ ხედავთ კორუფციის ნიშნებს და თუ არ გვექნება რეაგირება, მერე ისაუბრეთ, რომ ყალბია ჩვენი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას
,,ახალი სისტემით სახელმწიფო ქონების გასხვისება და შესყიდვები სრულად გამჭვირვალე ონლაინ პროცედურებით განხორციელდება, რაც კორუფციის რისკებს მაქსიმალურად ამცირებს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას - რამდენი ქონება გასხვისდა ერთ ლარად იმ დროს, როდესაც თქვენ მოღვაწეობდით მთავრობის ადმინისტრაციაში და როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე - სწორედ ინსტიტუტების დეპოლიტიზებას ვაკეთებთ, როდესაც კონკრეტულ სფეროებში პრაქტიკა უმჯობესდება