სასამართლომ ელენე ხოშტარიას წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას" ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე არცერთ სასამართლო პროცესს არ დაესწრო.
ელენე ხოშტარიას ადვოკატის თქმით, ხოშტარია ამ საქმეს არ თვლის სისხლის სამართლის საქმედ და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მან სასამართლოს მიმართა წერილობით და თქვა, რომ არ სურს პროცესზე დასწრება, არ აღიარებს სასამართლოს და „ქართული ოცნების" არცერთ ინსტიტუტს.
სამართალდამცველებმა ხოშტარია 2025 წლის წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის 187-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
შემთხვევა 14 სექტემბერს მოხდა, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან. ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის ბანერს გაუკეთა წარწერა „რუსული ოცნება". შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა თავადვე გაავრცელა და განაცხადა, რომ ამ ფორმით სოლიდარობას უცხადებდა მეგი დიასამიძეს, რომელიც სწორედ კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სასამართლომ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებისთვის ბრალდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებდა, თუმცა ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
მსგავსი სიახლეები
ალეკო ელისაშვილი: უარს ვამბობ გასათავისუფლებელ პატიმართა სიაში ჩემს ჩაწერაზე, მოვუწოდებ ყველას, ქართველს თუ უცხოელს, არ განმიხილოთ პოლიტიკური პატიმრების არანაირ სიაში
სასამართლომ ელენე ხოშტარიას წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სკოლებში გავრცელდა – დაკავებულს 7 წლამდე ციხე ემუქრება
სუს-მა სამების ტაძრის "დანაღმვის" შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი არასრულწლოვანი გამოავლინა
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევა
აჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის 2 მოქალაქე დააკავა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
პოლიციამ თბილისში, ოჯახის წევრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
„ილი ჯგუფთან'' ხელშეკრულება შეწყდა - სავარაუდოდ, ამ კომპანიასთან ჩვენ გვექნება სასამართლო დავა''- პაატა სალია
რომეო მიქაუტაძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართა
შემზარავი დანაშაული კახეთში - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო
კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
პარლამენტის წინ გაშლილ კარავში გაჩნდა ხანძარი, ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, რამდენიმე პირი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იქნა გადაყვანილი-შსს
ყველა ჩემი განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას -გივი თარგამაძე
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე დააკავეს
რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვას ქონებები, მათ შორის ესპანეთის სახლი, მანქანები, ოქროს მონეტა და ოქროს ზოდები