ქართულმა სახელმწიფომ, ხალხმა, ეკლესიამ პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამოხატვაში მსოფლიოს უდიდესი ღირსება აჩვენეს, ყველა აღვსებულია მადლიერებით ჩვენი ერის მიმართ -მამა გიორგი ზვიადაძე
ქართველმა ხალხმა აჩვენა უდიდესი სიყვარული პატრიარქისადმი, ტიროდნენ ჯარისკაცები, პოლიციელები, ბავშვები, უბრალო ადამიანები. ყველა აღვსებულია მადლიერებით ჩვენი ხალხის, ერის მიმართ, - ამის შეახებ საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსვლელობა, რომელიც შედგა სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ, მაჩვენებელია, რამდენად დიდი სიყვარული აქვთ ქართველებს პატრიარქის მიმართ.
„ეს შემთხვევითი არ არის. პატრიარქისადმი ქართველი ერის უდიდესი პატივისცემა ეფუძნება თავად პატრიარქის უდიდეს სიყვარულს ქართველი ერისადმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა სახელმწიფომ, ქართულმა ეკლესიამ აჩვენეს უდიდესი ღირსება მთელ მსოფლიოს. პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამოხატვაში მთელი ერია გამთლიანებული, რაც ძალიან დიდი ნუგეშითა და მადლიერებით გვავსებს მთელი ქართველი ერისადმი, ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც ასეთი მაღალი შეგნებით და კულტურით გამოხატავს პატრიარქის მიმართ მოწიწებას, მადლიერებას და სიყვარულს", - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.
მისი თქმით, ხვალ, 25 მარტს, 14:00 საათზე დაგეგმილია პარაკლისი.
„ეს უკავშირდება ავტოკეფალიის მოპოვების, ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. 1917 წლის 12 მარტს ძველი სტილით, ახალი სტილით 25 მარტს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, დამოუკიდებლობა. ეს არის ისტორიული სინამდვილის, ისტორიული ჭეშმარიტების დადასტურება. ისეთი მაღალი ღირსებით გამორჩეულ ეკლესიას, რომელიც უძველესი დროიდან ავტოკეფალური იყო და რომელიც საპატრიარქო ღირსების მქონე იყო, მისთვის ავტოკეფალიის წართმევა იყო მსოფლიო კრებების კანონების უკიდურესად მძიმე დარღვევა. ქართველი საზოგადოება, ქართველი ერი ამას არასოდეს შერიგებია. ჩვენი საზოგადოების მოწინავე ინტელიგენცია უშეღავათოდ იბრძოდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია დაბრუნებოდა. იღვწოდნენ ისინი ჩვენს სასულიერო პირებთან ერთად, მათ შორის წმინდა პატრიარქებთან ერთად. მართალია, ეკლესიამ აღიდგინა ავტოკეფალია, მაგრამ მსოფლიოს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები ამ ავტოკეფალიის აღდგენას არ ცნობდნენ, ამით დიდ სირთულეებს აწყდებოდა ეკლესია თავისი მოღვაწეობისთვის", - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
მისი თქმით, საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ მისი აღსაყდრების დღიდან მიზნად დაისახა, აღდგენილიყო ისტორიული სამართლიანობა.
„თავისი ღრმა განსწავლულობით, კანონიკური სამართლის საფუძვლიანი ცოდნით, მან შეძლო, დაერწმუნებინა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, რომ ვერ აღსრულდებოდა ისტორიული სამართლიანობა, თუკი საქართველოს ეკლესიას არ დაუბრუნდებოდა უკანონოდ წართმეული ავტოკეფალია და არ მოხდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის ცნობა და აღიარება. ყველას მოგეხსენებათ, ამას წინ უძღვოდა მრავალწლიანი შრომა. პატრიარქი იყო უკიდურესად თანმიმდევრული, უშეღავათო, როდესაც საკითხი ეხებოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. იყო შემოთავაზება მსოფლიოს საპატრიარქოს მხრიდან, რომ ახლად მიანიჭებდა ავტოკეფალიას, პატრიარქი იყო უაღრესად პრინციპული, უაღრესად თანმიმდევრული, უაღრესად მტკიცე თავის გადაწყვეტილებაში, რომ ეს დაუშვებელია, რადგან საქმე ეხება საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას", - განაცხადა მამა გიორგი ზვიადაძემ.
მსგავსი სიახლეები
ქართველი ხალხი შეეცადა, პატრიარქისთვის დაებრუნებინა ის სიყვარული, რომელიც ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში გვაჩუქა, მაგალითად დაგვისახა -შალვა პაპუაშვილი
ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიო სიონის ტაძარში 25 მარტს პარაკლისსა და პანაშვიდს გადაიხდის
ქართულმა სახელმწიფომ, ხალხმა, ეკლესიამ პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამოხატვაში მსოფლიოს უდიდესი ღირსება აჩვენეს, ყველა აღვსებულია მადლიერებით ჩვენი ერის მიმართ -მამა გიორგი ზვიადაძე
მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით გილოცავთ რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს, მადლიერებას გამოვხატავ საერთო მწუხარების გაზიარებისა და საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის -ირაკლი კობახიძე
მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს მუსლიმ თანამოქალაქეებს, მადლობა სოლიდარობის ღირსეული მაგალითისთვის, რომელიც ბოლო დღეებში გვიჩვენეთ-მიხეილ ყაველაშვილი
24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
24 მარტის ამინდის პროგნოზი
,,საკუთარ თავზე ჰქონდა ყველას ყველაფერი აღებული - ჩვენი მინისტრი თიკა რუხაძე თვითონ ალაგებდა სამებას, ხვეტდა და წმენდდა''- დეკანოზი შალვა კეკელია
,,ვუსამძიმრებთ ყველა ქართველს, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, პატივი მიგვეგო ილია მეორისთვის''- მარნეულის მეჩეთის იმამი ჰაჯი ჰაჯიევი
საპატრიარქო, უწმინდესის წესის მსახურებაზე, მეუფე შიოს სიტყვას ავრცელებს
,, სიონის ტაძარში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, პანაშვიდებს დაესწრონ და პატრიარქის საფლავზე მივიდნენ''-ანდრია ჯაღმაიძე
,,მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ზეციური მმფარველი იქნება''- მეუფე შიო
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის ანდერძი
საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი ეწვია
საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს
ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ "პატრიარქის საქართველო"-მიხეილ ყაველაშვილი
ილია მეორე ყოველთვის ზრუნავდა თავის ხალხზე, დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა ის ყველასთვის მფარველი ანგელოზია -კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი
ცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს
პატრიარქის მიმართ პატივისცემა, სიყვარული მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოხატა, ეს იყო ქართული საზოგადოების დამოკიდებულების მანიფესტაცია საკუთარი ეკლესიისა და ისტორიის მიმართ -გია ვოლსკი
როგორ ვუმკურნალოთ სწორად ფრჩხილის სოკოს და რა რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ