საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ გარემოს ინვესტიციების, ბიზნესის გაფართოებისთვის, ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ფინანსური სექტორის სტაბილურობა, ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა -ირაკლი კობახიძე

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონში და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო, სავარაუდოდ, ყველაზე მაღალ საშუალო ეკონომიკურ ზრდას მიაღწევს, წლიური 5.1%-ით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისთვის მზაობის 2025 წლის რეიტინგით, საქართველოს საქმიანი გარემო მსოფლიოს საუკეთესო ქვეყანათა ოთხეულშია - კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად.

„მსოფლიოს საუკეთესო ათეულში ვართ რამდენიმე ძირითადი ბიზნესინდიკატორით; მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ ფუნქციონირებისა და დავების გადაჭრის ოპერატიულობით. გარდა ამისა, „ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მმართველობის ინდექსში" ხაზგასმულია საქართველოს ძლიერი ინსტიტუციური წყობა, რითიც ჩვენი ქვეყანა ინვესტიციების მოზიდვის ნიშნით გლობალურ ლიდერებს შორისაა. ეს ყოველივე ერთად აღებული, მკაფიოდ აყალიბებს ერთ გზავნილს - საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ, პროგნოზირებად და კონკურენტულ გარემოს ინვესტიციებისა და ბიზნესის გაფართოებისთვის. ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ჩვენი ფინანსური სექტორის სტაბილურობა და ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა. ათი წლის წინ მოსახლეობის მიერ ბანკებში განთავსებული ანაბრების უმეტესობა უცხოურ ვალუტაში იყო წარმოდგენილი. დღეს, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკისა და მზარდი საზოგადოებრივი ნდობის წყალობით, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან ლარის მიმართ მოსახლეობის ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც სტაბილურობას უზრუნველყოფს და ეს აქტუალური ფაქტორია საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც. ეს ნდობა მკაფიოდ წარმოჩინდა მიმდინარე წლის დასაწყისში ევროობლიგაციების გამოშვებისას. გლობალური ეკონომიკური რყევების მიუხედავად, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ქართული ფასიანი ქაღალდებისადმი ინტერესი შეთავაზებასთან მიმართებით ხუთ-ნახევარჯერ მეტი იყო. ეს საქართველოს სამომავლო ეკონომიკური პერსპექტივებისადმი ნდობის ძლიერი სიგნალია", - განაცხადა პრემიერმა.

 





მსგავსი სიახლეები
ევროპელმა ლიდერებმა მწუხარების ჟამს ემოცია ვერ მოძებნეს, რადგან მათ ეს ემოცია არ ესმით -შალვა პაპუაშვილი
ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული, პროტესტში მყოფი ჯგუფი, მათ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პროევროპელობა აქციეს ანტიქართველობად -შალვა პაპუაშვილი
საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ გარემოს ინვესტიციების, ბიზნესის გაფართოებისთვის, ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ფინანსური სექტორის სტაბილურობა, ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა -ირაკლი კობახიძე
1992 წლის 24 მარტს აშშ-მა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც ათწლეულების განმავლობაში საფუძველი ჩაუყარა პარტნიორობას და თანამშრომლობას -აშშ-ის საელჩო
ირაკლი კობახიძემ თურქეთის ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილი - სუვერენიტეტი არის ის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით, ვიმედოვნებთ, ევროპა დაიბრუნებს სუვერენიტეტს, იდენტობას, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება-ირაკლი კობახიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს
ევროპული დემოკრატია კვდება, რადგან ბრიუსელი ეროვნულ არჩევნებში ერევა, აფინანსებს ფედერალისტურ ძალებს, ბრიუსელი პატივს არ სცემს შეთანხმებებს, ღალატობს მათ -ვიქტორ ორბანი
მეგობრებო, ჩვენ შორისაა ჩემპიონი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ის არის საქართველოს სუვერენიტეტის მცველი, დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი ერი ქართველი ერია -ვიქტორ ორბანი
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის ოფიციალურ პირებს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისკენ მოუწოდებენ
რატომ დააწესა აშშ-მა საგარანტიო თანხა საქართველოს მოქალაქეებისთვის? - საგარეო უწყების განმარტება
აშშ-მა საქართველო სავიზო გირაოს პროგრამაში დაამატა
,,თავის სიზმრებზე განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ექსტრემიზმი წაახალისოს საქართველოში''- გიორგი ვოლსკი ყულევის პორტის შესახებ
პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს -ელენე ხოშტარია
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა