მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა, კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის -ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა. კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის, ის ხელს უწყობს ფინანსური რესურსების ეფექტურ განაწილებას, მხარს უჭერს კერძო სექტორის ზრდას და უზრუნველყოფს წვდომას გრძელვადიან დაფინანსებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამავდროულად, კაპიტალის ბაზრები მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული და სიამაყის საფუძველია ის, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერი და მდგრადია.
„ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ ფასიანი ქაღალდების ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისში. საუბარს დავიწყებ „თიბისი კაპიტალისა" და საქართველოს ეროვნული ბანკისადმი მადლობის გადახდით ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისთვის. დღევანდელი ღონისძიება უნიკალურად აერთიანებს გლობალურ ინვესტორებს, პოლიტიკის განმსაზღვრელებსა და წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს ისეთ დროს, როდესაც უშუალოდ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები აყალიბებს ფინანსურ ბაზრებს. ჩვენ ვცხოვრობთ მნიშვნელოვანი გლობალური ცვლილებების პერიოდში, სადაც მსოფლიოს ერთ ნაწილში მიმდინარე მოვლენები მყისიერად მოქმედებს ენერგიის ფასებზე, ხოლო მეორეში - მიწოდების ჯაჭვებსა და განვითარებად ბაზრებზე. ამ რთულ გარემოში საქართველოს როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, შუა დერეფნის მნიშვნელოვან რგოლს წარმოვადგენთ, რომელიც ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს და მის ფარგლებსაც სცდება. ამ როლის ხელშეწყობა მოითხოვს არა მხოლოდ ფიზიკურ დაკავშირებადობას, არამედ ძლიერი, გამჭვირვალე და ეფექტური კაპიტალის ბაზრების განვითარებასაც. საქართველოს მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა. კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის. ის ხელს უწყობს ფინანსური რესურსების ეფექტურ განაწილებას, მხარს უჭერს კერძო სექტორის ზრდას და უზრუნველყოფს წვდომას გრძელვადიან დაფინანსებაზე. ამავდროულად, კაპიტალის ბაზრები მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული. სიამაყით შემიძლია გაცნობოთ, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერი და მდგრადია. 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალოდ 9.3 პროცენტი შეადგინა და ეს ძლიერი პოზიცია 2026 წელსაც ფიქსირდება; მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ თვეში 7.9-პროცენტიანი ზრდა სტაბილურად შევინარჩუნეთ. ეს განპირობებულია სტრუქტურული გაუმჯობესებით და მაღალი პროდუქტიულობის მქონე სექტორებით, რაც ჩვენს ეკონომიკას სულ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. ეს პროგრესი წამყვან საერთაშორისო შეფასებებშიც აისახება", - განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები
საქართველო ღიაა ბიზნესის ხელშეწყობისთვის, მტკიცედ ვრჩებით სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემოს შენარჩუნების ერთგულნი -ირაკლი კობახიძე
მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა, კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის -ირაკლი კობახიძე
თიბისი კამპუსში - ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე - მიღება დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში: უახლესი მაკროეკონომიკური ინდიკატორები
„დაე, ღმერთმა განუსვენოს მის კეთილშობილ სულს „მართალთა სავანეში“, იყოს მისი ხსენება სამარადისოდ“ - ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური
რა ეღირება დოლარი და ევრო 18 მარტს
Young Lions Georgia 2026 - შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ
რა ეღირება დოლარი და ევრო 14 მარტს
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე -განავადე ონლაინ მარტივად და ჩაერთე სახალისო თამაშში
"ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს უწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, ასევე მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო"-ვახტანგ ცინცაძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 13 მარტს
თიბისის მხარდაჭერით "ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე" შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო
ჯიუტი ქალები შეუძლებელს შეძლებენ - თიბისი მარტს ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უძღვნის
ბიზნესისადმი მეგობრული გარემო და საკანონმდებლო მხარდაჭერა, უზრუნველყოფს ქვეყანაში ინვესტორის დაცულობასა და ფინანსებზე ბიზნესის ხელმისაწვდომობის ზრდას -მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა -The Heritage Foundation
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 მარტს
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა
რა ეღირება დოლარი და ევრო 10 მარტს