საქართველო ღიაა ბიზნესის ხელშეწყობისთვის, მტკიცედ ვრჩებით სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემოს შენარჩუნების ერთგულნი -ირაკლი კობახიძე

კორპორატიული ობლიგაციების შიდა ბაზარზეც ისტორიული ზრდა გვაქვს. 2025 წელს ვიხილეთ ყველაზე მაღალი აქტივობა, რადგან ემისიების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. საჯარო კორპორატიული ობლიგაციების ბაზარი წინა წელთან შედარებით 33.3 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი მომწიფებულ ეკოსისტემაზე მეტყველებს, სადაც ქართული ბიზნესსუბიექტები მზად არიან კონკურენციისთვის, ხოლო გლობალური ინვესტორები - პარტნიორობისთვის.

„ამავდროულად, ვაგრძელებთ სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას ჩვენი კაპიტალის ბაზრის შემდგომი გაღრმავების მიზნით. დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვამ შედეგი უკვე გამოიღო და კაპიტალის მნიშვნელოვანი დაგროვება მოხდა ქვეყანაში, მართვის ქვეშ არსებული ფინანსური რესურსის ოდენობა ცხრა მილიარდ ლარს უახლოვდება. ეს ქმნის გრძელვადიანი ადგილობრივი ინვესტორების ძლიერ ბაზას. პარალელურად, ვახორციელებთ კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია ბაზრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, დაფინანსების ინსტრუმენტების გაფართოებაზე და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი გამჭვირვალე, ინვესტორებისთვის კეთილგანწყობილი მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობაზე. დღევანდელი ღონისძიება გახლავთ ჩვენს რეგიონში კაპიტალის ბაზრების ყველაზე დიდი და გავლენიანი კონფერენცია. ჩვენს საერთაშორისო სტუმრებს ვუდასტურებ, რომ საქართველო ღიაა ბიზნესის ხელშეწყობისთვის. ჩვენ მათ არა მხოლოდ ბაზარს ვთავაზობთ, არამედ პარტნიორობას გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივით. მტკიცედ ვრჩებით სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემოს შენარჩუნების იდეის ერთგულნი. ვაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას, რაც აუცილებელია მსოფლიო დონის კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის შესაქმნელად, რომელიც ემსახურება როგორც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ასევე თქვენს საინვესტიციო მიზნებს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გაჟღერებული მოსაზრებები პრაქტიკულ ნაბიჯებსა და ხანგრძლივ პარტნიორობამდე მიგვიყვანს. ყველას გისურვებთ პროდუქტიულ, არსებითი ინფორმაციით დატვირთულ და წარმატებულ კონფერენციას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველო ღიაა ბიზნესის ხელშეწყობისთვის, მტკიცედ ვრჩებით სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემოს შენარჩუნების ერთგულნი -ირაკლი კობახიძე
მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა, კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის -ირაკლი კობახიძე
თიბისი კამპუსში - ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე - მიღება დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში: უახლესი მაკროეკონომიკური ინდიკატორები 
„დაე, ღმერთმა განუსვენოს მის კეთილშობილ სულს „მართალთა სავანეში“, იყოს მისი ხსენება სამარადისოდ“ - ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური
რა ეღირება დოლარი და ევრო 18 მარტს
Young Lions Georgia 2026 - შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ
რა ეღირება დოლარი და ევრო 14 მარტს
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე -განავადე ონლაინ მარტივად და ჩაერთე სახალისო თამაშში
"ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს უწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, ასევე მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო"-ვახტანგ ცინცაძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 13 მარტს
თიბისის მხარდაჭერით "ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე" შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო
ჯიუტი ქალები შეუძლებელს შეძლებენ - თიბისი მარტს ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უძღვნის
ბიზნესისადმი მეგობრული გარემო და საკანონმდებლო მხარდაჭერა, უზრუნველყოფს ქვეყანაში ინვესტორის დაცულობასა და ფინანსებზე ბიზნესის ხელმისაწვდომობის ზრდას -მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა -The Heritage Foundation
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 მარტს
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა
რა ეღირება დოლარი და ევრო 10 მარტს