ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული, პროტესტში მყოფი ჯგუფი, მათ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პროევროპელობა აქციეს ანტიქართველობად -შალვა პაპუაშვილი
არ არსებობს არანაირი პრო, გარდა პროქართველობისა, ყოველგვარი სხვა პროორიენტაცია, იქნება ეს პროევროპული, პროდასავლური, პრორუსული თუ სხვა, გარდა ქართულისა, არის ანტიქართული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პროტესტში მყოფმა ჯგუფმა გლოვის დღეებშიც არ შეწყვიტა კათოლიკოს-პატრიარქის დაკნინება.
„ცალკე გამოსაყოფია ის ჯგუფი, რომელიც დღეს პროტესტშია. ამ დღეებში ჩვენ მათი სახე ვნახეთ. ვნახეთ, რომ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პატრიარქის დაკნინება. ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ქართული ღირებულებების წინააღმდეგ წასვლა, მაშინ როცა ერი იმყოფება მწუხარებაში. ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და ვნახეთ სულიერად დაცემული პროტესტში მყოფი ჯგუფი. აი, ეს იყო რეალური სურათი და კონტრასტი იმ ასობით ათას ქართველს შორის, რომელიც საათობით იდგა რიგში, რათა პატივი მიეგო ჩვენი პატრიარქისთვის და პროტესტში მყოფ იმ რამდენიმე ასეულ ადამიანს შორის, რომლებმაც პროევროპელობა აქციეს ანტიქართველობად.
მე წლიურ ანგარიშშიც ვთქვი და ამ დღეებშიც დადასტურდა - არ არსებობს არანაირი პრო, გარდა პროქართველობისა. ყოველგვარი სხვა პროორიენტაცია, იქნება ეს პროევროპული, პროდასავლური, პრორუსული თუ სხვა, გარდა ქართულისა, არის ანტიქართული. სწორედ ეს დაგვანახა პროტესტში მყოფმა მცირე ჯგუფმა. როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, ნებისმიერი სხვა პოროორიენტაცია არის ანტიქართული. ეს იყო ყველაზე ნათელი მაგალითი ამ ყველაფრისა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
ევროპელმა ლიდერებმა მწუხარების ჟამს ემოცია ვერ მოძებნეს, რადგან მათ ეს ემოცია არ ესმით -შალვა პაპუაშვილი
ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული, პროტესტში მყოფი ჯგუფი, მათ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პროევროპელობა აქციეს ანტიქართველობად -შალვა პაპუაშვილი
საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ გარემოს ინვესტიციების, ბიზნესის გაფართოებისთვის, ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ფინანსური სექტორის სტაბილურობა, ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა -ირაკლი კობახიძე
1992 წლის 24 მარტს აშშ-მა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც ათწლეულების განმავლობაში საფუძველი ჩაუყარა პარტნიორობას და თანამშრომლობას -აშშ-ის საელჩო
ირაკლი კობახიძემ თურქეთის ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილი - სუვერენიტეტი არის ის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით, ვიმედოვნებთ, ევროპა დაიბრუნებს სუვერენიტეტს, იდენტობას, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება-ირაკლი კობახიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს
ევროპული დემოკრატია კვდება, რადგან ბრიუსელი ეროვნულ არჩევნებში ერევა, აფინანსებს ფედერალისტურ ძალებს, ბრიუსელი პატივს არ სცემს შეთანხმებებს, ღალატობს მათ -ვიქტორ ორბანი
მეგობრებო, ჩვენ შორისაა ჩემპიონი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ის არის საქართველოს სუვერენიტეტის მცველი, დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი ერი ქართველი ერია -ვიქტორ ორბანი
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის ოფიციალურ პირებს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისკენ მოუწოდებენ
რატომ დააწესა აშშ-მა საგარანტიო თანხა საქართველოს მოქალაქეებისთვის? - საგარეო უწყების განმარტება
აშშ-მა საქართველო სავიზო გირაოს პროგრამაში დაამატა
,,თავის სიზმრებზე განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ექსტრემიზმი წაახალისოს საქართველოში''- გიორგი ვოლსკი ყულევის პორტის შესახებ
პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს -ელენე ხოშტარია
მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა