,, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, უკრაინული იყო''- ლიეტუვის ხელისუფლება

 

საბრძოლო დრონი, რომელიც 23 მარტს ლიეტუვაში ჩამოვარდა, სავარაუდოდ, უკრაინული იყო და ლენინგრადის ოლქში მდებარე პორტზე თავდასხმაში მონაწილეობდა. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა, რობერტას კაუნასმა განაცხადა.

„წინასწარი ინფორმაციით, ეს უპილოტო საფრენი აპარატი იმ დრონების ჯგუფიდან ერთ-ერთია, რომლებმაც რუსული პორტი პრიმორსკი დააზიანეს. ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ეს უკრაინული დრონია, რომელიც კურსს ასცდა და ჩვენს ტერიტორიაზე ჩამოვარდა", - განაცხადა კაუნასმა.

მომხდარს გამოეხმაურა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინენე, რომელმაც ინციდენტის გამომწვევ მიზეზად რუსეთის აგრესია დაასახელა.

„ეს არ არის ლოკალური ინციდენტი, ეს უფრო ფართო უსაფრთხოების სურათის ნაწილია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დამატებით რისკებს ქმნის მთელი რეგიონისთვის", - განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, 23 მარტს ლიეტუვის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონი შეიჭრა. ის ჩამოვარდა გაყინულ ტბაზე, ბელარუსის საზღვრიდან დაახლოებით 20 კმ-ში. გასულ წელს ლიეტუვამ ნატო-ს მიმართა თხოვნით, გააძლიეროს საჰაერო თავდაცვის სისტემა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბელარუსიდან ლიეტუვაში შესული საბრძოლო დრონები ორჯერ ჩამოვარდა ქვეყნის ტერიტორიაზე.

 

 





მსგავსი სიახლეები
ერდოღანი: მსოფლიო ისრაელის ომის საფასურს იხდის, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ზომების მიღებაა საჭირო
რუსეთმა ლვოვის რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანა, თავდასხმის შედეგად დაშავდა 13 ადამიანი
„პირველად მესმის სამთავრობო კვარტალში შესაძლო პროვოკაციების შესახებ''- ალექსეი გონჩარენკო
მარტა კოსი: უკრაინის მისწრაფება, შეუერთდეს ევროკავშირს 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის, შეუძლებელი იქნება
,, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, უკრაინული იყო''- ლიეტუვის ხელისუფლება
ნავთობის ფასმა ბარელზე კვლავ 100 დოლარს გადააჭარბა
ირანში აცხადებენ, რომ თეირანს სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტესა და ომანის სანაპიროზე სრული კონტროლი აქვს
Financial Times: აშშ განიხილავს ლუკაშენკოს მიწვევას თეთრ სახლში ან მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში
,,აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა''- ირანის პარლამენტის თავმჯდომარე
ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმების ძირითადი პუნქტები მიღწეულია
ირანის ენერგოობიექტებზე დარტყმების შეჩერების შესახებ ტრამპის განცხადების შემდეგ, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა
ირანის სამხედრო ძალების უმაღლესი ლიდერები „ღრმა ბუნკერებში“ არიან, როცა წინა ხაზზე ჯარისკაცები კვლავ დაუცველები არიან საჰაერო დარტყმებისგან -აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ბრედ კუპერი
ირანი აშშ-ის მიერ ქვეყნის ენერგეტიკაზე თავდასხმის შემთხვევაში, მთელი რეგიონის ენერგეტიკულ და ნავთობის ინფრასტრუქტურას გაანადგურებით იმუქრება
ტრამპი: აშშ ირანის ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნის
მარია ზახაროვა - აშშ-მა და ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმით საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს
„სიენენი“ - ისრაელის მიერ ლიბანში განახლებული თავდასხმების შედეგად 110 ბავშვია დაღუპული
სამხრეთ კორეის ქალაქ დეჯონში, ავტონაწილების ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა
პოლონეთის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა ცნობს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში დარეგისტრირებულ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას
იესო ქრისტეზე გაკეთებული განცხადების გამო, ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტების გაკეთება მოუწია
აშშ-ის გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია -დონალდ ტრამპი