,,ჩვენ უნდა უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ უკვდავვყოთ ილია მეორის სახელი''- ბექა ოდიშარია
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის, ღვაწლზე ისაუბრა.
ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ამ დიდი განსაცდელის დროს ერთ მუშტად შეიკრა.
„მადლობას ვუხდი ასე ერთ მუშტად შეკრულ ჩვენს მრავალმილიონიან საზოგადოებას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენი უძველესი ერი არც მოკვდება და თანამედროვე შინა თუ გარე გამცემთა ჯინაზე არც გატყდება. მართალია, არავის ეკუთვნის ეს დიდი მოვლენა, არც გლოვა და არც ამ გლოვაში გადიდკაცება, არცერთ პარტიას არ ეკუთვნის და არცერთი პარტიის მონაპოვარი არ არის. განსაკუთრებით კი თქვენ, „ლელოს" წარმომადგენლებს, ვინც ასეთ დღეებშიც არ თაკილობთ ხელისუფლების მიმართ პრეტენზიების წამოყენებას. პატრიარქის გარდაცვალება საზოგადოების თითოეული წევრის ტრაგედიაა. თითოეულ ჩვენგანს ჩვენი პატრიარქი გვყავდა. მეც მყავდა ჩემი პატრიარქი. უფლის წყალობით, მომეცა საშუალება, რომ ის ახლოს გამეცნო. ჩვენმა პატრიარქმა გადო ხიდი ზეციურ და მიწიერ მარადისობას შორის", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს შესთავაზა ერთობლივად დაგეგმონ და იფიქრონ ფორმაზე, თუ როგორი მემორიალური ნიშნით უკვდავყონ პატრიარქის სახელი დედაქალაქში.
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო სრულიად საქართველოსი, მას ჰქონდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის წოდებაც, მაგრამ ის იყო მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი. ჩვენ, როგორც თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულმა დეპუტატებმა, იქნებ, ვიფიქროთ იმაზე, როგორ უკვდავვყოთ მისი სახელი", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მსგავსი სიახლეები
სოფელ კურსების მეწყრული ზონიდან ცხოველები გამოიყვანეს
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში იმყოფება
ელენე ხოშტარია - მადლობა ციხის ადმინისტრაციას, უკლებლივ ყველას, მე აქ არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია, გავაგრძელოთ ბრძოლა, მე აქედან, თქვენ - მაქედან
,,ჩვენ უნდა უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ უკვდავვყოთ ილია მეორის სახელი''- ბექა ოდიშარია
ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცესკოს გამოცდილებას ეცნობა
მსოფლიოს თითოეულ კუთხეში იგრძნობოდა მის მიმართ სიყვარული-მამა ათანასიოსი
ქართველი ხალხი შეეცადა, პატრიარქისთვის დაებრუნებინა ის სიყვარული, რომელიც ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში გვაჩუქა, მაგალითად დაგვისახა -შალვა პაპუაშვილი
ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიო სიონის ტაძარში 25 მარტს პარაკლისსა და პანაშვიდს გადაიხდის
ქართულმა სახელმწიფომ, ხალხმა, ეკლესიამ პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამოხატვაში მსოფლიოს უდიდესი ღირსება აჩვენეს, ყველა აღვსებულია მადლიერებით ჩვენი ერის მიმართ -მამა გიორგი ზვიადაძე
მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით გილოცავთ რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს, მადლიერებას გამოვხატავ საერთო მწუხარების გაზიარებისა და საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის -ირაკლი კობახიძე
მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს მუსლიმ თანამოქალაქეებს, მადლობა სოლიდარობის ღირსეული მაგალითისთვის, რომელიც ბოლო დღეებში გვიჩვენეთ-მიხეილ ყაველაშვილი
24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
24 მარტის ამინდის პროგნოზი
,,საკუთარ თავზე ჰქონდა ყველას ყველაფერი აღებული - ჩვენი მინისტრი თიკა რუხაძე თვითონ ალაგებდა სამებას, ხვეტდა და წმენდდა''- დეკანოზი შალვა კეკელია
,,ვუსამძიმრებთ ყველა ქართველს, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, პატივი მიგვეგო ილია მეორისთვის''- მარნეულის მეჩეთის იმამი ჰაჯი ჰაჯიევი
საპატრიარქო, უწმინდესის წესის მსახურებაზე, მეუფე შიოს სიტყვას ავრცელებს
,, სიონის ტაძარში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, პანაშვიდებს დაესწრონ და პატრიარქის საფლავზე მივიდნენ''-ანდრია ჯაღმაიძე
,,მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ზეციური მმფარველი იქნება''- მეუფე შიო
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის ანდერძი
საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი ეწვია