ელენე ხოშტარია - მადლობა ციხის ადმინისტრაციას, უკლებლივ ყველას, მე აქ არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია, გავაგრძელოთ ბრძოლა, მე აქედან, თქვენ - მაქედან

 

რუსულ რეჟიმს როდესაც ებრძვი, არ აღიარებ და გესმის, რა ბრძოლაში ხარ, გასაოცარი, უპასუხისმგებლოც კი იქნებოდა, არ იყო მზად მთელი რიგი დისკომფორტისთვის, - ამის შესახებ პარტია „დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას პოსტშია ნათქვამი, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

მისი თქმით,  სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა.

„სრულიად გულწრფელად, შეულამაზებლად მინდა გითხრათ: სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა. ვიღაცამ ოფლიც მოიწმინდა - ერთი საკითხი მოვაგვარეთო, დავსაჯეთო.

მეგობრებო! ჩემთვის სასჯელი იქნებოდა, შემშინებოდა და შევგუებოდი რუსებს, არ მოვმზადებულიყავი მათთან ბრძოლისთვის. მართლა მეცინება მათზე, ვისაც ციხე სასჯელი ან ბრძოლის შენელება ჰგონია. პირიქით, ერთგვარ სიამოვნებას მგვრის, ხან ე.წ. მოსამართლე, ხან სხვა ნებისმიერი ქოცი, აღიარებას რომ მეხვეწება. რა ხერხსაც არ უნდა მიმართონ, ყველა განწირულია. მეცინება მათ ფაციფუცზე. ზუსტად მაქვს გააზრებული მათი სუსტი წერტილები და სწორედ იქ მიიღებენ მშვიდად და წყნარად ჩვენგან დარტყმებს.

ერთ საკითხსაც მინდა შევეხო. მხოლოდ ერთხელ. ჩემს ოთხ შვილზე მე და ჩემი ოჯახი ვართ პასუხისმგებელნი და ქოცების იმედად, ღმერთმა დამიფაროს, როდესმე დამეტოვებინოს. ჩემს ოთხ შვილს რუსის მოწყალება არ სჭირდება. მათ კარგად იციან, რისთვის იღებენ ამ განსაცდელს, ქოცზე ბევრად უფრო კარგად!

აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ოპოზიციურ ალიანსს ძალიან ზუსტი აქცენტისთვის, არანაირი ვაჭრობა არ იქნება. და მადლობა ყველას: ჟურნალისტებს, აქტივისტებს და საერთოდ ყველა მოქალაქეს თანადგომისთვის.

მადლობა ციხის ადმინისტრაციას, უკლებლივ ყველას. მე აქ არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია. გავაგრძელოთ ბრძოლა, მე აქედან, თქვენ - მაქედან. ბოლომდე", - წერს ელენე ხოშტარია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

 





მსგავსი სიახლეები
სოფელ კურსების მეწყრული ზონიდან ცხოველები გამოიყვანეს
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში იმყოფება
ელენე ხოშტარია - მადლობა ციხის ადმინისტრაციას, უკლებლივ ყველას, მე აქ არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია, გავაგრძელოთ ბრძოლა, მე აქედან, თქვენ - მაქედან
,,ჩვენ უნდა უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ უკვდავვყოთ ილია მეორის სახელი''- ბექა ოდიშარია
ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცესკოს გამოცდილებას ეცნობა
მსოფლიოს თითოეულ კუთხეში იგრძნობოდა მის მიმართ სიყვარული-მამა ათანასიოსი
ქართველი ხალხი შეეცადა, პატრიარქისთვის დაებრუნებინა ის სიყვარული, რომელიც ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში გვაჩუქა, მაგალითად დაგვისახა -შალვა პაპუაშვილი
ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიო სიონის ტაძარში 25 მარტს პარაკლისსა და პანაშვიდს გადაიხდის
ქართულმა სახელმწიფომ, ხალხმა, ეკლესიამ პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამოხატვაში მსოფლიოს უდიდესი ღირსება აჩვენეს, ყველა აღვსებულია მადლიერებით ჩვენი ერის მიმართ -მამა გიორგი ზვიადაძე
მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით გილოცავთ რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს, მადლიერებას გამოვხატავ საერთო მწუხარების გაზიარებისა და საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის -ირაკლი კობახიძე
მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს მუსლიმ თანამოქალაქეებს, მადლობა სოლიდარობის ღირსეული მაგალითისთვის, რომელიც ბოლო დღეებში გვიჩვენეთ-მიხეილ ყაველაშვილი
24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
24 მარტის ამინდის პროგნოზი
,,საკუთარ თავზე ჰქონდა ყველას ყველაფერი აღებული - ჩვენი მინისტრი თიკა რუხაძე თვითონ ალაგებდა სამებას, ხვეტდა და წმენდდა''- დეკანოზი შალვა კეკელია
,,ვუსამძიმრებთ ყველა ქართველს, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, პატივი მიგვეგო ილია მეორისთვის''- მარნეულის მეჩეთის იმამი ჰაჯი ჰაჯიევი
საპატრიარქო, უწმინდესის წესის მსახურებაზე, მეუფე შიოს სიტყვას ავრცელებს
,, სიონის ტაძარში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, პანაშვიდებს დაესწრონ და პატრიარქის საფლავზე მივიდნენ''-ანდრია ჯაღმაიძე
,,მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე ზეციური მმფარველი იქნება''- მეუფე შიო
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის ანდერძი
საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი ეწვია