„პირველად მესმის სამთავრობო კვარტალში შესაძლო პროვოკაციების შესახებ''- ალექსეი გონჩარენკო
უკრაინის უმაღლეს რადაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ პარლამენტის სხდომის ჩასაშლელად სამთავრობო კვარტალში პროვოკაციები მზადდება. მათივე ინფორმაციით, ამჟამად საკანონმდებლო ორგანო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
ამის შესახებ უკრაინულ მედიას ფრაქცია „ხალხის მსახურში" წყარომ განუცხადა.
„პირველად მესმის სამთავრობო კვარტალში შესაძლო პროვოკაციების შესახებ. როგორც ცნობილია, სამთავრობო კვარტალი სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დაკეტილია, კონტროლის მკაცრი პროცედურა მოქმედებს. ხვალ სხდომის ან, ზოგადად, პლენარული კვირის გაუქმებას არავინ აპირებს. ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი სწრაფად იცვლება, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ მიზეზს, რომ პლენარული კვირა გავაუქმოთ", - აღნიშნავენ ფრაქცია „ხალხის მსახურში".
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ საფრთხის გამო 60-მა დეპუტატმა უარი თქვა რადაში მისვლაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.
„დასწრების დაბალი დონე ყველა მოწვევის პრობლემაა. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი „იდეალური" იყო, მაგრამ საიდან მოდის 60 ციფრი - არ ვიცი. მე და ჩემი კოლეგები სამსახურში ვართ და ვგეგმავთ ხვალ იქ ყოფნას, რათა შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინაშე", - განაცხადა მან.
როგორც უკრაინული მედია წერს, დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ უმაღლესი რადას მომავალი სხდომა, შესაძლოა, ჩაიშალოს. მისი თქმით, ფრაქცია „ხალხის მსახურის" წევრების წინააღმდეგ პროვოკაციები იგეგმება, რათა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კანონებს ხმა არ მისცენ.
„რადას ხვალინდელი სხდომა ჩაშლის საფრთხის ქვეშაა. „ხალხის მსახურის" და სხვა ფრაქციების წარმომადგენლები რადაში არ მივლენ მთავრობის კვარტალში მათ წინააღმდეგ პროვოკაციების მუქარის გამო. როგორც უკვე დავწერე, ხვალ კვარტალში „ხალხის მსახურთა" წინააღმდეგ პროვოკაციები იგეგმება. მათზე ზეწოლა განხორციელდება, რათა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კანონებს ხმა არ მისცენ. ამჟამად „ხალხის მსახურის" დაახლოებით 60-მა წევრმა თქვა უარი რადაში მისვლაზე. სინამდვილეში, შესაძლოა, შეიქმნას სიტუაცია, როდესაც რადას 226 რეგისტრირებული ხმა არ ეყოლება", - განაცხადა გონჩარენკომ.
მსგავსი სიახლეები
ერდოღანი: მსოფლიო ისრაელის ომის საფასურს იხდის, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ზომების მიღებაა საჭირო
რუსეთმა ლვოვის რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანა, თავდასხმის შედეგად დაშავდა 13 ადამიანი
„პირველად მესმის სამთავრობო კვარტალში შესაძლო პროვოკაციების შესახებ''- ალექსეი გონჩარენკო
მარტა კოსი: უკრაინის მისწრაფება, შეუერთდეს ევროკავშირს 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის, შეუძლებელი იქნება
,, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატი, სავარაუდოდ, უკრაინული იყო''- ლიეტუვის ხელისუფლება
ნავთობის ფასმა ბარელზე კვლავ 100 დოლარს გადააჭარბა
ირანში აცხადებენ, რომ თეირანს სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტესა და ომანის სანაპიროზე სრული კონტროლი აქვს
Financial Times: აშშ განიხილავს ლუკაშენკოს მიწვევას თეთრ სახლში ან მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში
,,აშშ-სთან არანაირი მოლაპარაკებები არ ყოფილა''- ირანის პარლამენტის თავმჯდომარე
ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმების ძირითადი პუნქტები მიღწეულია
ირანის ენერგოობიექტებზე დარტყმების შეჩერების შესახებ ტრამპის განცხადების შემდეგ, ნავთობის ფასები მკვეთრად დაეცა
ირანის სამხედრო ძალების უმაღლესი ლიდერები „ღრმა ბუნკერებში“ არიან, როცა წინა ხაზზე ჯარისკაცები კვლავ დაუცველები არიან საჰაერო დარტყმებისგან -აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური ბრედ კუპერი
ირანი აშშ-ის მიერ ქვეყნის ენერგეტიკაზე თავდასხმის შემთხვევაში, მთელი რეგიონის ენერგეტიკულ და ნავთობის ინფრასტრუქტურას გაანადგურებით იმუქრება
ტრამპი: აშშ ირანის ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეს 48 საათში არ გახსნის
მარია ზახაროვა - აშშ-მა და ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტზე დარტყმით საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს
„სიენენი“ - ისრაელის მიერ ლიბანში განახლებული თავდასხმების შედეგად 110 ბავშვია დაღუპული
სამხრეთ კორეის ქალაქ დეჯონში, ავტონაწილების ქარხანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა
პოლონეთის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა ცნობს ევროკავშირის სხვა ქვეყნებში დარეგისტრირებულ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას
იესო ქრისტეზე გაკეთებული განცხადების გამო, ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტების გაკეთება მოუწია
აშშ-ის გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია -დონალდ ტრამპი