მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა -თამარ ბაგრატიონი
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის „ერთად უკეთესი მომავლისთვის" სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
თამარ ბაგრატიონმა აშშ-ის პირველ ლედის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მელანია ტრამპმა შეძლო დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად ექცია.
„პირველ რიგში, მსურს გულითადი მადლიერება გამოვხატო ჩვენი მასპინძლის, ქალბატონ მელანია ტრამპის მიმართ. ისტორია დაგიმახსოვრებთ, რომ სწორედ თქვენ შემოიკრიბეთ 45 ქვეყნის წარმომადგენელი ერთ მაგიდასთან და დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად აქციეთ.
მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინად მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა. მას მტკიცედ სწამდა, რომ მმართველის სიდიადე იმით იზომება, თუ როგორ იცავს იგი მათ, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს მფარველობას. ჩემთვის, როგორც პირველი ლედისთვის, მისი სახელის ტარება და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მემკვიდრეობის წარმომადგენლობა ერთდროულად უდიდესი პრივილეგია და პასუხისმგებლობაა.
დღეს ჩვენ ერთი საერთო პასუხისმგებლობა გვაერთიანებს - ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი. როგორც პირველი ლედი, მე მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას და უპირველეს ყოვლისა, მოგმართავთ როგორც ოთხი შვილის დედა, ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის და განიცდის ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვის უწყვეტ პასუხისმგებლობას.
ყველა მშობლისთვის ნაცნობია ის ჩუმი დაძაბულობა, რომელსაც გულით ვატარებთ: სურვილი, დავიცვათ ჩვენი შვილები საფრთხისგან. ამავდროულად, მივცეთ მათ თავისუფლება - გაიზარდონ, შეიმეცნონ და ისარგებლონ სწრაფად განვითარებადი ეპოქის შესაძლებლობებით. ამ ბალანსის პოვნა მარტივი არ არის, ეს ყოველდღიური გამოწვევაა. ჩუმი, უხილავი, თუმცა ძალზე რეალური საზრუნავი, რომელსაც იზიარებს ყველა ოჯახი მთელ მსოფლიოში", - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.
როგორც პირველმა ლედიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, მიღებული უნდა იყოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ბავშვებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ განვითარდნენ და შექმნან ინოვაციები, არამედ დარჩნენ ღია, ცნობისმოყვარენი და ახლო კავშირში გარე სამყაროსთან.
„ჩვენ არ შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ მათ უსაფრთხოებასა და განვითარებას შორის. ჩვენი ვალია, ორივე მათგანი უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა გონივრულ გადაწყვეტილებებს, ისეთ მიდგომებს, რომლებიც ჩვენს შვილებს საშუალებას მისცემს, არა მხოლოდ განვითარდნენ და შექმნან ინოვაციები, არამედ დარჩნენ ღია, ცნობისმოყვარენი და ახლო კავშირში გარე სამყაროსთან, ჰქონდეთ თამაშისა და სოციალიზაციის თავისუფლება, რათა მომავალში თავდაჯერებულებმა შეაბიჯონ.
საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ყოვლისმომცველი ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე. ჩვენი ეროვნული მიდგომა „შუა გზის" პრინციპს ეფუძნება. ეს არის ჩარჩო, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ინოვაციების დაბალანსებას ადამიანის ღირსების, ფუნდამენტური უფლებებისა და, უპირველეს ყოვლისა, ბავშვთა უსაფრთხოების დაცვასთან", - განაცხადა საქართველოს პირველმა ლედიმ.
თამარ ბაგრატიონთან ერთად აშშ-ში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი იმყოფებიან.
საქართველოს პირველმა ლედიმ ღონისძიების ფარგლებში სხვა ქვეყნების პირველ ქალბატონებთან მოკლე შეხვედრები გამართა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა.
მსგავსი სიახლეები
მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა -თამარ ბაგრატიონი
ევროპელმა ლიდერებმა მწუხარების ჟამს ემოცია ვერ მოძებნეს, რადგან მათ ეს ემოცია არ ესმით -შალვა პაპუაშვილი
ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული, პროტესტში მყოფი ჯგუფი, მათ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პროევროპელობა აქციეს ანტიქართველობად -შალვა პაპუაშვილი
საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ გარემოს ინვესტიციების, ბიზნესის გაფართოებისთვის, ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ფინანსური სექტორის სტაბილურობა, ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა -ირაკლი კობახიძე
1992 წლის 24 მარტს აშშ-მა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც ათწლეულების განმავლობაში საფუძველი ჩაუყარა პარტნიორობას და თანამშრომლობას -აშშ-ის საელჩო
ირაკლი კობახიძემ თურქეთის ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილი - სუვერენიტეტი არის ის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით, ვიმედოვნებთ, ევროპა დაიბრუნებს სუვერენიტეტს, იდენტობას, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება-ირაკლი კობახიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს
ევროპული დემოკრატია კვდება, რადგან ბრიუსელი ეროვნულ არჩევნებში ერევა, აფინანსებს ფედერალისტურ ძალებს, ბრიუსელი პატივს არ სცემს შეთანხმებებს, ღალატობს მათ -ვიქტორ ორბანი
მეგობრებო, ჩვენ შორისაა ჩემპიონი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ის არის საქართველოს სუვერენიტეტის მცველი, დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი ერი ქართველი ერია -ვიქტორ ორბანი
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის ოფიციალურ პირებს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისკენ მოუწოდებენ
რატომ დააწესა აშშ-მა საგარანტიო თანხა საქართველოს მოქალაქეებისთვის? - საგარეო უწყების განმარტება
აშშ-მა საქართველო სავიზო გირაოს პროგრამაში დაამატა
,,თავის სიზმრებზე განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ექსტრემიზმი წაახალისოს საქართველოში''- გიორგი ვოლსკი ყულევის პორტის შესახებ
პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც პირველ კლასში მიღების ასაკს შეეხება
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს -ელენე ხოშტარია