ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს.

„სამართალდამცველების მიერ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მეზობლად მცხოვრებ 1968 წელს დაბადებულ გ.მ.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანების შედეგად გ.მ. ადგილზე გარდაიცვალა", - აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გ.ჩ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 





მსგავსი სიახლეები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
ლევან იოსელიანი: საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ პაატა მანჯგალაძემ ჩაიდინა ძალადობის ორგანიზება ან იყო ამ დანაშაულის თანამონაწილე
დუშეთში მომხდარი მკვლელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი „ცხელ კვალზე“ დააკავეს
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტებზე ცხრა პირს ბრალდება წარედგინა
საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკავა და პასუხისგებაში მისცა 30 პირი
კახეთში პოლიციამ ორსული მეუღლის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის ერთი პირი დააკავა
აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული უკრაინის ოთხი მოქალაქე დააკავა-ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ალეკო ელისაშვილი: უარს ვამბობ გასათავისუფლებელ პატიმართა სიაში ჩემს ჩაწერაზე, მოვუწოდებ ყველას, ქართველს თუ უცხოელს, არ განმიხილოთ პოლიტიკური პატიმრების არანაირ სიაში
სასამართლომ ელენე ხოშტარიას წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სკოლებში გავრცელდა – დაკავებულს 7 წლამდე ციხე ემუქრება
სუს-მა სამების ტაძრის "დანაღმვის" შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი არასრულწლოვანი გამოავლინა
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევა
აჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის 2 მოქალაქე დააკავა