საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 23 მარტს საპატრიარქოში რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო, რომელშიც შედიოდნენ ტიმიშოარას მთავარეპისკოპოსი და ბანატის მიტროპოლიტი იოანე, წმინდა სინოდის მდივანი, პლოეშის ქორეპისკოპოსი ვარლაამი და მთავარდიაკონი ნიკოლაე.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და სხვა პირები.
მათივე ცნობით, დელეგატებმა სამძიმარი გამოუცხადეს მიტროპოლიტ შიოს, წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.
„მიტროპოლიტმა შიომ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ძმური თანადგომისთვის. შეხვედრისას საუბარი შეეხო ხალხის საოცრად დიდ სიმრავლეს, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას დაესწრო. კიდევ ერთხელ აღინიშნა წმინდა ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი, რომელიც კიდევ უფრო მეტად აერთიანებს ჩვენს ეკლესიებს. შეხვედრის ბოლოს სიმბოლური საჩუქრები გაიცვალა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
მართალი ადამიანის გარდაცვალებას თან სდევს ნუგეშიც და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულის, მთელი საქართველო დაიძრა ილია მეორისადმი მადლიერების გამოსახატად -მეუფე შიო მუჯირი
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო
სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ვაშინგტონში თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა
2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება -განათლების სამინისტრო
,,მსახურება სიონის ტაძარში 14:00 საათზე დაიწყება'' - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
25 მარტის ამინდის პროგნოზი
მიტროპოლიტმა შიომ ალბანეთის მთავარეპისკოპოსი მიიღო
თამარ ბაგრატიონი - დღეს ჩვენ გვაერთიანებს ერთი საერთო პასუხისმგებლობა, ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი, როგორც პირველი ლედი, მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას
Euronews: ევროკომისიამ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ
სოფელ კურსების მეწყრული ზონიდან ცხოველები გამოიყვანეს
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში იმყოფება
ელენე ხოშტარია - მადლობა ციხის ადმინისტრაციას, უკლებლივ ყველას, მე აქ არაფერი მიჭირს და არაფერი მაკლია, გავაგრძელოთ ბრძოლა, მე აქედან, თქვენ - მაქედან
,,ჩვენ უნდა უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ უკვდავვყოთ ილია მეორის სახელი''- ბექა ოდიშარია
ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცესკოს გამოცდილებას ეცნობა
მსოფლიოს თითოეულ კუთხეში იგრძნობოდა მის მიმართ სიყვარული-მამა ათანასიოსი
ქართველი ხალხი შეეცადა, პატრიარქისთვის დაებრუნებინა ის სიყვარული, რომელიც ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში გვაჩუქა, მაგალითად დაგვისახა -შალვა პაპუაშვილი
ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიო სიონის ტაძარში 25 მარტს პარაკლისსა და პანაშვიდს გადაიხდის
ქართულმა სახელმწიფომ, ხალხმა, ეკლესიამ პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამოხატვაში მსოფლიოს უდიდესი ღირსება აჩვენეს, ყველა აღვსებულია მადლიერებით ჩვენი ერის მიმართ -მამა გიორგი ზვიადაძე