ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ამერიკელ და ბრიტანელ ინვესტორთა დელეგაციას შეხვდნენ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი და ბრიტანელი ინვესტორების დელეგაციას შეხვდნენ.

სებ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო ინვესტორები საქართველოში ეროვნული ბანკის მოწვევით იმყოფებიან. დელეგაცია აერთიანებს ისეთ ცნობილ მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო და ფინანსურ კომპანიებს, როგორებიცაა JPMorgan-ი, Morgan Stanley Investment Management-ი, Aberdeen-ი, MetLife-ი და სხვა.

„ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა და ქვეყნის საინვესტიციო გარემო გააცნეს. ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორის მდგრადობაზე. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზებულია და ინარჩუნებს ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში კორპორატიული ფასიანი ქაღალდების ზრდისა და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე", - აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.

სებ-ის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, გლობალურად შექმნილი არაპროგნოზირებადი ვითარების მიუხედავად, საქართველო საერთაშორისო ინვესტორებისთვის საინტერესოა საინვესტიციო თვალსაზრისით.

„ეროვნული ბანკის მოწვევით, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორების დელეგაცია სტუმრობს, რომელიც მსხვილი გლობალური საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებისგან შედგება. ისინი დაინტერესებული არიან საქართველოში ინვესტირებით ჩვენი კაპიტალის ბაზრის მეშვეობით. შეხვედრის ფარგლებში გავაცანით საქართველოს მაკროეკონომიკური ვითარება და მიუხედავად გლობალურად შექმნილი არაპროგნოზირებადი ვითარებისა, ხედავენ, რომ ქვეყანა ვითარდება, გვაქვს მართვადი ინფლაცია, მდგრადი მაჩვენებლები, რაც, საინვესტიციო თვალსაზრისით, მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.

 





მსგავსი სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან ორმხრივი ეკონომიკური საკითხები განიხილა
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი ამერიკელ და ბრიტანელ ინვესტორთა დელეგაციას შეხვდნენ
საქართველო ღიაა ბიზნესის ხელშეწყობისთვის, მტკიცედ ვრჩებით სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემოს შენარჩუნების ერთგულნი -ირაკლი კობახიძე
მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა, კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის -ირაკლი კობახიძე
თიბისი კამპუსში - ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე - მიღება დაიწყო
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში: უახლესი მაკროეკონომიკური ინდიკატორები 
„დაე, ღმერთმა განუსვენოს მის კეთილშობილ სულს „მართალთა სავანეში“, იყოს მისი ხსენება სამარადისოდ“ - ალბანეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური
რა ეღირება დოლარი და ევრო 18 მარტს
Young Lions Georgia 2026 - შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ
რა ეღირება დოლარი და ევრო 14 მარტს
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე -განავადე ონლაინ მარტივად და ჩაერთე სახალისო თამაშში
"ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელს უწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, ასევე მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნესგარემო"-ვახტანგ ცინცაძე
რა ეღირება დოლარი და ევრო 13 მარტს
თიბისის მხარდაჭერით "ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე" შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო
ჯიუტი ქალები შეუძლებელს შეძლებენ - თიბისი მარტს ქალების შთამაგონებელ ისტორიებს უძღვნის
ბიზნესისადმი მეგობრული გარემო და საკანონმდებლო მხარდაჭერა, უზრუნველყოფს ქვეყანაში ინვესტორის დაცულობასა და ფინანსებზე ბიზნესის ხელმისაწვდომობის ზრდას -მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა -The Heritage Foundation
რა ეღირება დოლარი და ევრო 11 მარტს