ლაშა ჟვანია: 1990 წელს კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდეგ, სიონის ტაძარში პატრიარქმა თქვა რამდენიმე სიტყვა და თავისი გამოსვლა დააგვირგვინა ფრაზით: „ძალიან ახლოა ჩვენი ერის თავისუფლება“
კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდეგ, გვიან ღამით, როდესაც სიონის საკათედრო ტაძარი გააღებინა, იქ გახლდით მეც, ბავშვი ვიყავი. ტრაპეზზე როდესაც დააბრძანა ტომოსი და ავტოკეფალიის აღიარების ფიდმანი, პატრიარქმა რამდენიმე სიტყვა თქვა და თავისი გამოსვლა დააგვირგვინა შემდეგი ფრაზით: „ძალიან ახლოა ჩვენი ერის თავისუფლება", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.
ჟვანიას თქმით, პატრიარქმა ზუსტად იცოდა, რომ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას აუცილებლად მოჰყვებოდა საქართველოს დამოუკიდებლობაც.
„დღეს ისტორიული დღის აღნიშვნაა, ამ ისტორიულ დღეს მრავალი კათოლიკოს-პატრიარქის შრომა შეეწირა, თუმცა დააგვირგვინა მისმა უწმინდესობამ, ილია მეორემ. ეს არ ყოფილა პროცესი, როდესაც იგი ერთხელ ეწვია კონსტანტინეპოლის ეკლესიას და შემდეგ პასუხი მიიღო. ეპისტოლარულ მიმოწერას თუ ნახავთ, ათწლეულების მანძილზე, 60-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველა წერილში ნახსენებია სიტყვები: „პრობლემა", „კამათი", „საპრობლემო საკითხი" და სხვა მსგავსი. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეარჩია კონკრეტული ტაქტიკა: იგი მსოფლიო ეკლესიების მეთაურებს ეუბნებოდა, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და პატრიარქის ტიტული მათი მხრიდან თუ არ იქნებოდა აღიარებული, ეს სერიოზულ პრობლემად იქცეოდა ეკლესიებს შორის ურთიერთობაში. მართალია, ეს პირდაპირ სიტყვებით არ ჩანდა, მაგრამ მიხვდებით, რომ ზუსტად მთელი შინაარსი ამ მოძრაობისა, რომელიც მან წამოიწყო მსოფლიოში არა მარტო ერთი მიმართულებით, სწორედ ამას ნიშნავდა. საბოლოოდ, 1990 წელს იქნა აღიარებული.
კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდეგ, გვიან ღამით, როდესაც სიონის საკათედრო ტაძარი გააღებინეს, მეც იქ ვიმყოფებოდი, ბავშვი ვიყავი. ტრაპეზზე როდესაც დააბრძანა ეს ტომოსი და ავტოკეფალიის აღიარების ფიდმანი, პატრიარქმა რამდენიმე სიტყვა თქვა და თავისი გამოსვლა დააგვირგვინა შემდეგი ფრაზით: „ძალიან ახლოა ჩვენი ერის თავისუფლება". მან ზუსტად იცოდა, რომ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას აუცილებლად მოჰყვებოდა საქართველოს დამოუკიდებლობაც", - აღნიშნა ჟვანიამ.
ამასთან, მისივე თქმით, დღეს ყველასთვის კვლავ მძიმე დღეა.
„პატრიარქის გარდაცვალებიდან მეცხრე დღეა. სინოდის წევრებმა და საპატრიარქო ტახტის დროებითმა მმართველმა, მეუფე შიომ აღავლინეს ლოცვა და ჩვენც ყველამ მათთან ერთად ვილოცეთ მისი უწმინდესობის სულის ცხონებისთვის. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ იგი უკვე ცხონებულია, უფრო მეტიც, თუმცა ეს არის ტრადიცია, როდესაც ჩვენ ველოდებით მე-40 დღეს, მიცვალებულის უფალთან მიახლების დღეს. დარწმუნებული ვარ, მისი სიწმინდე და წმინდანობა გამოჩნდება კიდევ თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, როგორც ინდივიდუალურად, ისე საზოგადოდაც. ხალხის უწყვეტი ნაკადიც პატივისცემის გამოხატულების გარდა, არის მისი სიწმინდისა და წმინდანობის აღიარებაც", - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.
მსგავსი სიახლეები
,,გავაკეთებ ყველაფერს, რომ ვიყო თითოეული ფეხბურთელისთვის მაგალითი - როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ'' - ხვიჩა კვარაცხელია
ავერსი-ფარმასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"კარგით რა, ტელევიზიები მოეშვით პატრიარქის არჩევნებს. მოეშვით. უხერხულია''- დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე
ლაშა ჟვანია: 1990 წელს კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდეგ, სიონის ტაძარში პატრიარქმა თქვა რამდენიმე სიტყვა და თავისი გამოსვლა დააგვირგვინა ფრაზით: „ძალიან ახლოა ჩვენი ერის თავისუფლება“
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე - დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
მიხეილ ყაველაშვილი სიონის ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისსა და ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
ირაკლი კობახიძე სიონის ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
მართალი ადამიანის გარდაცვალებას თან სდევს ნუგეშიც და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულის, მთელი საქართველო დაიძრა ილია მეორისადმი მადლიერების გამოსახატად -მეუფე შიო მუჯირი
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო
სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ვაშინგტონში თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა
2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება -განათლების სამინისტრო
,,მსახურება სიონის ტაძარში 14:00 საათზე დაიწყება'' - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
25 მარტის ამინდის პროგნოზი
მიტროპოლიტმა შიომ ალბანეთის მთავარეპისკოპოსი მიიღო
თამარ ბაგრატიონი - დღეს ჩვენ გვაერთიანებს ერთი საერთო პასუხისმგებლობა, ჩვენი შვილების კეთილდღეობა და მათი მომავალი, როგორც პირველი ლედი, მთელი გულით ვემსახურები ამ მისიას
Euronews: ევროკომისიამ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ
სოფელ კურსების მეწყრული ზონიდან ცხოველები გამოიყვანეს
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში იმყოფება