,,ის, რაც ამათ [რადიკალებმა] გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა''- თამარ ჩიბურდანიძე

 

ის, რაც ამათ [რადიკალებმა] გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის" წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ სოციალურ ქსელსა და მედიაში რადიკალების მხრიდან წარმოებული შეურაცხმყოფელი კამპანია, რომელიც პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის გამოსვლას მოჰყვა.

როგორც თამარ ჩიბურდანიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მღელვარება ზოგადად ახლავს ადამიანს მაშინ, როცა ის მაღალ პასუხისმგებლობას გრძნობს გამომსვლელების წინაშე და ეს სულაც არ არის გასაკვირი.

„ზიზღმა, მტრობამ და იმას რასაც ესენი სჩადიან - ზღვარგადასულმა ბოროტებამ, იცის საკუთარი თავის განადგურება. ეს ბოროტება უკან გიბრუნდება. უწმინდესზე იქილიკეს - ჯერ სიცოცხლეში ლანძღეს, მერე სიკვდილის შემდეგ და რა მიიღეს - ხელისუფლებას მხარდამჭერი ხალხი კიდევ უფრო მოემატა, იმიტომ, რომ ვინც მანამდე ვერ ხვდებოდა, საბოლოოდ დარწმუნდა, თუ ვინ არიან რადიკალები. რა იწერებოდა და მთელი ღამის და დღის განმავლობაში ქალბატონ თამარ ბაგრატიონზე, წარმოუდგენელია. მე საჯარო კომუნიკაციების სპეციალისტი ვარ და ამას ვასწავლი პოლიტიკოსებს და რიგით ადამიანებს წლების განმავლობაში. ეს არ აყო დამოკიდებული იმაზე, თუ რა ენაზე საუბრობდა სპიკერი. ქართულადაც რომ გამოსულიყო, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა ქალბატონ თამარს და რატომ - ეს არის საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლისას ემოციის მართვა, რაც ძალიან რთულია. გამოუცდელ კადრს კი არა, რომელსაც ამხელა ტრიბუნასთან პირველად უწევს გამოსვლა (უნდა წასულიყო, რადგან მან მიიღო მიწვევა სიტყვით გამოსვლის და ამას გვერდს ვერ აუქცევდა), გამოცდილსაც იგივე დაემართებოდა.

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა. ასეთი რამ მოსდით ადამიანებს, რომლებსაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან და იმ სიტუაციაში, სადაც ისინი გამოდიან. ამასთან, იმ დარბაზში, თავში არავინ გაივლებდა, თუნდაც ფიქრად, დაცინვას. იმ დარბაზში, ასეთი საზოგადოება არ იყო. პირიქით, როცა გულწრფელად ვერ მალავ შენს დამოკიდებულებას, უფრო მეტი პოზიტივი მოდის შენს მიმართ. ის, რაც ჩვენმა რადიკალებმა გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ გამოვიყენებ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა", - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული, დასავლურ პრაქტიკას არ ვიყენებთ''- მარია ზახაროვა
,,ის, რაც ამათ [რადიკალებმა] გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა''- თამარ ჩიბურდანიძე
თენგიზ შარმანაშვილი: წარმოუდგენელია, რომ უკრაინელებს კიდევ სჯერათ, რომ ევრობიუროკრატები მათ ინტერესებს საკუთარ ინტერესებში გაცვლიან
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღვნიშნავთ, ეს ფასდაუდებელი მონაპოვარი ნათლად მოწმობს ილია მეორის ეპოქალურ მემკვიდრეობას -ირაკლი კობახიძე
მჯერა, ჩვენი მოსახლეობა შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით და აუღელვებლად -კახა კალაძე
მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა -თამარ ბაგრატიონი
ევროპელმა ლიდერებმა მწუხარების ჟამს ემოცია ვერ მოძებნეს, რადგან მათ ეს ემოცია არ ესმით -შალვა პაპუაშვილი
ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული, პროტესტში მყოფი ჯგუფი, მათ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პროევროპელობა აქციეს ანტიქართველობად -შალვა პაპუაშვილი
საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ გარემოს ინვესტიციების, ბიზნესის გაფართოებისთვის, ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ფინანსური სექტორის სტაბილურობა, ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა -ირაკლი კობახიძე
1992 წლის 24 მარტს აშშ-მა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც ათწლეულების განმავლობაში საფუძველი ჩაუყარა პარტნიორობას და თანამშრომლობას -აშშ-ის საელჩო
ირაკლი კობახიძემ თურქეთის ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილი - სუვერენიტეტი არის ის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით, ვიმედოვნებთ, ევროპა დაიბრუნებს სუვერენიტეტს, იდენტობას, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება-ირაკლი კობახიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს
ევროპული დემოკრატია კვდება, რადგან ბრიუსელი ეროვნულ არჩევნებში ერევა, აფინანსებს ფედერალისტურ ძალებს, ბრიუსელი პატივს არ სცემს შეთანხმებებს, ღალატობს მათ -ვიქტორ ორბანი
მეგობრებო, ჩვენ შორისაა ჩემპიონი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ის არის საქართველოს სუვერენიტეტის მცველი, დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი ერი ქართველი ერია -ვიქტორ ორბანი
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
ამერიკელი კანონმდებლები აშშ-ის ოფიციალურ პირებს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებისკენ მოუწოდებენ
რატომ დააწესა აშშ-მა საგარანტიო თანხა საქართველოს მოქალაქეებისთვის? - საგარეო უწყების განმარტება