,,საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული, დასავლურ პრაქტიკას არ ვიყენებთ''- მარია ზახაროვა
როდესაც თბილისში, მათ ქვეყანასთან მიმართებაში, დასავლეთის ნამდვილი მიზნები გაიაზრეს, იგებენ, რომ საქართველოს კეთილდღეობის წინაპირობა რუსეთთან არა კონფრონტაციაში, არამედ თანამშრომლობაშია , - ამის შესახებ ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მარია ზახაროვამ კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობებზე და თქვა, რომ თუ ამისთვის მზად იქნებიან თბილისში, მოსკოვში თავს არ აარიდებენ საგნობრივ საუბარს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დასძინა, რომ როგორც ჩანს, ქართული მხარეც დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით.
ამასთან, ზახაროვას მტკიცებით, რუსეთთან „ურთიერთობა საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია". მისი შეფასებით, საქართველოსთან ურთიერთობებს ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული, რადგან რუსეთი „დასავლურ პრაქტიკას არ იყენებს".
"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ძალიან მჭიდრო ისტორიული კავშირები გვაქვს. ამის გათვალისწინებით, გარკვეულ მომენტებზე პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად, ვახალისებთ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას. როგორც ჩანს, ქართული მხარეც ასევე, დაინტერესებულია რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობებით.
ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა საქართველოს ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორია. მინდა, აღვნიშნო, რომ საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული, ვინმეს მიერ ვინმესთვის. დასავლურ პრაქტიკას არ ვიყენებთ...
პოლიტიკურ დიალოგს რაც შეეხება, შემიძლია გავიმეორო, რომ თუ და როცა იქნებიან ამისთვის მზად თბილისში, მოსკოვში თავს არ აარიდებენ საგნობრივ საუბარს. რუსეთთან დიალოგზე უარის თქმის ხაზი, ისევე როგორც 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები, სააკაშვილი კრიმინალური და უგუნური რეჟიმის მემკვიდრეობის ნაწილია. ასეთი მიდგომის რაციონალურად ახსნა საქართველოსთვის ალბათ რთულია. მგონია, რომ როდესაც თბილისში, მათ ქვეყანასთან მიმართებაში დასავლეთის ნამდვილი მიზნები გაიაზრეს, იგებენ, რომ საქართველოს კეთილდღეობის წინაპირობა რუსეთთან არა კონფრონტაციაში, არამედ თანამშრომლობაშია", - უპასუხა მარია ზახაროვამ ნიკოლოზ მჟავანაძეს 25 მარტს გამართულ ბრიფინგზე.
მსგავსი სიახლეები
პრემიერი - ოპოზიციის ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში
,,დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული
,,საქართველოში შეუძლებელია, რომ სიძულვილმა გაიმარჯვოს და ეს დღეები იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება''- პრემიერი
,,ამერიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის ამ 34 წლის თავზე, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ურთიერთობის იმ დონით, რომელიც ჩვენ გვაქვს'- ნიკოლოზ სამხარაძე
გურამ მაჭარაშვილი: რუსული ნავთობი საქართველოში რუსულად ლაპარაკობს და ევროპაში რომ შედის, მერე ინგლისურს სწავლობს? ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის
,,საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული, დასავლურ პრაქტიკას არ ვიყენებთ''- მარია ზახაროვა
,,ის, რაც ამათ [რადიკალებმა] გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა''- თამარ ჩიბურდანიძე
თენგიზ შარმანაშვილი: წარმოუდგენელია, რომ უკრაინელებს კიდევ სჯერათ, რომ ევრობიუროკრატები მათ ინტერესებს საკუთარ ინტერესებში გაცვლიან
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღვნიშნავთ, ეს ფასდაუდებელი მონაპოვარი ნათლად მოწმობს ილია მეორის ეპოქალურ მემკვიდრეობას -ირაკლი კობახიძე
მჯერა, ჩვენი მოსახლეობა შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით და აუღელვებლად -კახა კალაძე
მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა -თამარ ბაგრატიონი
ევროპელმა ლიდერებმა მწუხარების ჟამს ემოცია ვერ მოძებნეს, რადგან მათ ეს ემოცია არ ესმით -შალვა პაპუაშვილი
ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული, პროტესტში მყოფი ჯგუფი, მათ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პროევროპელობა აქციეს ანტიქართველობად -შალვა პაპუაშვილი
საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ გარემოს ინვესტიციების, ბიზნესის გაფართოებისთვის, ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ფინანსური სექტორის სტაბილურობა, ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა -ირაკლი კობახიძე
1992 წლის 24 მარტს აშშ-მა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც ათწლეულების განმავლობაში საფუძველი ჩაუყარა პარტნიორობას და თანამშრომლობას -აშშ-ის საელჩო
ირაკლი კობახიძემ თურქეთის ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილი - სუვერენიტეტი არის ის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით, ვიმედოვნებთ, ევროპა დაიბრუნებს სუვერენიტეტს, იდენტობას, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება-ირაკლი კობახიძე