ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული
ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს რწმენაში, გაძლიერდეს ქრისტიანული ფასეულობები ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ეკლესია და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და განმტკიცებას.
„ჩვენს საზოგადოებაში ცდილობდნენ გარდა სიძულვილისა, ყალბი იდეოლოგიის დანერგვას და ამის ნაწილი იყო პირდაპირი ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, მათ შორის კამპანიები, რომლებიც წარმოებდა ეკლესიის წინააღმდეგ, პირადად პატრიარქის წინააღმდეგ, სასულიერო პირების წინააღმდეგ. ეს კამპანიები დამარცხდა ამ დღეების განმავლობაში და ამის გამოხატულებაც იყო ის ყველაფერი, რაც ვიხილეთ ჩვენ ამ დღეებში. ეს დღეები იყო კონკრეული ნიშანი ჩვენთვის და არა მარტო ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც აკვირდება ჩვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებას. ეს არის ნიშანი იმისა, რომ არა მარტო სიძულვილი ვერ დაამარცხებს სიყვარულს და პირიქით იქნება აუცილებლად, არამედ ვერავითარი ყალბი იდეოლოგია ვერ დაამარცხებს საქართველოში ქრისტიანობას.
ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული. ამ კამპანიებს კიდევ ერთხელ გავიხსენებ. მიზანმიმართული იყო ეს კამპანიები, კონკრეტული მიზანი ჰქონდა, ზოგადად ავტორიტეტებს ებრძვიან, ეს არის დამახასიათებელი ამ იდეოლოგიისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით არ უნდა არსებობდეს არავითარი ავტორიტეტი. თქვენ იცით, რომ ამ წლების განმავლობაში და დღემდე პატრიარქი, დედა ეკლესია სარგებლობდა გამორჩეული ავტორიტეტით და ამიტომ იყო ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ამ კამპანიების სწორედ ეკლესია, სასულიერო პირები, თუმცა საბოლოო ჯამში ყველამ დავინახეთ, რომ აბსოლუტურად გამორიცხულია ასეთი კამპანიების წარმატება ჩვენს ქვეყანაში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ფხიზლად. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს რწმენაში, გაძლიერდეს ქრისტიანული ფასეულობები ჩვენს ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ეკლესია და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და განმტკიცებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
პრემიერი - ოპოზიციის ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში
,,დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული
,,საქართველოში შეუძლებელია, რომ სიძულვილმა გაიმარჯვოს და ეს დღეები იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება''- პრემიერი
,,ამერიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის ამ 34 წლის თავზე, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ურთიერთობის იმ დონით, რომელიც ჩვენ გვაქვს'- ნიკოლოზ სამხარაძე
გურამ მაჭარაშვილი: რუსული ნავთობი საქართველოში რუსულად ლაპარაკობს და ევროპაში რომ შედის, მერე ინგლისურს სწავლობს? ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის
,,საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული, დასავლურ პრაქტიკას არ ვიყენებთ''- მარია ზახაროვა
,,ის, რაც ამათ [რადიკალებმა] გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა''- თამარ ჩიბურდანიძე
თენგიზ შარმანაშვილი: წარმოუდგენელია, რომ უკრაინელებს კიდევ სჯერათ, რომ ევრობიუროკრატები მათ ინტერესებს საკუთარ ინტერესებში გაცვლიან
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღვნიშნავთ, ეს ფასდაუდებელი მონაპოვარი ნათლად მოწმობს ილია მეორის ეპოქალურ მემკვიდრეობას -ირაკლი კობახიძე
მჯერა, ჩვენი მოსახლეობა შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით და აუღელვებლად -კახა კალაძე
მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა -თამარ ბაგრატიონი
ევროპელმა ლიდერებმა მწუხარების ჟამს ემოცია ვერ მოძებნეს, რადგან მათ ეს ემოცია არ ესმით -შალვა პაპუაშვილი
ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული, პროტესტში მყოფი ჯგუფი, მათ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პროევროპელობა აქციეს ანტიქართველობად -შალვა პაპუაშვილი
საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ გარემოს ინვესტიციების, ბიზნესის გაფართოებისთვის, ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ფინანსური სექტორის სტაბილურობა, ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა -ირაკლი კობახიძე
1992 წლის 24 მარტს აშშ-მა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც ათწლეულების განმავლობაში საფუძველი ჩაუყარა პარტნიორობას და თანამშრომლობას -აშშ-ის საელჩო
ირაკლი კობახიძემ თურქეთის ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილი - სუვერენიტეტი არის ის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით, ვიმედოვნებთ, ევროპა დაიბრუნებს სუვერენიტეტს, იდენტობას, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება-ირაკლი კობახიძე