,,დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს''- პრემიერი

დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ასეც იქცევა ხელისუფლება, თუმცა პოლიტიკურ ოპონენტებს ანტიკამპანია აქვთ გაჩაღებული პატრიარქის არჩევის პროცესთან დაკავშირებით.
„ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში. ეს არის წმინდა სინოდის საქმე და სინოდის წევრების გადაწყვეტილება. ასეც იქცევა ხელისუფლება, რასაც ვერ ვიტყოდით ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებზე. მათ შორის მათ ტელეკომპანიებზე, ვერ ვიტყოდით იგივეს მათ წარმომადგენლებზე, ე.წ. ექსპერტებზე, ენჯეოებზე, რომლებმაც უკვე დაიწყეს კამპანია და რომელსაც აქვს ანტიკამპანიის სახე. ეს მათ დამოკიდებულებას აჩვენებს ეკლესიის მიმართ. თუ ვინმე ცდილობს ჩაერიოს ამ პროცესში, ესენი არიან სწორედ ჩვენი ოპონენტები. პირდაპირ კამპანია აქვთ გაჩაღებული, ანტიკამპანია, რაც დაკავშირებულია პატრიარქის არჩევნების პროცესთან, რაც ბუნებრივია, არაჯანსაღი მოვლენაა. ყველას უნდ მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად თავი აარიდონ იმ საქმეში ჩარევას, რაც მათ საერთოდ არ ეხება. პირდაპირ ცდილობენ ამითაც დააკნინონ პატრიარქის გამორჩეული როლი და მისი გამორჩეული სიბრძნე. ეს არის მათი მიზანი. ეს იყო მათი მიზანი გასული წლების განმავლობაშიც და ეს მიზანი სამწუხაროდ, მათთვის დღესაც აქტუალურია.  აბსოლუტურად დამოუკიდებელი უნდა იყოს ის პროცესი, რაც დაკავშირებულია პატრიარქის არჩევასთან და  ეს ყველაფერი ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერმა.





მსგავსი სიახლეები
პრემიერი - ოპოზიციის ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში
,,დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული
,,საქართველოში შეუძლებელია, რომ სიძულვილმა გაიმარჯვოს და ეს დღეები იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება''- პრემიერი
,,ამერიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის ამ 34 წლის თავზე, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ურთიერთობის იმ დონით, რომელიც ჩვენ გვაქვს'- ნიკოლოზ სამხარაძე
გურამ მაჭარაშვილი: რუსული ნავთობი საქართველოში რუსულად ლაპარაკობს და ევროპაში რომ შედის, მერე ინგლისურს სწავლობს? ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის
,,საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული, დასავლურ პრაქტიკას არ ვიყენებთ''- მარია ზახაროვა
,,ის, რაც ამათ [რადიკალებმა] გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა''- თამარ ჩიბურდანიძე
თენგიზ შარმანაშვილი: წარმოუდგენელია, რომ უკრაინელებს კიდევ სჯერათ, რომ ევრობიუროკრატები მათ ინტერესებს საკუთარ ინტერესებში გაცვლიან
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღვნიშნავთ, ეს ფასდაუდებელი მონაპოვარი ნათლად მოწმობს ილია მეორის ეპოქალურ მემკვიდრეობას -ირაკლი კობახიძე
მჯერა, ჩვენი მოსახლეობა შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით და აუღელვებლად -კახა კალაძე
მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა -თამარ ბაგრატიონი
ევროპელმა ლიდერებმა მწუხარების ჟამს ემოცია ვერ მოძებნეს, რადგან მათ ეს ემოცია არ ესმით -შალვა პაპუაშვილი
ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული, პროტესტში მყოფი ჯგუფი, მათ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პროევროპელობა აქციეს ანტიქართველობად -შალვა პაპუაშვილი
საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ გარემოს ინვესტიციების, ბიზნესის გაფართოებისთვის, ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ფინანსური სექტორის სტაბილურობა, ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა -ირაკლი კობახიძე
1992 წლის 24 მარტს აშშ-მა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც ათწლეულების განმავლობაში საფუძველი ჩაუყარა პარტნიორობას და თანამშრომლობას -აშშ-ის საელჩო
ირაკლი კობახიძემ თურქეთის ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
მაკა ბოჭორიშვილი - სუვერენიტეტი არის ის ერთადერთი მყარი საფუძველი, რომელსაც ევროპის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით, ვიმედოვნებთ, ევროპა დაიბრუნებს სუვერენიტეტს, იდენტობას, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება-ირაკლი კობახიძე