26 მარტი გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა

დღეს თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის დაბადების დღეა - გურამ დოჩანაშვილს 87 წელი შეუსრულდებოდა

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედი გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს, თბილისში დაიბადა.

 

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1968 წელს გახდა მწერალთა კავშირის წევრი.

 

გურამ დოჩანაშვილი პირველი მოთხრობები ჟურნალ „ცისკარში" 1961 წელს დაიბეჭდა, ხოლო 1966 წელს 7 აპრილს გამოიცა მწერლის პირველი წიგნი - „მთის გადაღმა". 1975-1985 წლებში გურამ დოჩანაშვილი ჟურნალ „მნათობის" პროზის განყოფილებას განაგებდა, მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში, 1985 წლიდან კი წლების მანძილზე კინოსტუდია „ქართული ფილმის" მთავარ რედაქტორად მუშაობდა.

 

მწერლის ცნობილი რომანები და მოთხრობებია „სამოსელი პირველი", „ლოდი ნასაყდრალი", „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა", „ერთი რამის სიყვარული დამალვა რომ სჭირდება", „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები" და სხვა. გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება მრავალ ენაზეა თარგმნილი, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო არაერთ ცნობილ კინოფილმსა და ტელესპექტაკლს.

 

გურამ დოჩანაშვილს 2020 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს, 2018 გახდა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატი პროზაული ნაწარმოებისთვის „ბრმადყოფილზე, და..." და ასევე მთელი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის, 2013 წელს მიღებული აქვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, დიდი წვლილისა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისთვის. მწერალი იყო ლიტერატურული პრემია „საბას" ლაურეატი ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

 

გურამ დოჩანაშვილი 2021 წლის 3 აპრილს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მწერალი საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდითაა დაკრძალული.

 

 

"სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა. სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს... მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე - სიცოცხლეა... მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ თავად წვიმაც და თავად ჰაერიც აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე სიკვდილი რომ არ იყოს."

 





მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნულმა სააგნეტომ გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა
დასრულდა გლობალური სამიტი, სადაც მიწვეული ვიყავი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ, ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება და სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს -თამარ ბაგრატიონი
26 მარტი გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა
26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
26 მარტის ამინდის პროგნოზი
,,გავაკეთებ ყველაფერს, რომ ვიყო თითოეული ფეხბურთელისთვის მაგალითი - როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ'' - ხვიჩა კვარაცხელია
ავერსი-ფარმასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"კარგით რა, ტელევიზიები მოეშვით პატრიარქის არჩევნებს. მოეშვით. უხერხულია''- დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე
ლაშა ჟვანია: 1990 წელს კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდეგ, სიონის ტაძარში პატრიარქმა თქვა რამდენიმე სიტყვა და თავისი გამოსვლა დააგვირგვინა ფრაზით: „ძალიან ახლოა ჩვენი ერის თავისუფლება“
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე - დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
მიხეილ ყაველაშვილი სიონის ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისსა და ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
ირაკლი კობახიძე სიონის ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
მართალი ადამიანის გარდაცვალებას თან სდევს ნუგეშიც და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულის, მთელი საქართველო დაიძრა ილია მეორისადმი მადლიერების გამოსახატად -მეუფე შიო მუჯირი
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო
სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ვაშინგტონში თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა
2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება -განათლების სამინისტრო
,,მსახურება სიონის ტაძარში 14:00 საათზე დაიწყება'' - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
25 მარტის ამინდის პროგნოზი