დასრულდა გლობალური სამიტი, სადაც მიწვეული ვიყავი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ, ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება და სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს -თამარ ბაგრატიონი
დამთავრდა გლობალური სამიტი, სადაც მიწვეული ვიყავი ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ. ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
როგორც თამარ ბაგრატიონმა აღნიშნა, წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობის მიხედვით სამიტი იყო მასშტაბური, ხოლო თემა - გლობალურად მნიშვნელოვანი.
„45 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით ამ სამიტზე. თემა იყო განსაკუთრებული, გლობალურად საჭირო და მტკივნეული, რომელიც შეეხება ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, მათ ინტეგრაციას განათლებაში. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში თავიანთ ქვეყნებში ჩაატარონ ღონისძიებები. დავრწმუნდი, რომ პირადი ურთიერთობები, რომლებიც ჩვენ შორის ჩამოყალიბდა, ყველაზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.
საქართველოს პირველი ლედი ვაშინგტონში აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით, მისივე ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტზე - „ერთად უკეთესი მომავლისთვის" იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზდრობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.
მსგავსი სიახლეები
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, უნეტარესი იოანე X საქართველოს სამღვდელოებასა და მრევლს უსამძიმრებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო
სურსათის ეროვნულმა სააგნეტომ გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა
დასრულდა გლობალური სამიტი, სადაც მიწვეული ვიყავი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ, ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება და სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს -თამარ ბაგრატიონი
26 მარტი გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა
26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
26 მარტის ამინდის პროგნოზი
,,გავაკეთებ ყველაფერს, რომ ვიყო თითოეული ფეხბურთელისთვის მაგალითი - როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ'' - ხვიჩა კვარაცხელია
ავერსი-ფარმასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"კარგით რა, ტელევიზიები მოეშვით პატრიარქის არჩევნებს. მოეშვით. უხერხულია''- დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე
ლაშა ჟვანია: 1990 წელს კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდეგ, სიონის ტაძარში პატრიარქმა თქვა რამდენიმე სიტყვა და თავისი გამოსვლა დააგვირგვინა ფრაზით: „ძალიან ახლოა ჩვენი ერის თავისუფლება“
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე - დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
მიხეილ ყაველაშვილი სიონის ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისსა და ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
ირაკლი კობახიძე სიონის ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
მართალი ადამიანის გარდაცვალებას თან სდევს ნუგეშიც და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულის, მთელი საქართველო დაიძრა ილია მეორისადმი მადლიერების გამოსახატად -მეუფე შიო მუჯირი
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო
სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ვაშინგტონში თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა
2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება -განათლების სამინისტრო
,,მსახურება სიონის ტაძარში 14:00 საათზე დაიწყება'' - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი