ციხეში არავის წასვლა არ მიხარია, ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა და გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ -კახა კალაძე

ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს და აკეთოს ის საქმე, რისთვისაც არიან ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნილები, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ რამდენიმე დიპლომატის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

მისი შეფასებით, ზოგიერთი ქვეყნის ელჩის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ყოველგვარ დიპლომატიურ საქმიანობას სცდება.

„კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვისმენთ ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან. თავიანთი ქმედებები, განცხადებები, რა თქმა უნდა, ყველანაირ დიპლომატიურ საქმიანობას სცდება. ეს წარმოუდგენელია და ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში პირდაპირი ჩარევაა. ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს და აკეთოს ის საქმე, რისთვისაც არიან ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნილები", - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება თავად ელენე ხოშტარიას დაკავების საკითხს, დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ ხოშტარიას ქმედება მხოლოდ ბანერის დაზიანება არ ყოფილა, რადგან მან ხელი შეუშალა „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიას.

„სხვადასხვა მოქმედება, სხვადასხვა დროს იძენს სხვადასხვა მნიშვნელობას. ეს არ იყო უბრალოდ ბანერის ან ფოტოს დაზიანება. ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა. ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ოფისთან მივსულიყავით, დაგვერბია, შეურაცხყოფა მიგვეყენებინა მათთვის, მათი პლაკატები და ბანერები დაგვეზიანებინა. თქვენ ცდილობთ, რომ 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობა წარმოაჩინოთ ისე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობის დაზიანება, მაგრამ რეალურად აღნიშნული ღობე დაზიანდა შენობაში შეჭრისთვის. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ საცხოვრებელი ბინა, ბინის კარი პირობითად, შეიძლება ღირდეს 300 ლარი, მაგრამ როდესაც მიზანმიმართულად ანგრევ მას და სხვის საცხოვრებელ სახლში შეჭრას ცდილობ, ეს განისაზღვრება, როგორც ყაჩაღობა, მას აქვს შესაბამისი მუხლი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება", - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ზრდასრული ადამიანები საკუთარ ქმედებებზე თავად იღებენ გადაწყვეტილებას და კანონის წინაშე პასუხსაც თავად აგებენ.

„ციხეში არავის წასვლა არ მიხარია, თუმცა ჩვენ, ყველანი ზრდასრული ადამიანები ვართ, ბავშვები არ ვართ და ჩვენ თავადვე ვიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოვიქცეთ. ქალბატონ ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა ის, რაც გააფუჭა, გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ და ასე გადაწყვიტა. ეს მისი უფლებაა. კატეგორიულად მიუღებელია ქმედებები, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესში დაფიქსირდა - ჩემს საარჩევნო შტაბთან მივარდნები, ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ბანერების დაზიანება და ა.შ. ჩვენ ხომ ვაშენებთ ცივილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც არჩევნების პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. ჩვენ არავისთან მივვარდნილვართ და არ შეგვიშლია ხელი საარჩევნო კამპანიის პროცესში. ყველამ კეთილი უნდა ვინებოთ და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეკადრება და სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ოთხ შვილზე ალბათ ცოტა ადრე უნდა ეფიქრა ქალბატონ ელენეს", - განაცხადა თბილისის მერმა.

 





მსგავსი სიახლეები
პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შესაძლო შეზღუდვით დიდი ბრიტანეთი იმავეს აკეთებს, რასაც ჩვენ, მათთვისაც მნიშვნელოვანია, შიდა პოლიტიკაში არავინ ჩაერიოს -კახა კალაძე
ციხეში არავის წასვლა არ მიხარია, ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა და გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ -კახა კალაძე
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში "ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის" პრეზიდენტს, "ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტსა და მათ დელეგაციას შეხვდა
პრემიერი - ოპოზიციის ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში
,,დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული
,,საქართველოში შეუძლებელია, რომ სიძულვილმა გაიმარჯვოს და ეს დღეები იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება''- პრემიერი
,,ამერიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის ამ 34 წლის თავზე, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ურთიერთობის იმ დონით, რომელიც ჩვენ გვაქვს'- ნიკოლოზ სამხარაძე
გურამ მაჭარაშვილი: რუსული ნავთობი საქართველოში რუსულად ლაპარაკობს და ევროპაში რომ შედის, მერე ინგლისურს სწავლობს? ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის
,,საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული, დასავლურ პრაქტიკას არ ვიყენებთ''- მარია ზახაროვა
,,ის, რაც ამათ [რადიკალებმა] გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა''- თამარ ჩიბურდანიძე
თენგიზ შარმანაშვილი: წარმოუდგენელია, რომ უკრაინელებს კიდევ სჯერათ, რომ ევრობიუროკრატები მათ ინტერესებს საკუთარ ინტერესებში გაცვლიან
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღვნიშნავთ, ეს ფასდაუდებელი მონაპოვარი ნათლად მოწმობს ილია მეორის ეპოქალურ მემკვიდრეობას -ირაკლი კობახიძე
მჯერა, ჩვენი მოსახლეობა შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით და აუღელვებლად -კახა კალაძე
მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა -თამარ ბაგრატიონი
ევროპელმა ლიდერებმა მწუხარების ჟამს ემოცია ვერ მოძებნეს, რადგან მათ ეს ემოცია არ ესმით -შალვა პაპუაშვილი
ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული, პროტესტში მყოფი ჯგუფი, მათ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პროევროპელობა აქციეს ანტიქართველობად -შალვა პაპუაშვილი
საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ გარემოს ინვესტიციების, ბიზნესის გაფართოებისთვის, ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ფინანსური სექტორის სტაბილურობა, ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა -ირაკლი კობახიძე
1992 წლის 24 მარტს აშშ-მა და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, რამაც ათწლეულების განმავლობაში საფუძველი ჩაუყარა პარტნიორობას და თანამშრომლობას -აშშ-ის საელჩო
ირაკლი კობახიძემ თურქეთის ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა