პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შესაძლო შეზღუდვით დიდი ბრიტანეთი იმავეს აკეთებს, რასაც ჩვენ, მათთვისაც მნიშვნელოვანია, შიდა პოლიტიკაში არავინ ჩაერიოს -კახა კალაძე

არავის აქვს უფლება, ჩაერიოს შენს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და, მით უმეტეს, გარედან დააფინანსოს პოლიტიკა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თბილისის მერს დაუსვეს კითხვა „სქაი ნიუსის" ინფორმციაზე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ პოლიტიკოსებისთვის და პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შესაძლო შეზღუდვის თაობაზე.

კახა კალაძის თქმით, დიდი ბრიტანეთიც იმავეს აკეთებს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა, თუმცა საქართველოსთან მიმართებით ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტებს.

„ზუსტად ასეთ ორმაგ სტანდარტზე ვსუბრობთ, ის, რაც ჩვენთვის არ შეიძლება, მათთვის ყველაფერი მისაღებია. როდესაც უცხო ქვეყანა აფინანსებს შენს შიდა პოლიტიკას, ეს არის წარმოუდგენელი და ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა იმოქმედებს, მიიღებს კანონებსა და შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომ აღნიშნული არ დაუშვას. არავის აქვს უფლება, ჩაერიოს შენს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში და, მით უმეტეს, გარედან დააფინანსოს პოლიტიკა. დამფინანსებელი თავის ინტერესებს იცავს და უნდა, მისი ინტერესები გაითვალისწინო", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საქართველოსთვის გამჭვირვალობის კანონის მიღება აუცილებელი ნაბიჯი იყო.

„გამჭვირვალობის კანონის მიღება აუცილებელი იყო. აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს ის, თუ საიდან შემოდის თანხები, რისთვის, რას ხმარდება, რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება. მაგრამ ეს არ მოსწონთ, იმიტომ, რომ უნდათ, ყველაფერი შავად იყოს, არავინ არაფერი იცოდეს და როგორც უნდათ, ისე იმოქმედონ. ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ. ამაზე ბევრი ახსნა-განმარტებაც გავაკეთეთ. ყოველთვის ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს და დავიცავთ საქართველოს ინტერესს. ისინიც იმავეს აკეთებენ. მათთვისაც მნიშვნელოვანია, თავიანთი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში არავინ ჩაერიოს და არ შევიდეს უცხო დაფინანსება", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

 





მსგავსი სიახლეები
საქართველო 13 აპრილიდან ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
შეტევები, მუქარები გრძელდება, უნდათ, რომ არსებობდეს მხოლოდ ისეთი ტელევიზია, რაც მათ აწყობთ, რაც მათთვის არის მისაღები, ის რომ გაშუქდეს -კახა კალაძე
პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შესაძლო შეზღუდვით დიდი ბრიტანეთი იმავეს აკეთებს, რასაც ჩვენ, მათთვისაც მნიშვნელოვანია, შიდა პოლიტიკაში არავინ ჩაერიოს -კახა კალაძე
ციხეში არავის წასვლა არ მიხარია, ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა და გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ -კახა კალაძე
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში "ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის" პრეზიდენტს, "ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტსა და მათ დელეგაციას შეხვდა
პრემიერი - ოპოზიციის ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში
,,დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული
,,საქართველოში შეუძლებელია, რომ სიძულვილმა გაიმარჯვოს და ეს დღეები იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება''- პრემიერი
,,ამერიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის ამ 34 წლის თავზე, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ურთიერთობის იმ დონით, რომელიც ჩვენ გვაქვს'- ნიკოლოზ სამხარაძე
გურამ მაჭარაშვილი: რუსული ნავთობი საქართველოში რუსულად ლაპარაკობს და ევროპაში რომ შედის, მერე ინგლისურს სწავლობს? ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის
,,საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული, დასავლურ პრაქტიკას არ ვიყენებთ''- მარია ზახაროვა
,,ის, რაც ამათ [რადიკალებმა] გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა''- თამარ ჩიბურდანიძე
თენგიზ შარმანაშვილი: წარმოუდგენელია, რომ უკრაინელებს კიდევ სჯერათ, რომ ევრობიუროკრატები მათ ინტერესებს საკუთარ ინტერესებში გაცვლიან
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღვნიშნავთ, ეს ფასდაუდებელი მონაპოვარი ნათლად მოწმობს ილია მეორის ეპოქალურ მემკვიდრეობას -ირაკლი კობახიძე
მჯერა, ჩვენი მოსახლეობა შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით და აუღელვებლად -კახა კალაძე
მე წარმოვადგენ ერს, რომლის ისტორია სამ ათასწლეულზე მეტს ითვლის. საქართველოს საუკუნეების წინათ მართავდა თამარ მეფე - პირველი ქალი მონარქი, რომელიც მეფედ იწოდებოდა -თამარ ბაგრატიონი
ევროპელმა ლიდერებმა მწუხარების ჟამს ემოცია ვერ მოძებნეს, რადგან მათ ეს ემოცია არ ესმით -შალვა პაპუაშვილი
ჩვენ ვნახეთ სულიერად ამაღლებული ქართველი ერი და სულიერად დაცემული, პროტესტში მყოფი ჯგუფი, მათ ამ დღეებშიც არ შეწყვიტეს ეკლესიის ლანძღვა, პროევროპელობა აქციეს ანტიქართველობად -შალვა პაპუაშვილი
საქართველო მსოფლიოს სთავაზობს სტაბილურ გარემოს ინვესტიციების, ბიზნესის გაფართოებისთვის, ამ წინსვლის მთავარი მაჩვენებელი ფინანსური სექტორის სტაბილურობა, ეროვნული ვალუტის სიმტკიცეა -ირაკლი კობახიძე