27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მეგობრების მოწყობილ წვეულებაზე ან მივლინებაში საინტერესო ნაცნობობა გელით. თქვენი მომხიბვლელობა და მიმზიდველობა გულგრილს არავის დატოვებს. მარსი აქტივობის პიკზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტი შეიძლება სრულიად უმიზეზოდ, ცარიელ ადგილზე წარმოიშვას. შეეცადეთ, ამ დღეს ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანოთ.

ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას გპირდებათ. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. მოულოდნელმა ამბებმა შეიძლება თქვენს გეგმებსა და ზოგადად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ნუ ინერვიულებთ - ეს უსიამოვნება დიდხანს არ გაგრძელდება.

კურო

გაურკვევლობა უფრო მეტად გაწუხებთ, ვიდრე მწარე სიმართლე, ამიტომ, პარტნიორთან გულახდილად უნდა ისაუბროთ. მუდმივად წარსულ შეცდომებსა თუ წარუმატებლობებზე ნუ იფიქრებთ. გაცილებით მნიშვნელოვანია მომავალს უყუროთ და წინ იაროთ. პრობლემების მოსაგვარებლად და მიზნების მისაღწევად შეგიძლიათ დახმარება მეგობრებს ან კოლეგებს სთხოვოთ.

თუ კოლეგები ჭორებითა და ცილისწამებებით თქვენთვის სახელის გატეხას ცდილობენ, უმოქმედოდ ნუ იქნებით და თავდაცვაზე იფიქრეთ. მნიშვნელოვანი დოკუმენტების დამუშავებისას მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ. ამ დღეს წვრილმანებზე ნერვიულობა არ ღირს. სულიერი წონასწორობა ქრონიკული დაავადებების შემსუბუქებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

სიყვარულში იმედგაცრუების გადატანა გაგიჭირდებათ, თუმცა გახსოვდეთ, რომ დრო საუკეთესო მკურნალია. ნუ ეცდებით, რომ ხელმძღვანელობას და კოლეგებს საკუთარი შეხედულებები თავზე მოახვიოთ - ამ დღეს უმჯობესია ჩრდილში დარჩეთ. მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს ნუ დაგეგმავთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზულ დათმობებზე წასვლა მოგიწევთ. ნუ მოტყუვდებით და ილუზიებს რეალობად ნუ მიიღებთ.

ნაცნობობა, რომელიც ერთი შეხედვით პერსპექტიული ჩანს, შესაძლოა მხოლოდ ილუზია აღმოჩნდეს. ამ დღეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები გელით, ამიტომ თუ შესაძლებელია, ეცადეთ მთელი დღე სახლში გაატაროთ.

კირჩხიბი

ძალიან მძიმე დღეა. დილიდან სამსახურის საქმეებში იქნებით ჩაფლული. ახლობლებისთვის დრო საერთოდ არ გრჩებათ, მათ კი თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. შეეცადეთ, ეს სიტუაცია დროულად გამოასწოროთ. სასიყვარულო ურთიერთობებში გაუგებრობისა და უთანხმოების მიზეზი გაჩნდება. თქვენი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასეთ და კოლეგების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. გსურთ, საკუთარ ინდივიდუალურობას ხაზი გაუსვათ, თუმცა ამ დღეს წარმატების გასაღები გუნდურ მუშაობაშია. მალე დიდი ხნის ნანატრი ნივთის შეძენას შეძლებთ.

მალე ფინანსური სიტუაცია გამოსწორდება - თქვენს ჰოროსკოპში მერკური დომინირებას იწყებს. დროა, მავნე ჩვევებს თავი დააღწიოთ და სასარგებლო უნარები შეიძინოთ. ეცადეთ, დღის დადებითი ენერგეტიკა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ!

ლომი

შანსი გაქვთ, რომ რაღაც ახალი გამოცადოთ და სიამოვნების ახალი წყაროები აღმოაჩინოთ! დღეს ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლობელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროთ. ოჯახს ძალიან ცოტა დროს უთმობთ, რის გამოც კამათი და კონფლიქტი ხშირია.

დღეს თქვენი ნიშნის ბევრი წარმომადგენელი სამუშაოსგან დასვენებას მოინდომებს. ეცადეთ, ცდუნებას გაუმკლავდეთ, რადგან სხვა შემთხვევაში დასვენების დღეები მძიმე და დატვირთული იქნება. მოსალოდნელია ფინანსური ხარჯები, თუმცა ამაზე ნერვიულობა არ ღირს. გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ძველი ოცნებები რეალობად აქციოთ.

ქალწული

ნუ ინერვიულებთ თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაცივდა - ეს დროებითია და ვნება მალე ახალი ძალით იფეთქებს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, თორემ შეიძლება ეს დღე დიდი ჩხუბით დასრულდეს. მეგობრებზე და ნაცნობებზე საკუთარი ავტორიტეტითა და ენერგიით ზეწოლას ნუ ეცდებით.

ნუ აჩქარდებით, ზედმეტ ფაციფუცს მოერიდეთ და უბრალოდ სამუშაო ვალდებულებები დროულად შეასრულეთ. ფინანსური დოკუმენტებისა და ვალდებულებების შემოწმება არ დაგავიწყდეთ, რათა უსიამოვნებები თავიდან აიცილოთ. ახლა ნებისმიერი მოგზაურობა დადებით ემოციებს მოგიტანთ, ასე რომ ჩაალაგეთ ჩემოდნები და გზას გაუდექით.

სასწორი

გირჩევთ, საყვარელი ადამიანი რომანტიკული ვახშმით, გემრიელი და დახვეწილი კერძებით გაახაროთ და დაუვიწყარი საღამო აჩუქოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამსახურში საბუთები და საქმიანი ქაღალდები მოაწესრიგოთ - უახლოეს პერიოდში შემოწმების ალბათობა არსებობს.

მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეეცადეთ, ნაცადი გზით იაროთ და ახალი არაფერი მოიფიქროთ - ექსპერიმენტები უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადადეთ. რაც შეეხება კვებას, ჯანსაღი რეცეპტები მოიძიეთ და ნახევარფაბრიკატებს ერიდეთ, რათა მთელი დღის განმავლობაში ენერგია შეინარჩუნოთ.

მორიელი

ერთობლივი შემოქმედება შთაგონებას გაგიღვიძებთ და ურთიერთობებში ახალ ჰორიზონტებს გადაგიშლით. თვალი ადევნეთ, რომ ოჯახური ურთიერთობები რუტინად არ იქცეს. საყოფაცხოვრებო პრობლემებს უფლებას ნუ მისცემთ, რომ მთელი დღე წაგართვათ. ნუ მოიწყენთ და გაბრაზდებით, თუ დავალების შესრულებას ვერ ახერხებთ - ეს შეიძლება ყველას დაემართოს.

იფიქრეთ მცირე ინვესტიციებზე ან შენაძენებზე, რომლებიც სიამოვნებასა და სიხარულს მოგიტანთ. გონებრივადდ ნუ გადაიტვირთებით - სატურნი ამ დღეს აზროვნების პროცესებს აფერხებს. სჯობს ჩვეული საქმით დაკავდეთ, რომელიც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს.

მშვილდოსანი

თქვენს პირად ცხოვრებაში დიდი ხნის ნანატრი ცვლილებების დროა. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებმა შეიძლება მეორე ნახევარი მეგობრების წრეში იპოვონ. ემოციები აკონტროლეთ, რომ უხეში ნათქვამით გული არავის ატკინოთ. გახსოვდეთ, რომ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და მისი უკან წაღება შეუძლებელია.

მუშაობის დროს სირთულეები შეიძლება აჩქარების, შეუთანხმებლობის ან გადაჭარბებული პრეტენზიების გამო წარმოიშვას. მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯები, ამიტომ ფინანსურ საკითხებს უფრო ყურადღებით მიუდექით. კარგი იქნება თუ ამ დღეს ცხიმიან საკვებს და ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდებით.

თხის რქა

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობების ნამდვილი ფასი გაიგოთ, თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები გამოცადოთ და დარწმუნდეთ, რომ ცხოვრებაში სწორი გზა აირჩიეთ.

პარტნიორთან ურთიერთობაში არსებული ჰარმონიის მიუხედავად, შეეცადეთ საერთო საქმიანობა იპოვოთ. ეს პერიოდი აქტივობისკენ არ განაწყობს, თუმცა რამდენიმე საქმის დასრულება მაინც მოგიწევთ. შესაძლოა, დაგეგმილზე მეტი ფული დახარჯოთ, თუმცა ეს თქვენს ბიუჯეტს მნიშვნელოვნად არ დააზიანებს. იუპიტერისა და სატურნის კვინკონსი მიანიშნებს, რომ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ.

მერწყული

ეს დღე მნიშვნელოვან ფიზიკურ და სულიერ რესურსს მოითხოვს. ყველაფერს, რაც ახლა ხდება, ისე მიუდექით, როგორც თქვენი უნარებისა და შესაძლებლობების გამოცდას. რომანტიკული პაემანი სხვა დღისთვის გადადეთ - დღეს განმარტოება და დასვენება გჭირდებათ.

ამ დღეს უყურადღებობისა და შეცდომების ალბათობა მაღალია. მოზარდ შვილებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გაუგებრობა და გაუცხოება. შესაძლოა, დღეს რამდენიმე ახალი პროფესიული ნაცნობობა გააბათ, რომელიც მომავალში სასარგებლო აღმოჩნდება.

თევზები

საყვარელი ადამიანის სურვილებსა და საჭიროებებს ნუ დაივიწყებთ. თუ მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებთ, დროთა განმავლობაში თქვენს ურთიერთობას აუცილებლად ბზარი გაუჩნდება. პირად ინფორმაციას ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს ნუ გაანდობთ, რადგან ამ დღეს ჭორების გავრცელების რისკი არსებობს, რაც მომავალში დაგაზიანებთ.

ახლა სჯობს უფროსობისგან თავი შორს დაიჭიროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დამატებითი მოვალეობებით დაგტვირთავენ. მოერიდეთ გარემოს ნეგატიურ გავლენას - შენობა ხშირად გაანიავეთ, ჰაერის გამწმენდი შეიძინეთ ან დეკორატიული მცენარეები გაამრავლეთ.

 

 

 





მსგავსი სიახლეები
27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, უნეტარესი იოანე X საქართველოს სამღვდელოებასა და მრევლს უსამძიმრებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო
სურსათის ეროვნულმა სააგნეტომ გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა
დასრულდა გლობალური სამიტი, სადაც მიწვეული ვიყავი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ, ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება და სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს -თამარ ბაგრატიონი
26 მარტი გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა
26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
26 მარტის ამინდის პროგნოზი
,,გავაკეთებ ყველაფერს, რომ ვიყო თითოეული ფეხბურთელისთვის მაგალითი - როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ'' - ხვიჩა კვარაცხელია
ავერსი-ფარმასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"კარგით რა, ტელევიზიები მოეშვით პატრიარქის არჩევნებს. მოეშვით. უხერხულია''- დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე
ლაშა ჟვანია: 1990 წელს კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდეგ, სიონის ტაძარში პატრიარქმა თქვა რამდენიმე სიტყვა და თავისი გამოსვლა დააგვირგვინა ფრაზით: „ძალიან ახლოა ჩვენი ერის თავისუფლება“
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე - დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
მიხეილ ყაველაშვილი სიონის ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისსა და ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
ირაკლი კობახიძე სიონის ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
მართალი ადამიანის გარდაცვალებას თან სდევს ნუგეშიც და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულის, მთელი საქართველო დაიძრა ილია მეორისადმი მადლიერების გამოსახატად -მეუფე შიო მუჯირი
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო
სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა ვაშინგტონში თამარ მეფის სახელობის ქართულ ეკლესიას წმინდა გიორგის ხატი შესწირა
2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები გაორმაგდება -განათლების სამინისტრო
,,მსახურება სიონის ტაძარში 14:00 საათზე დაიწყება'' - საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს