იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს
ბიზნესსუბიექტებისთვის სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადის 1 აპრილს ამოწურვასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს.
ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.
„იმისათვის, რომ მონაცემების შესაბამისობაში მოსაყვანად ბიზნესსუბიექტებმა მაქსიმალურად შეძლონ დარჩენილი დღეების გამოყენება, შაბათს და კვირას, 28 და 29 მარტს, იუსტიციის სახლის 15 ფილიალი, 10:00 - 17:00 საათამდე მომხმარებელს სპეციალურ რეჟიმში მოემსახურება. სერვისი შაბათს და კვირას ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მასშტაბით ყველა მსხვილ ქალაქში: თბილისში მდებარე სამივე ფილიალში, ბათუმში მდებარე ორივე ფილიალში, ასევე რუსთავის, გორის, ბორჯომის,მარნეულის, ოზურგეთის, ფოთის, ქუთაისის, ხაშურის, ზუგდიდის და თელავის იუსტიციის სახლის ფილიალებში.
იმ ბიზნესსუბიექტებს, ვისაც ჯერ არ მოუყვანიათ მონაცემები კანონთან შესაბამისობაში, აქვთ შესაძლებლობა, დროულად ისარგებლონ შაბათს და კვირას შეთავაზებული სერვისით და თავიდან აიცილონ შეუსაბამობით გამოწვეული შედეგები.
სამუშაო გრაფიკსა და სხვა დამატებითი ინფორმაციის მიღება მომხმარებლებს იუსტიციის სახლისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფეისბუქ გვერდებზე ან სატელეფონო ცენტრის 2 405 405 საშუალებით შეუძლიათ.
განაცხადის წარდგენა ასევე შესაძლებელია დისტანციურად, პორტალზე - my.gov.ge.
მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა სავალდებულოა 2022 წლის პირველ იანვრამდე რეგისტრირებული შემდეგი საწარმოებისთვის: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი და უცხოური საწარმოს ფილიალი.
აღნიშნული ვალდებულება არ გააჩნიათ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
2025 წელს საქართველოში 22 285 ქორწინება და 13 173 განქორწინება დარეგისტრირდა -საქსტატი
საქართველოს რკინიგზა პირველი აპრილიდან ქუთაისი-საჩხერე-ქუთაისის მიმართულებით ელექტრომატარებელს ნიშნავს
იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს
ბათუმში დედის მიერ დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა
27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, უნეტარესი იოანე X საქართველოს სამღვდელოებასა და მრევლს უსამძიმრებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო
სურსათის ეროვნულმა სააგნეტომ გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა
დასრულდა გლობალური სამიტი, სადაც მიწვეული ვიყავი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ, ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება და სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს -თამარ ბაგრატიონი
26 მარტი გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა
26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
26 მარტის ამინდის პროგნოზი
,,გავაკეთებ ყველაფერს, რომ ვიყო თითოეული ფეხბურთელისთვის მაგალითი - როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ'' - ხვიჩა კვარაცხელია
ავერსი-ფარმასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"კარგით რა, ტელევიზიები მოეშვით პატრიარქის არჩევნებს. მოეშვით. უხერხულია''- დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე
ლაშა ჟვანია: 1990 წელს კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდეგ, სიონის ტაძარში პატრიარქმა თქვა რამდენიმე სიტყვა და თავისი გამოსვლა დააგვირგვინა ფრაზით: „ძალიან ახლოა ჩვენი ერის თავისუფლება“
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე - დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
მიხეილ ყაველაშვილი სიონის ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისსა და ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
ირაკლი კობახიძე სიონის ტაძარში ავტოკეფალიის აღდგენის დღისადმი მიძღვნილ პარაკლისს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო
მართალი ადამიანის გარდაცვალებას თან სდევს ნუგეშიც და მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულის, მთელი საქართველო დაიძრა ილია მეორისადმი მადლიერების გამოსახატად -მეუფე შიო მუჯირი
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მიიღო