გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „საერთაშორისო თანამშრომლობა არჩევნების ადმინისტრირებაში - ციფრული ინოვაცია, შესაძლებლობების განვითარება და ინსტიტუციური სწავლება", საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებაზე ისაუბრა.
საერთაშორისო კონფერენცია სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით ერევანში გაიმართა და მასში საარჩევნო ორგანოების მსოფლიო ასოციაციის (A-WEB) აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნების, ასევე სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. კონფერენციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციიდან ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და წევრები გიორგი ძაგანია და არჩილ ანასაშვილი დაესწრნენ. მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიაში სესიაზე „შესაძლებლობების განვითარება და ინსტიტუციური თანამშრომლობა", სადაც გიორგი კალანდარიშვილმა, როგორც მთავარმა მომხსენებელმა, პრეზენტაცია წარადგინა და საარჩევნო სისტემების გაძლიერებაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.
კონფერენციის მონაწილეებმა ასევე განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი. მათ შორის, კონფერენციის ერთ-ერთი სესია დაეთმო ციფრულ ტრანსფორმაციას არჩევნების ადმინისტრირებაში. განიხილეს ის ციფრული ინსტრუმენტები და ტექნოლოგიური საშუალებები, რომლებიც მონაწილე ქვეყნებმა დანერგეს საარჩევნო სისტემებში, ისაუბრეს მათი გამოყენების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები სომხეთში დაგეგმილი არჩევნების სამზადისსაც გაეცნენ. სომხეთის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებისგან მიიღეს ინფორმაცია და განიხილეს არჩევნების ადმინისტრირების საკითხები.
საქართველოს ცესკოს დელეგაციამ შეხვედრები ამავდროულად გამართა სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციების წინაშე არსებული გამოწვევები, საჭიროებები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საერთაშორისო კონფერენცია ერევანში 25 მარტს გაიმართა.
მსგავსი სიახლეები
გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე: გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას და აქვს ძლიერი მაჩვენებლები, რითიც მსოფლიოში მდგრადობით გამოვირჩევით
"ქართული ოცნება" სასამართლოს იარაღად იყენებს, რათა გააჩუმოს ყველა, ვინც მათ ძალაუფლებას ეჭვქვეშ აყენებს -ჰელსინკის კომისია
ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება-მარიამ ქვრივიშვილი
საქართველო 13 აპრილიდან ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
შეტევები, მუქარები გრძელდება, უნდათ, რომ არსებობდეს მხოლოდ ისეთი ტელევიზია, რაც მათ აწყობთ, რაც მათთვის არის მისაღები, ის რომ გაშუქდეს -კახა კალაძე
პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შესაძლო შეზღუდვით დიდი ბრიტანეთი იმავეს აკეთებს, რასაც ჩვენ, მათთვისაც მნიშვნელოვანია, შიდა პოლიტიკაში არავინ ჩაერიოს -კახა კალაძე
ციხეში არავის წასვლა არ მიხარია, ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა და გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ -კახა კალაძე
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში "ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის" პრეზიდენტს, "ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტსა და მათ დელეგაციას შეხვდა
პრემიერი - ოპოზიციის ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში
,,დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული
,,საქართველოში შეუძლებელია, რომ სიძულვილმა გაიმარჯვოს და ეს დღეები იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება''- პრემიერი
,,ამერიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის ამ 34 წლის თავზე, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ურთიერთობის იმ დონით, რომელიც ჩვენ გვაქვს'- ნიკოლოზ სამხარაძე
გურამ მაჭარაშვილი: რუსული ნავთობი საქართველოში რუსულად ლაპარაკობს და ევროპაში რომ შედის, მერე ინგლისურს სწავლობს? ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის
,,საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული, დასავლურ პრაქტიკას არ ვიყენებთ''- მარია ზახაროვა
,,ის, რაც ამათ [რადიკალებმა] გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა''- თამარ ჩიბურდანიძე
თენგიზ შარმანაშვილი: წარმოუდგენელია, რომ უკრაინელებს კიდევ სჯერათ, რომ ევრობიუროკრატები მათ ინტერესებს საკუთარ ინტერესებში გაცვლიან
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღვნიშნავთ, ეს ფასდაუდებელი მონაპოვარი ნათლად მოწმობს ილია მეორის ეპოქალურ მემკვიდრეობას -ირაკლი კობახიძე
მჯერა, ჩვენი მოსახლეობა შეასრულებს პატრიარქის დანაბარებს და ვიცხოვრებთ სიყვარულით, საკუთარ საქმეს გავაკეთებთ სიმშვიდით და აუღელვებლად -კახა კალაძე