საქართველოში მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნა

საქართველოს მიწის ფონდის შესახებ მონაცემების შეგროვება, დამუშავება და სისტემატიზაცია 20-წლიანი ინტერვალის შემდგომ შესაძლებელი გახდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ერთიანი ძალისხმევით, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.

„მიწის ფონდის ერთიანი ბაზა მოიცავს ორ მიმართულებას: სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ მონაცემებს. სასოფლო-სამეურნეო მიწები გაყოფილია ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურებით დაფარულ ფართობებად. რაც შეეხება არასასოფლო-სამეურნეო ნაწილს, აქ მონაცემები წარმოდგენილია მრავალი მიმართულებით: ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, წყლის ფონდის, მყინვარების, ტბების, ურბანული ტერიტორიების შესახებ და სხვა. მოცემულია საქართველოს მიწის ფონდის სრული სურათი დანიშნულებისა და კატეგორიის მიხედვით", - განაცხადა მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ.

მისი თქმით, იმ პერიოდში, როცა არ არსებობდა მიწის მონაცემთა ერთიანი ბაზა, სახელმწიფო ეყრდნობოდა საჯარო რეესტრის მონაცემებს რეგისტრირებული მიწების შესახებ, სტატისტიკის მონაცემებს, რომლებიც ხშირად ზეპირ გამოკითხვებს ეფუძნებოდა.

„ეს მონაცემები გაფანტული და ფრაგმენტული იყო. დღეს მიწის ფონდის ერთიანი ბაზა თავს უყრის სამინისტროს, საჯარო რეესტრისა და სხვა უწყებების, და რაც მთავარია, სააგენტოს მიერ დამუშავებულ მონაცემებს - გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას, რომელიც მუშაობას გაუადვილებს ყველას, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორს", - განაცხადა მიშელაძემ.

მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე - https://land.gov.ge/Ge/Services/Database, ხოლო საქართველოს მიწათსარგებლობისა და მიწათდაფარულობის ინტერაქტიული რუკა განთავსებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გეოგრაფიულ საინფორმაციო პორტალზე - https://portal.mepa.gov.ge/Ge/user/map/34.

 

 





მსგავსი სიახლეები
გიორგი გამსახურდია: მინდა, გამოვეხმაურო საპატრიარქოში განხეთქილების შეტანის მოსურვეებს ე.წ. ოპოზიციაში, მათ წუხილებს ანდერძზე და ა.შ.
საქართველოში მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნა
ილჰამ ალიევი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია და ილია მეორის გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
2025 წელს საქართველოში 22 285 ქორწინება და 13 173 განქორწინება დარეგისტრირდა -საქსტატი
საქართველოს რკინიგზა პირველი აპრილიდან ქუთაისი-საჩხერე-ქუთაისის მიმართულებით ელექტრომატარებელს ნიშნავს
იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს
ბათუმში დედის მიერ დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა
27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, უნეტარესი იოანე X საქართველოს სამღვდელოებასა და მრევლს უსამძიმრებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო
სურსათის ეროვნულმა სააგნეტომ გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა
დასრულდა გლობალური სამიტი, სადაც მიწვეული ვიყავი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ, ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება და სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს -თამარ ბაგრატიონი
26 მარტი გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა
26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
26 მარტის ამინდის პროგნოზი
,,გავაკეთებ ყველაფერს, რომ ვიყო თითოეული ფეხბურთელისთვის მაგალითი - როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ'' - ხვიჩა კვარაცხელია
ავერსი-ფარმასა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
"კარგით რა, ტელევიზიები მოეშვით პატრიარქის არჩევნებს. მოეშვით. უხერხულია''- დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძე
ლაშა ჟვანია: 1990 წელს კონსტანტინოპოლიდან დაბრუნების შემდეგ, სიონის ტაძარში პატრიარქმა თქვა რამდენიმე სიტყვა და თავისი გამოსვლა დააგვირგვინა ფრაზით: „ძალიან ახლოა ჩვენი ერის თავისუფლება“
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე - დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
მიხეილ ყაველაშვილი სიონის ტაძარში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებულ პარაკლისსა და ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო