შალვა პაპუაშვილი:სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტს შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა, ეხებოდა ორმხრივი ურთიერთობების ნამდვილ საკითხებს და არა გამოგონილ თემებს

მივესალმები, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს წარმომადგენლის ვიზიტს შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა, ეხებოდა ორმხრივი ურთიერთობების ნამდვილ საკითხებს და არა გამოგონილ თემებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, წინა ადმინისტრაციის დროს რეალური თანამშრომლობის საკითხები გვერდზე იყო გაწეული, თანამშრომლობის ტესტად იყო აღებული გამოგონილი იდეოლოგიების მიმართ ერთგულება.

„წინა ადმინისტრაციის დროს იყო თითქოს გენდერული იდენტობის საკითხებია მთავარი, რაც ქართველ და ამერიკელ ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს, თითქოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა დგას იმაზე, აღიარებს თუ არა საქართველო კაცს ქალად და ქალს - კაცად. წინა ადმინისტრაციას ამ დონეზე ჰქონდა დაყენებული საკითხი და, სამწუხაროდ, ბრიუსელსაც ამ დონეზე აქვს დაყენებული. რეალური თანამშრომლობის საკითხები გვერდზე იყო გაწეული, თანამშრომლობის ტესტად იყო აღებული გამოგონილი იდეოლოგიების მიმართ ერთგულება. მივესალმები, რომ ასე საქმიანად და შინაარსობრივად უყურებენ. ნახეთ, ეს ვიზიტი ეკონომიკურ საკითხებს ეხებოდა და იმ ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა ორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება და არა რაღაც გამოგონილ ყალბ, ცრუ რაღაც იდეალებზე, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობს. ამ ყველაფერს იგონებენ იმისთვის, რომ პატარა ქვეყნებს თავს მოახვიონ და დაიმორჩილონ. იმედით ვუყურებთ, მათ შორის, ამ ვიზიტის შედეგსაც. მეორე მხრივ, ჩვენ უფრო მაღალ ტემპს ვისურვებდით სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების გზაზე. ყოველ შემთხვევაში, ამისკენ მოწადინებულები ვართ. დანარჩენი ყველაფერი ამერიკის ადმინისტრაციის ხელშია", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 





მსგავსი სიახლეები
ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს ეკლესია უმაგრებს, ვერ გაკონტროლდება, მასზე გავლენა ვერ ექნებათ, ამიტომ, წლებია, ეს ეკლესიას თავს ესხმიან -გიორგი გაბუნია
შალვა პაპუაშვილი:სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტს შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა, ეხებოდა ორმხრივი ურთიერთობების ნამდვილ საკითხებს და არა გამოგონილ თემებს
გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე: გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას და აქვს ძლიერი მაჩვენებლები, რითიც მსოფლიოში მდგრადობით გამოვირჩევით
"ქართული ოცნება" სასამართლოს იარაღად იყენებს, რათა გააჩუმოს ყველა, ვინც მათ ძალაუფლებას ეჭვქვეშ აყენებს -ჰელსინკის კომისია
ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება-მარიამ ქვრივიშვილი
საქართველო 13 აპრილიდან ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
შეტევები, მუქარები გრძელდება, უნდათ, რომ არსებობდეს მხოლოდ ისეთი ტელევიზია, რაც მათ აწყობთ, რაც მათთვის არის მისაღები, ის რომ გაშუქდეს -კახა კალაძე
პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შესაძლო შეზღუდვით დიდი ბრიტანეთი იმავეს აკეთებს, რასაც ჩვენ, მათთვისაც მნიშვნელოვანია, შიდა პოლიტიკაში არავინ ჩაერიოს -კახა კალაძე
ციხეში არავის წასვლა არ მიხარია, ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა და გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ -კახა კალაძე
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში "ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის" პრეზიდენტს, "ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტსა და მათ დელეგაციას შეხვდა
პრემიერი - ოპოზიციის ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში
,,დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული
,,საქართველოში შეუძლებელია, რომ სიძულვილმა გაიმარჯვოს და ეს დღეები იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება''- პრემიერი
,,ამერიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის ამ 34 წლის თავზე, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ურთიერთობის იმ დონით, რომელიც ჩვენ გვაქვს'- ნიკოლოზ სამხარაძე
გურამ მაჭარაშვილი: რუსული ნავთობი საქართველოში რუსულად ლაპარაკობს და ევროპაში რომ შედის, მერე ინგლისურს სწავლობს? ეს უკვე ორმაგი სტანდარტიც აღარ არის
,,საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს ბუნებრივი ხასიათი აქვს და არა ხელოვნურად თავსმოხვეული, დასავლურ პრაქტიკას არ ვიყენებთ''- მარია ზახაროვა
,,ის, რაც ამათ [რადიკალებმა] გამოავლინეს დღეს, სხვა სიტყვას ვერ ვიხმარ, მაპატიეთ, ეს არის ქაჯობა''- თამარ ჩიბურდანიძე
თენგიზ შარმანაშვილი: წარმოუდგენელია, რომ უკრაინელებს კიდევ სჯერათ, რომ ევრობიუროკრატები მათ ინტერესებს საკუთარ ინტერესებში გაცვლიან