უკრაინული მედია - ევროკავშირის საექსპერტო ჯგუფი კიევში იმყოფება და უკრაინის მხრიდან ნებართვას ელოდება, რათა „დრუჟბის“ დაზიანებული მილსადენი შეამოწმონ

 

ევროკავშირის საექსპერტო ჯგუფი კიევში იმყოფება და უკრაინის მხრიდან ნებართვას ელოდება, რათა „დრუჟბის" დაზიანებული მილსადენი შეამოწმონ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, კიევში ჩასვლის შემდეგ  ექსპერტები ვერ ახერხებენ დაზიანებულ ადგილამდე მისვლას, რადგან უკრაინას ჯერჯერობით საჭირო ნებართვა არ გაუცია.

ექსპერტების მიზანია, შეაფასონ სარემონტო სამუშაოების მასშტაბი და ღირებულება.

ცნობისთვის, მანამდე ევროკავშირმა უკრაინას შესთავაზა ნავთობსადენ „დრუჟბის" შეკეთების დაფინანსება, რათა კვლავ აღდგეს რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში, რასაც კიევი დათანხმდა. „დრუჟბის" შეკეთების დაფინანსების გარდა, ევროკავშირმა უკრაინას ტექნიკური დახმარებაც შესთავაზა.

ცნობისთვის, სლოვაკეთსა და უნგრეთს ნავთობი უკრაინის გავლით, ნავთობსადენ „დრუჟბით" 27 იანვრის შემდეგ აღარ მიეწოდებათ. უკრაინული მხარის განცხადებით, მილსადენი რუსული იერიშის შედეგად დაზიანდა, უნგრეთი კი აცხადებს, რომ კიევმა ის გამიზნულად დააზიანა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,აშშ და ისრაელი ორ ბირთვულ ობიექტს დაესხნენ თავს- რადიოაქტიური მასალის გავრცელება არ მომხდარა''- ირანული მედია
ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ რეგიონში აშშ-თან და ისრაელთან დაკავშირებული ინდუსტრიების თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ სამუშაო ადგილები დაუყოვნებლივ დატოვონ
ირანთან ომის პერიოდში 300-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა - ABC News
უკრაინული მედია - ევროკავშირის საექსპერტო ჯგუფი კიევში იმყოფება და უკრაინის მხრიდან ნებართვას ელოდება, რათა „დრუჟბის“ დაზიანებული მილსადენი შეამოწმონ
ირანის სულიერი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი ჯანმრთელია და ქვეყნის მართვას განაგრძობს -გაერო-ში ირანის ელჩი
ვლადიმერ პუტინი - რუსეთსა და ევროპულ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კრიზისშია, თუმცა ეს ჩვენი ბრალი არ არის
ირანის ქალაქ ყუმის დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა
საუდის არაბეთი აშშ-ს მოუწოდებს, გააძლიეროს ირანზე იერიშები -"გარდიანი"
ბრიტანეთი აშშ-ს ავიამზიდების გაგზავნას სთავაზობდა, როცა ომი დასრულებული იყო, მე ვუთხარი, რომ არ გვჭირდება, ბრიტანული ავიამზიდები სათამაშოებია ჩვენს ავიამზიდებთან შედარებით -დონალდ ტრამპი
ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეწონილია, უმჯობესია, გვქონდეს საკითხების განხილვის საშუალება, ვიდრე სრულად გავწყვიტოთ ურთიერთობა -მარკ რუტე
პენტაგონი ირანთან ომში გამანადგურებელი "საბოლოო დარტყმისთვის" ემზადება - Axios
ნატო-ს ქვეყნებს არაფერი გაუკეთებიათ, რომ დაგვხმარებოდნენ ირანთან დაკავშირებით, აშშ-ს ნატო-სგან არაფერი სჭირდება, მაგრამ არასოდეს დაივიწყოთ ეს მნიშვნელოვანი მომენტი -დონალდ ტრამპი
"თავისუფლების მხარდამჭერი ადამიანები დამწუხრებულები არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მიერ ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდაჭერით" -ჯო უილსონი
პენტაგონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო ჯარებს განალაგებენ
ირანის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ თეირანი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება
პენტაგონს თავდაცვის წარმოება „საომარი მდგომარეობის პირობაზე“ გადაჰყავს
ერდოღანი: მსოფლიო ისრაელის ომის საფასურს იხდის, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ზომების მიღებაა საჭირო
რუსეთმა ლვოვის რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანა, თავდასხმის შედეგად დაშავდა 13 ადამიანი
„პირველად მესმის სამთავრობო კვარტალში შესაძლო პროვოკაციების შესახებ''- ალექსეი გონჩარენკო
მარტა კოსი: უკრაინის მისწრაფება, შეუერთდეს ევროკავშირს 2027 წლის 1-ლი იანვრისთვის, შეუძლებელი იქნება