პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 მარტს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2026 წლის 24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის გარდაცვალების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხვის დროს, არასრულწლოვანმა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.
დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით სასამართლოში, განხორციელებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც ბრალდებულს ბრალი ედება მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
ლევან იოსელიანი: საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ პაატა მანჯგალაძემ ჩაიდინა ძალადობის ორგანიზება ან იყო ამ დანაშაულის თანამონაწილე
დუშეთში მომხდარი მკვლელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი „ცხელ კვალზე“ დააკავეს
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტებზე ცხრა პირს ბრალდება წარედგინა
საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკავა და პასუხისგებაში მისცა 30 პირი
კახეთში პოლიციამ ორსული მეუღლის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის ერთი პირი დააკავა
აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული უკრაინის ოთხი მოქალაქე დააკავა-ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ალეკო ელისაშვილი: უარს ვამბობ გასათავისუფლებელ პატიმართა სიაში ჩემს ჩაწერაზე, მოვუწოდებ ყველას, ქართველს თუ უცხოელს, არ განმიხილოთ პოლიტიკური პატიმრების არანაირ სიაში
სასამართლომ ელენე ხოშტარიას წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სკოლებში გავრცელდა – დაკავებულს 7 წლამდე ციხე ემუქრება
სუს-მა სამების ტაძრის "დანაღმვის" შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი არასრულწლოვანი გამოავლინა
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევა
აჭარის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის 2 მოქალაქე დააკავა