დეკანოზი ანდრია: კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ყველასთვის არის საყურადღებო- ეს არის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება

 

კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის არის საყურადღებო, რომ ეს რის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. დანარჩენი ყველაფერი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი, - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მან ისაუბრა პატრიარქის დაწერილ ანდერძზე, რომელიც უწმინდესმა 9 წლის წინ გამოაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა, როდესაც ის იყო საკმაოდ აქტიური და ქმედითუნარიანი ძალიან ბევრი მიმართულებით, 8 წლის წინ დაასახელა მისი მოსაყდრე.

დასახელების გარემოებები ზუსტად მახსოვს. ეს იყო პერიოდი, როდესაც ეკლესიაში იყო ძალიან დიდი ვნებათაღელვა და იმ პერიოდში საკითხი ეხებოდა, სად ინახებოდა პატრიარქის ანდერძი მოსაყდრის შესახებ და რა ეწერა იქ.

პატრიარქმა როდესაც გადაწყვიტა მეუფე შიოს დასახელება მოსაყდრედ, აქ, ვიწრო წრეში განაცხადა, რომ მან ეს გააკეთა იმისთვის, რომ შეწყდეს მსჯელობა ამ თემაზე. რომ დაფარული ანდერძი შესაძლოა, საზოგადოებაში ქმნიდეს გარკვეულ შფოთს. მან თქვა, რომ დაფარულ ანდერძში რაც უნდა ყოფილიყო, ადგა და განუცხადა საზოგადოებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მოყოლებული 2017 წლის 23 ნოემბრიდან, როდესაც მან თქვა, რომ წმინდა გიორგიმ ინება, დღეს ჩვენ გვყოლოდა მოსაყდრე, თითქმის, 8 წელზე მეტი გავიდა, მე-9 წელი არის და მეუფე შიო ზედმიწევნით ასრულებდა კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევას და წარმართავდა მის საქმეებს საპატრიარქოში.

საქმე იმაშია, რომ ყველა მღვდელმთავარი საქართველოში არის კათოლიკოს-პატრიარქის ხელდასხმული და მის პერიოდში მოღვაწე. მის პერიოდში ჩამოყალიბდა მათი სასულიერო გზა. ამიტომ, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ამ მხრივ ყველასთვის არის საყურადღებო, რომ ეს რის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება. დანარჩენი ყველაფერი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს წმინდა სინოდი, ყველა მისი მონაწილე", - აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ანდრია ჯაღმაიძე - სასურველია, პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ ისეთი ხასიათი არ მიიღოს, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს
28 მარტის ამინდის პროგნოზი
დეკანოზი ანდრია: კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ყველასთვის არის საყურადღებო- ეს არის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება
საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
გიორგი გამსახურდია: მინდა, გამოვეხმაურო საპატრიარქოში განხეთქილების შეტანის მოსურვეებს ე.წ. ოპოზიციაში, მათ წუხილებს ანდერძზე და ა.შ.
საქართველოში მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნა
ილჰამ ალიევი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია და ილია მეორის გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
2025 წელს საქართველოში 22 285 ქორწინება და 13 173 განქორწინება დარეგისტრირდა -საქსტატი
საქართველოს რკინიგზა პირველი აპრილიდან ქუთაისი-საჩხერე-ქუთაისის მიმართულებით ელექტრომატარებელს ნიშნავს
იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს
ბათუმში დედის მიერ დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა
27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, უნეტარესი იოანე X საქართველოს სამღვდელოებასა და მრევლს უსამძიმრებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო
სურსათის ეროვნულმა სააგნეტომ გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა
დასრულდა გლობალური სამიტი, სადაც მიწვეული ვიყავი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ, ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება და სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს -თამარ ბაგრატიონი
26 მარტი გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა
26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
26 მარტის ამინდის პროგნოზი
,,გავაკეთებ ყველაფერს, რომ ვიყო თითოეული ფეხბურთელისთვის მაგალითი - როგორც მოედანზე, ისე მოედნის გარეთ'' - ხვიჩა კვარაცხელია