ლევან იოსელიანი: საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ პაატა მანჯგალაძემ ჩაიდინა ძალადობის ორგანიზება ან იყო ამ დანაშაულის თანამონაწილე
ძალიან ბევრი კომენტარი მოვისმინე, რომელიც არის ზოგადი, პოლიტიკური, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სამართლებრივ ნაწილს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, გამოკვლეული იყოს ყველა მტკიცებულება და სასამართლომ განაჩენი ისე გამოიტანოს.
„ძალიან ბევრი კომენტარი მოვისმინე, რომელიც არის ზოგადი, პოლიტიკური, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სამართლებრივ ნაწილს. არის თუ არა პაატა მანჯგალაძე ძალადობის ორგანიზატორი და ამ ორგანიზების მტკიცებულებები არსებობს თუ არა საქმეში, ეს არის მთავარი. შეიძლება, ვიღაცას მოსწონს პაატა, ან არ მოსწონს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. იმ „ამიკუსში", რომელიც მე წარვადგინე სასამართლოში, წერია ასეთი რამ - საქმე რომელიც შევისწავლეთ, მტკიცებულებები, რომლებიც საქმეში დევს, არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ პაატა მანჯგალაძემ ჩაიდინა ძალადობის ორგანიზება, იყო ამ დანაშაულის თანამონაწილე. ასეთი მტკიცებულება ვერ ვნახეთ საქმეში და იმიტომ ვთქვით, რომ სასამართლომ ამას უნდა მიაქციოს ყურადღება.
ჩვენი აზრით, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება მას არ ჩაუდენია. სასამართლო რა დასკვნამდე მივა, არ მინდა ამაზე წინასწარ საუბარი და არ არის ჩემთვის ცნობილი. თუმცა, მნიშვნელოვანია, ყველა მტკიცებულება შეფასდეს, ყველა მტკიცებულება იყოს გამოკვლეული და ამაზე დადგეს განაჩენი. ეს არის მძიმე მუხლი, ადამიანს ემუქრება ცხრა წლამდე პატიმრობა და მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შემთხვევაში და არა მარტო ამ შემთხვევაში, ყველა სხვა შემთხვევაში მტკიცებულებით იყოს გამყარებული განაჩენი", - განაცხადა იოსელიანმა.
მსგავსი სიახლეები
,,სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, დაკავებულია ორი პირი''- შსს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
ლევან იოსელიანი: საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ პაატა მანჯგალაძემ ჩაიდინა ძალადობის ორგანიზება ან იყო ამ დანაშაულის თანამონაწილე
დუშეთში მომხდარი მკვლელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი „ცხელ კვალზე“ დააკავეს
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტებზე ცხრა პირს ბრალდება წარედგინა
საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკავა და პასუხისგებაში მისცა 30 პირი
კახეთში პოლიციამ ორსული მეუღლის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის ერთი პირი დააკავა
აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული უკრაინის ოთხი მოქალაქე დააკავა-ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ალეკო ელისაშვილი: უარს ვამბობ გასათავისუფლებელ პატიმართა სიაში ჩემს ჩაწერაზე, მოვუწოდებ ყველას, ქართველს თუ უცხოელს, არ განმიხილოთ პოლიტიკური პატიმრების არანაირ სიაში
სასამართლომ ელენე ხოშტარიას წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სკოლებში გავრცელდა – დაკავებულს 7 წლამდე ციხე ემუქრება
სუს-მა სამების ტაძრის "დანაღმვის" შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი არასრულწლოვანი გამოავლინა
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევა