ირანი ახლო აღმოსავლეთში ომის შეჩერების ბოლოდროინდელ დიპლომატიურ მცდელობებთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი -აბას არაღჩი
ირანი ახლო აღმოსავლეთში ომის შეჩერების ბოლოდროინდელ დიპლომატიურ მცდელობებთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ თურქ კოლეგას, ჰაკან ფიდანს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა.
„ესოშიეთიდ პრესის" ინფორმაციით, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბრის დროს არაღჩიმ აშშ „უსაფუძვლო მოთხოვნების წაყენებასა და წინააღმდეგობრივ ქმედებებში" დაადანაშაულა, რამაც, მისივე თქმით, შეთანხმების პერსპექტივასთან დაკავშირებით ეჭვები გააჩინა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა ირანული მხარის „გაზრდილი პესიმიზმი" გამოიწვია. თუმცა აბას არაღჩის არ უთქვამს, კონკრეტულად რა ნაბიჯებზე იყო საუბარი.
მედიის ინფორმაციით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა არაღჩის განუცხადა, რომ თეირანის მხრიდან პესიმიზმი გასაგებია იმ ფონზე, როდესაც ირანი მოლაპარაკებების მიმდინარეობის დროს თავდასხმისა და აგრესიის სამიზნედ ორჯერ იქცა.
მსგავსი სიახლეები
ნიკოლ ფაშინიანი - მალე რუსეთში წავალ, ჩვენ კავშირებს ვინარჩუნებთ
ირანის ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა
საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა
რადოსლავ სიკორსკი - ყველა, ვინც ვიქტორ ორბანს მხარს უჭერს, მოსკოვს ეხმარება
ირანი ახლო აღმოსავლეთში ომის შეჩერების ბოლოდროინდელ დიპლომატიურ მცდელობებთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი -აბას არაღჩი
ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
რუსეთი ბენზინის ექსპორტს კრძალავს
ირანის ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა -ირანის ატომური ენერგიის სააგენტო
მარკო რუბიომ და კაია კალასმა "დიდი შვიდეულის" შეხვედრაზე რუსეთის საკითხთან დაკავშირებით იკამათეს
ფრიდრიხ მერცი: არ ვარ დარწმუნებული, რასაც ისრაელი და აშშ აკეთებენ, რეალურად წარმატებამდე მიგვიყვანს
უნდა გახსნან "ტრამპის სრუტე", ვგულისხმობ, ჰორმუზის სრუტეს, ირანი ოდესღაც ძლიერი ქვეყანა იყო, მაგრამ აღარ არის, იქ კიდევ 3 554 სამიზნეზეა დასარტყმელი, ეს სწრაფად გაკეთდება -დონალდ ტრამპი
,,აშშ და ისრაელი ორ ბირთვულ ობიექტს დაესხნენ თავს- რადიოაქტიური მასალის გავრცელება არ მომხდარა''- ირანული მედია
ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ რეგიონში აშშ-თან და ისრაელთან დაკავშირებული ინდუსტრიების თანამშრომლებს აფრთხილებს, რომ სამუშაო ადგილები დაუყოვნებლივ დატოვონ
ირანთან ომის პერიოდში 300-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა - ABC News
უკრაინული მედია - ევროკავშირის საექსპერტო ჯგუფი კიევში იმყოფება და უკრაინის მხრიდან ნებართვას ელოდება, რათა „დრუჟბის“ დაზიანებული მილსადენი შეამოწმონ
ირანის სულიერი ლიდერი მოჯტაბა ხამენეი ჯანმრთელია და ქვეყნის მართვას განაგრძობს -გაერო-ში ირანის ელჩი
ვლადიმერ პუტინი - რუსეთსა და ევროპულ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კრიზისშია, თუმცა ეს ჩვენი ბრალი არ არის
ირანის ქალაქ ყუმის დაბომბვის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა
საუდის არაბეთი აშშ-ს მოუწოდებს, გააძლიეროს ირანზე იერიშები -"გარდიანი"
ბრიტანეთი აშშ-ს ავიამზიდების გაგზავნას სთავაზობდა, როცა ომი დასრულებული იყო, მე ვუთხარი, რომ არ გვჭირდება, ბრიტანული ავიამზიდები სათამაშოებია ჩვენს ავიამზიდებთან შედარებით -დონალდ ტრამპი