The Telegraph: ტრამპი ნატოსთვის ახალი წესის "გადაიხადე თამაშისთვის" დანერგვას აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნატოს რეორგანიზაციის საკითხს განიხილავს, რათა დასაჯოს ის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ფინანსურ ვალდებულებებს არ ასრულებენ.
ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
ამერიკის პრეზიდენტი განიხილავს მოდელს „გადაიხადე თამაშისთვის", რომელიც მოკავშირეებს აუკრძალავს გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბლოკი ომში ჩაერთვება.
როგორც გამოცემა იუწყება, ეს ტრამპის ერთ-ერთი ვარიანტია მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა მისი მოწოდება ჰორმუზის სრუტის გასახსნელად საბრძოლო გემების გაგზავნის შესახებ უარყვეს.
როგორც პრეზიდენტთან დაახლოებული პირი გამოცემას უყვება, ტრამპი გასულ წელს პრეზიდენტის სავარძლის დაკავებისთანავე გერმანიიდან სამხედროების გაყვანის საკითხს განიხილავდა.
„იმედგაცრუება, რომელსაც ჩვენ განვიცდით ჩვენი ევროპელი მოკავშირეების გამო, ძალიან რეალურია", - განუცხადა The Telegraph-ს წყარომ ტრამპის ადმინისტრაციიდან. „ქვეყანას, რომელიც 5%-ს არ იხდის, ნატოს სამომავლო დაფინანსების საკითხის გადაწყვეტისას ხმის მიცემის უფლება არ უნდა ჰქონდეს".
დღესდღეობით ნატოს წევრი ყველა ქვეყანა მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 2%-ს ხარჯავს თავდაცვაზე. ეს ტრამპის მიერ დადგენილი ზღვარია.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ანკარაში წელს გასამართი სამიტის დროს ქვეყნების ლიდერებმა უნდა წარადგინონ გეგმა, თუ როგორ მიაღწევენ 5-პროცენტიან მაჩვენებელს.
The Telegraph-ის ინფორმაციით, ტრამპის გეგმის თანახმად, ნატოს შემადგენლობაში შემავალ იმ ქვეყნებს, რომლებიც დასახულ გეგმას არ შეასრულებენ, ალიანსის გაფართოების შესახებ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთმევათ. მათ აგრეთვე არ ექნებათ უფლება მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილებაში, რომელიც ნატოს მეხუთე მუხლის ამოქმედებას შეეხება.
„თუ არ იხდით, არ უნდა იღებდეთ მონაწილეობას კენჭისყრაში, რომელიც თანხის ხარჯვას ეხება", - ციტირებს გამოცემა წყაროს.
„უნდა დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ რა არის საფრთხე და რა უნდა გააკეთოს ალიანსმა. უნდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ ის, რაც ესპანეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ გააკეთეს, მიუღებელია".
მსგავსი სიახლეები
The Telegraph: ტრამპი ნატოსთვის ახალი წესის "გადაიხადე თამაშისთვის" დანერგვას აპირებს
შეიძლება თუ არა ომი უახლოეს დღეებში დასრულდეს? რას მოსთხოვს ირანი ამერიკას სანაცვლოდ?-BBC
"პრეზიდენტის პასტორი: "დონალდ ტრამპს სულიერი ვალდებულება აქვს ირანის დასაბომბად"-The Daily Telegraph
"რას გულისხმობს რეალურად დონალდ ტრამპი აშშ-ისრაელის "გამარჯვებაში" ირანის წინააღმდეგ"-The Independent
"როგორ ვნებს დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ მიმართული ომი"- The Economist
"კრემლი და თეთრი სახლი პუტინისა და ტრამპის შეხვედრისათვის ემზადებიან: სამი მნიშვნელოვანი საკითხი ჯერჯერობით პასუხის გარეშე რჩება" -BBC
სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ახლო აღმოსავლეთში ამერიკის ჰეგემონიის ეპოქა დასრულდა - The Washington Post
ტატარსკის მკვლელობა, შესაძლოა, გაფრთხილება იყოს პრიგოჟინისთვის, კრემლის კრიტიკის გამო - ISW
"ჩვენ გვჭირდება გულწრფელი საუბარი "უცხოური აგენტების" შესახებ კანონზე"-openDemocracy
უკრაინელი სამხედროები, სავარაუდოდ, ბახმუტიდან კონტროლირებადი გასვლისთვის ემზადებიან - ISW
Politico - ვიქტორ ორბანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების დაბლოკვით იმუქრება
რუსები ნელ-ნელა ბახმუტის ირგვლივ მაგრდებიან-BBC