ისპაჰანის უბნებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად მოწამეობრივად დაიღუპა ჩვენი რამდენიმე ძვირფასი თანამემამულე, მათ შორის რამდენიმე წარმოშობით ქართველი ირანელი -ირანის ელჩი საქართველოში
დღეს, ძალზე სამწუხარო ამბავი შევიტყვეთ. ისპაჰანის საცხოვრებელ უბნებზე განხორციელებული უკანასკნელი თავდასხმების შედეგად მოწამეობრივად დაიღუპა ჩვენი რამდენიმე ძვირფასი თანამემამულე, მათ შორის რამდენიმე წარმოშობით ქართველი ირანელი, გვარად ხუციაშვილი, ონიკაშვილი და ასპანაშვილი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი სეიედ ალი მოჯანი.
მისი თქმით, უნდა გაიმართოს დაღუპული წარმოშობით ქართველი ირანელების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოში არსებულ რომელიმე ტაძარში ან მეჩეთში.
„რამდენიმე წუთის წინ ფერეიდუნშაჰრის, წარმოშობით ქართველი ირანელებით დასახლებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაიონის, გამგებელს ვესაუბრე. სამწუხაროდ, დღეს ძალზე სამწუხარო ამბავი შევიტყვეთ: ისპაჰანის საცხოვრებელ უბნებზე განხორციელებული უკანასკნელი თავდასხმების შედეგად მოწამეობრივად დაიღუპა ჩვენი რამდენიმე ძვირფასი თანამემამულე, მათ შორის რამდენიმე წარმოშობით ქართველი ირანელი, გვარად ხუციაშვილი, ონიკაშვილი და ასპანაშვილი.
ფერეიდუნშაჰრის გამგებელთან, ბატონ ჰამიდ რაჰიმიანთან საუბრისას, რომელიც თავადაც იქაურია, გამოვთქვი გულწრფელი სამძიმარი. მან მთხოვა, ქართველი ხალხისთვის გადამეცა თავისი გულწრფელი სამძიმარი.
ამ სამძიმრის გზავნილში ხაზგასმულია, რომ აუცილებლად უნდა გაიმართოს ამ უკანასკნელი მოვლენებისას დაღუპული წარმოშობით ქართველი ირანელების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. აღნიშნული ღონისძიების ჩატარება შესაძლებელია საქართველოში არსებულ რომელიმე ტაძარსა ან მეჩეთში, სადაც დასწრება შეეძლებათ დაინტერესებულ პირებსა და ყველას, ვისაც სურს თანაგრძნობისა და სოლიდარობის გამოხატვა.
ჩემი მხრივ, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი, გამოვხატავ სრულ მზაობას, ვითანამშრომლო ასეთი ღონისძიების გასამართად, ქართველი ხალხის ჩართულობითა და ხელშეწყობით. ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო პარასკევს, 3 აპრილს, 10-დან 16 საათამდე, მეგობრულ გარემოში უმასპინძლებს საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურს პატივი მიაგონ მოწამეობრივად დაღუპულთა ხსოვნას და გამოხატონ თანაგრძნობა და სოლიდარობა.
ამასთან დაკავშირებით ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში (ჭავჭავაძის 80) გაიხსნება სამძიმრის წიგნი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ დატოვონ ჩანაწერი.
აღნიშნული სამძიმრის წიგნი შემდეგ გაიგზავნება ფერეიდუნშაჰრის (წარმოშობით ქართველ ირანელთა მშობლიური კერა) მუზეუმში, სადაც ის დაცული იქნება, როგორც ორი ხალხის ისტორიული ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტი.
თქვენი მოსვლა იქნება ირანელი და ქართველი ხალხების მჭიდრო ისტორიული კავშირებისა და სოლიდარობის გამოხატულება", - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
ლაშა ტალახაძე: ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან
ისპაჰანის უბნებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად მოწამეობრივად დაიღუპა ჩვენი რამდენიმე ძვირფასი თანამემამულე, მათ შორის რამდენიმე წარმოშობით ქართველი ირანელი -ირანის ელჩი საქართველოში
ეკლესიაზე თავდასხმის მიზანი ავტორიტეტის დაზიანებაა, ყველაზე მიიტანენ შეტევას, ვისაც პატრიარქობის პერსპექტივა ექნება -ირაკლი ქადაგიშვილი
პაატა მანჯგალაძე ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს - ლევან მაჭავარიანი
,,ომი ირანში: ესკალაციის ახალი საფეხური''- ავთანდილ წულაძე
ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს ეკლესია უმაგრებს, ვერ გაკონტროლდება, მასზე გავლენა ვერ ექნებათ, ამიტომ, წლებია, ეს ეკლესიას თავს ესხმიან -გიორგი გაბუნია
შალვა პაპუაშვილი:სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტს შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა, ეხებოდა ორმხრივი ურთიერთობების ნამდვილ საკითხებს და არა გამოგონილ თემებს
გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე: გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას და აქვს ძლიერი მაჩვენებლები, რითიც მსოფლიოში მდგრადობით გამოვირჩევით
"ქართული ოცნება" სასამართლოს იარაღად იყენებს, რათა გააჩუმოს ყველა, ვინც მათ ძალაუფლებას ეჭვქვეშ აყენებს -ჰელსინკის კომისია
ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება-მარიამ ქვრივიშვილი
საქართველო 13 აპრილიდან ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
შეტევები, მუქარები გრძელდება, უნდათ, რომ არსებობდეს მხოლოდ ისეთი ტელევიზია, რაც მათ აწყობთ, რაც მათთვის არის მისაღები, ის რომ გაშუქდეს -კახა კალაძე
პოლიტიკური პარტიებისთვის უცხოური შემოწირულობების შესაძლო შეზღუდვით დიდი ბრიტანეთი იმავეს აკეთებს, რასაც ჩვენ, მათთვისაც მნიშვნელოვანია, შიდა პოლიტიკაში არავინ ჩაერიოს -კახა კალაძე
ციხეში არავის წასვლა არ მიხარია, ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა და გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ -კახა კალაძე
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში "ქალთა ჯანმრთელობის ინსტიტუტის" პრეზიდენტს, "ოჯახების მსოფლიო კონგრესის" პრეზიდენტსა და მათ დელეგაციას შეხვდა
პრემიერი - ოპოზიციის ადგილი სინამდვილეში იქ არის, სადაც დღეს არიან, ეს არის აუტსაიდერის პოზიცია არა მარტო პოლიტიკაში, არამედ საზოგადოებაში, ისინი არიან აუტსაიდერები ქართულ საზოგადოებაში
,,დამოუკიდებელი უნდა იყოს პატრიარქის არჩევის პროცესი და ეს ყველამ უნდა მიანდოს წმინდა სინოდს''- პრემიერი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული
,,საქართველოში შეუძლებელია, რომ სიძულვილმა გაიმარჯვოს და ეს დღეები იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება''- პრემიერი