დეკანოზი დავითი - სინოდის კრება სავარაუდოდ, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ ჩაინიშნებ
საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა მოხდება წმინდა სინოდის სხდომაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა კი მოხდება გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა, დეკანოზმა დავით ტატანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ პროცედურებში, ყველა წესის დაცვით, მონაწილეობას მიიღებენ წმინდა სინოდის წევრები.
„ამ განსაკუთრებულად მგრძნობიარე პერიოდში საზოგადოებას, და უფრო მეტად მორწმუნე მრევლს, დედაეკლესია მოგვიწოდებს მეტი ერთსულოვნებისკენ, მეტი ურთიერთპატივისცემისკენ. ქართველ ხალხს ეს რომ შეუძლია დადასტურდა უწმინდესის დაკრძალვისას, ქართველმა ხალხმა განსაკუთრებული ერთსულოვნება და განწყობა გამოხატა. დიდი მარხვის პერიოდია და ყველა მორწმუნესთვის ეს არის განსაკუთრებული მოკრძალების და ლოცვითი განწყობის პერიოდი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეკლესია მოუწოდებს მორწმუნეებს, აქცენტები სწორად გააკეთონ და განსაკუთრებული სიმშვიდე გამოიჩინონ", - განაცხადა დეკანოზმა.
მისი თქმით, პატრიარქის გამორჩევასთან დაკავშირებით წმინდა სინოდის კრება, სავარაუდოდ, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ ჩაინიშნება.
„კენჭისყრით სამი კანდიდატი გამოირჩევა. კრიტერიუმებია: არსებობს ასაკობრივი ზღვარი, ასევე გამორჩეულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი სასულიერო განათლება. ამ სამი კანდიდატიდან უკვე გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მოხდება სინოდის წევრების მიერ უშუალოდ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა", - განაცხადა დეკანოზმა დავითმა.
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ანდერძთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ დეკანოზმა დავითმა თქვა, რომ ცხრა წლის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა მოსაყდრედ მეუფე შიო გამოირჩია.
„ეს ბრძანება უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ თავისი ხელით ფურცელზე დაწერა და წმინდა გიორგის დღესასწაულზე ამბიონიდან თავად წაიკითხა. მან ასეთი სიტყვები დასძინა: „წმინდა გიორგიმ ინება, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჰყოლოდა მოსაყდრე". ამის მიზეზი, როგორც თავად უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა, იყო ის, რომ ანდერძთან დაკავშირებით ზედმეტი შეკითხვები და გაუგებრობა არ გაჩენილიყო", - აღნიშნა დეკანოზმა.
მსგავსი სიახლეები
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა
დეკანოზი დავითი - სინოდის კრება სავარაუდოდ, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ ჩაინიშნებ
29 მარტს სიონის ტაძარში მეუფე შიო წირვას აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება
28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ანდრია ჯაღმაიძე - სასურველია, პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ ისეთი ხასიათი არ მიიღოს, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს
28 მარტის ამინდის პროგნოზი
დეკანოზი ანდრია: კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გამორჩეული მოსაყდრე ყველასთვის არის საყურადღებო- ეს არის კათოლიკოს-პატრიარქის ნების გამოხატულება
საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
გიორგი გამსახურდია: მინდა, გამოვეხმაურო საპატრიარქოში განხეთქილების შეტანის მოსურვეებს ე.წ. ოპოზიციაში, მათ წუხილებს ანდერძზე და ა.შ.
საქართველოში მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზა შეიქმნა
ილჰამ ალიევი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია და ილია მეორის გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
2025 წელს საქართველოში 22 285 ქორწინება და 13 173 განქორწინება დარეგისტრირდა -საქსტატი
საქართველოს რკინიგზა პირველი აპრილიდან ქუთაისი-საჩხერე-ქუთაისის მიმართულებით ელექტრომატარებელს ნიშნავს
იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს
ბათუმში დედის მიერ დაშავებული ახალშობილი გარდაიცვალა
27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქი, უნეტარესი იოანე X საქართველოს სამღვდელოებასა და მრევლს უსამძიმრებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო
სურსათის ეროვნულმა სააგნეტომ გორში თევზპროდუქტების არალეგალური საწარმო გამოავლინა
დასრულდა გლობალური სამიტი, სადაც მიწვეული ვიყავი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ, ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება და სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს -თამარ ბაგრატიონი
26 მარტი გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა