WP: პენტაგონი ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება

 

პენტაგონი ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციების ჩასატარებლად ემზადება, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. ინფორმაციას The Washington Post-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, საუბარი არ არის სრულმასშტაბიან ომსა და ირანში შეჭრაზე. გეგმა სპეცრაზმისა და ქვეითი ნაწილების წერტილოვან იერიშებსა და რეიდებს ითვალისწინებს. პენტაგონში აღნიშნავენ, რომ ეს სცენარები თეთრ სახლში უკვე კვირებია მუშავდება. ასევე, ხაზს უსვამენ, რომ ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი ამერიკელი სამხედროებისთვის უდიდეს რისკებთანაა დაკავშირებული, რაშიც იგულისხმება ირანული დრონები, რაკეტები, საპასუხო ცეცხლი და თვითნაკეთი ბომბები.

WP-ის ცნობით, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება კუნძულ ხარკის აღება, რომელიც ირანისთვის სპარსეთის ყურეში ნავთობის უმნიშვნელოვანესი ჰაბია. ასევე საუბარია რეიდებზე ჰორმუზის სრუტის სანაპიროებზე, რათა განადგურდეს ის შეიარაღება, რომელიც საერთაშორისო ნაოსნობას საფრთხეს უქმნის. წყაროების პროგნოზით, ამ ამოცანების შესრულებას შესაძლოა რამდენიმე კვირიდან ორ თვემდე დასჭირდეს. ამასთან, ირანში ამერიკელი ჯარისკაცების შეყვანა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, როგორც ამერიკელ კონგრესმენებში, ისე ფართო საზოგადოებაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
ისრაელის მედია - ​ისრაელის პოლიციამ ორ უმაღლეს კათოლიკე სასულიერო პირს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ბზობის წირვის აღსანიშნავად მისვლაში ხელი შეუშალა
ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ მათი სამხედრო ძალები აშშ-ის სახმელეთო შეჭრას "ელოდებიან" - CNN
“ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში” აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებში, აშშ-თან დაკავშირებულ ალუმინის საწარმოებზე, თავდასხმა განხორციელდა
,,ღმერთი არ იღებს იმ ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს იწყებენ და რომელთა "ხელებიც სისხლიანია"- რომის პაპი
ჯეიჰუნ ბაირამოვი - აზერბაიჯანისა და ირანის ხალხები მეგობარი და მოძმე ხალხები არიან
ევროპაში, 12 ტონა KitKat-ის შოკოლადი მოიპარეს
ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო ჩავიდა
,,ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციის დაწყების დღიდან, 11 000-ზე მეტი სამიზნე დაიბომბა, 150-ზე მეტი ირანული გემი კი დაზიანდა ან განადგურდა''- აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
"დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის,"- ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი
ლიბანში, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, სამი ჟურნალისტი დაიღუპა
WP: პენტაგონი ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება
აშშ-ში ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის საწინააღმდეგო აქცია „არა მეფეებს“ გაიმართა
„ესოშიეთიდ პრესი“ - სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ნიკოლ ფაშინიანი - მალე რუსეთში წავალ, ჩვენ კავშირებს ვინარჩუნებთ
ირანის ბუშერის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმა განხორციელდა
საბერძნეთის სანაპიროსთან 22 მიგრანტი დაიღუპა
რადოსლავ სიკორსკი - ყველა, ვინც ვიქტორ ორბანს მხარს უჭერს, მოსკოვს ეხმარება
ირანი ახლო აღმოსავლეთში ომის შეჩერების ბოლოდროინდელ დიპლომატიურ მცდელობებთან დაკავშირებით სკეპტიკურად არის განწყობილი -აბას არაღჩი
ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
რუსეთი ბენზინის ექსპორტს კრძალავს