,,სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, დაკავებულია ორი პირი''- შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პოლიციამ 1983 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ზ.ჩ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, ხოლო 2001 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.დ. საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე დააკავა.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების ხელბარგისა და პირადი შემოწმებისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის, „კოკაინი", „ჰეროინი" და „მეთადონი".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 -ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები
,,სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, დაკავებულია ორი პირი''- შსს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
ლევან იოსელიანი: საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ პაატა მანჯგალაძემ ჩაიდინა ძალადობის ორგანიზება ან იყო ამ დანაშაულის თანამონაწილე
დუშეთში მომხდარი მკვლელობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი „ცხელ კვალზე“ დააკავეს
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ძალადობის მუქარით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩო ახალაიას ბრალდება წარუდგინა
16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტებზე ცხრა პირს ბრალდება წარედგინა
საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დააკავა და პასუხისგებაში მისცა 30 პირი
კახეთში პოლიციამ ორსული მეუღლის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულებისთვის ერთი პირი დააკავა
აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს
პოლიციამ ნარკოდანაშაულში ჯგუფურად ჩართული უკრაინის ოთხი მოქალაქე დააკავა-ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ალეკო ელისაშვილი: უარს ვამბობ გასათავისუფლებელ პატიმართა სიაში ჩემს ჩაწერაზე, მოვუწოდებ ყველას, ქართველს თუ უცხოელს, არ განმიხილოთ პოლიტიკური პატიმრების არანაირ სიაში
სასამართლომ ელენე ხოშტარიას წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
არასრულწლოვნის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სკოლებში გავრცელდა – დაკავებულს 7 წლამდე ციხე ემუქრება
სუს-მა სამების ტაძრის "დანაღმვის" შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი არასრულწლოვანი გამოავლინა
სამართალდამცველებმა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს
მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევა