გიგა ბოკერია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში: ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი
ივანიშვილმა ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი- განაცხადა „ფედერალისტების" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ „რადიო თავისუფლებასთან" გადაცემაში „პარასკევის საუბრები პოლიტიკაზე".
ის ელენე ხოშტარიას საკითხსაც ეხება და ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები სცილდება ერთი კონკრეტული ფიგურის პრობლემას და ფიქრობს, რომ ამ ყველაფერმა უკვე სისტემური ხასიათი მიიღო.
გადაცემაში ბოკერია საუბრობს, რომ ქვეყანა თავის ცივილიზაციურ სივრცეს შორდება და რუსეთთან პირისპირ რჩება, რაც უსაფრთხოების რისკს წარმოადგენს.
„ცალკეული პოლიტიკური ფიგურების ბედზე უფრო დიდი რამეც კი დგას სასწორზე. პოლიტიკური დევნაა ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურის, არა მარტო ელენესი, რომელიც ოპოზიციის ალიანსის წევრი და თანამოაზრეა, არამედ მიუღებელი პოლიტიკური ფიგურისაც კი უზარმაზარი პრობლემაა ქვეყნისთვის, მაგრამ ივანიშვილის რეჟიმი გაცდენილია ამ ზღვარსაც კი, ანუ არსებითად მან ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი, როცა უარი თქვა ჩვენ ბუნებრივ ცივილიზაციურ სივრცეში ყოფნაზე და მარტო დატოვების გზაზე დადგა ჩვენი ქვეყნისა რუსეთის პირისპირ. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, საფრთხის რისკის ქვეშ არის ყველა მოქალაქე სხვადასხვა ვითარებაში. ჩემი პერსონალურად რეაქცია ამაზე იყო, როცა ელაპარაკები ადამიანს, რომელიც პოლიტიკაში აქტიურად არ არის ჩართული, რომ აბსურდულობის საჩვენებლად, როგორ ისჯება, ნუ ჯერ ერთი რამდენი შემთხვევა გვქონდა ბანერების დაზიანების, როცა ეს ხელისუფლების ოპონენტებს ეხებოდა, ბანერების კი არა ოფისების დარბევის. ეს ბანერი ხვალ აღარ არის, გასაგებია, დაზიანებაა, მაგრამ როცა თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფებსაც გადასწვდნენ, დაურბიეს ოფისები და ზოგან იყო 100 კაციანი მივარდნები, "ნაციონალურ მოძრაობაში" რომ იყო ღამით.
ამაზე კიდევ უფრო შორს არის ათობით დოკუმენტირებული შემთხვევა ფიზიკური თავდასხმის, რომელიც ბუნებრივია ყველა გამოუძიებელია, ანუ, მათ შორის, ისეთები, სადაც ადამიანის სიცოცხლეს შეიძლება საფრთხე შეჰქმნოდა. ნიღბიანები რომ იყვნენ, ოღონდ ყველამ იცის ვინ იყვნენ, ჟურნალისტს რომ დაესხნენ თავს. ასეთი იყო უამრავი და კიდევ უფრო შორის წავალ პოლიტიკის მიღმა. საზოგადოებისთვის გასაგები რომ იყოს უტიფრობის ხარისხი, პედოფილიისთვის ბრალდებული ადამიანები უფრო მსუბუქ სასჯელს იღებენ ხშირად ამ რეჟიმის პირობებში, როცა ეპიდემია გვაქვს ყველა მონაცემებით ამ ამაზრზენი და შემზარავი დანაშაულის და შემთხვევები გვაქვს საპროცესო და ეგრევე გამოსვლისაც ან ძალიან მსუბუქი სასჯელის, ეს არის სურათი ხომ. ანუ, ეს არ არის პრობლემა ელენე ხოშტარიასი პერსონალურად, რომელიც ნამდვილად შეძლებს რომ გაუძლოს იმას, რომ თავისი პოლიტიკური მრწამსისთვის ციხეში ზის. ეს ყველამ ვიცით და მისი პოზიცია ამას ადასტურებს. ეს არის პრობლემა ყველა მოქალაქის, მათ შორის იმათი, ვინც ელენეს ან ჩვენ პოზიციას საერთოდ არ იზიარებს, როცა ასეთი რამე შესაძლებელი არის ქვეყანაში, ვისაც აქვს ძალაუფლება, როცა მას შეუძლია, რომ ესე მოიქცეს და ამასთან ერთად, როცა მას ეს ამოცანები აქვს, რომ საკუთარი საზოგადოების ნების გატეხა უნდა, დემორალიზება, ჩვენი ამოცანა, ოპოზიციის ალიანსის ამოცანა არის და მე გავრისკავდი ამ შემთხვევაში, ვიტყოდი, მათ შორის ვინც შეიძლება ჩვენ ამ ალიანსის მიმართ პოლიტიკურად სრულიად ანტიპათიით არის განწყობილი, მაგრამ მთლიანად საზოგადოების ამოცანაა, რომ ამ საფრთხის განეიტრალება შევძლოთ, რასაც ეს რეჟიმი და ეს კაცი- ივანიშვილი წარმოადგენს, იმიტომ რომ დამოუკიდებლობის სუვერენიტეტის ერის სახელმწიფოს მორღვევა, ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხის, რუსეთის წინაშე მარტო ჩვენი დატოვება და ქვეყნის შიგნით ამ ტიპის რუსული წესების დამკვიდრება არის კატასტროფა ყველა მოქალაქისთვის"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მსგავსი სიახლეები
ლევან მაჭავარიანი - ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ საქართველო გადარჩა
გიგა ბოკერია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში: ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი
"ძალიან მკაფიოდ გაკვალა გზა მისმა უწმინდესობამ და ყველა ვალდებულია, რომ ამ გზას გაყვეს" - ვატო შაქარიშვილი
თამარ ტალიაშვილი - საქართველოს საელჩო აშშ-ის ანაკოსტიის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე გამართულ საერთაშორისო კულტურულ გამოფენაზე ქართული სტენდით პირველად წარსდგა
არჩილ გამზარდია: ჩვენ თუ პოპულარიზაციის რისკებზე ვლაპარაკობთ, მაშინ ოსკარ უაილდი, ელტონ ჯონი, ჯორჯ მაილკი, ფრედი მერკური ყველა უნდა ავკრძალოთ
,,კანონით მორალს ვერ გააკონტროლებ''- ლევან აბაშიძე
არჩილ გორდულაძე: სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს სახეში რომ არტყამს კონკრეტული ქალბატონი, ეს თუ გმირობაა, მაშინ რატომ არ არის გმირი ის ქალბატონი, რომელიც მაკრონს სახეში ურტყამს
,,როდესაც საუბარია დანაშაულზე, უნდა ისაუბრონ დანაშაულზე და არა ის, ვინ შეიძლება იყო მრავალშვილიანი, ან რა საჭიროება შეიძლება გააჩნდეს''- რატი იონათამიშვილი
ლაშა ტალახაძე: ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან
ისპაჰანის უბნებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად მოწამეობრივად დაიღუპა ჩვენი რამდენიმე ძვირფასი თანამემამულე, მათ შორის რამდენიმე წარმოშობით ქართველი ირანელი -ირანის ელჩი საქართველოში
ეკლესიაზე თავდასხმის მიზანი ავტორიტეტის დაზიანებაა, ყველაზე მიიტანენ შეტევას, ვისაც პატრიარქობის პერსპექტივა ექნება -ირაკლი ქადაგიშვილი
პაატა მანჯგალაძე ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს - ლევან მაჭავარიანი
,,ომი ირანში: ესკალაციის ახალი საფეხური''- ავთანდილ წულაძე
ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს ეკლესია უმაგრებს, ვერ გაკონტროლდება, მასზე გავლენა ვერ ექნებათ, ამიტომ, წლებია, ეს ეკლესიას თავს ესხმიან -გიორგი გაბუნია
შალვა პაპუაშვილი:სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტს შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა, ეხებოდა ორმხრივი ურთიერთობების ნამდვილ საკითხებს და არა გამოგონილ თემებს
გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე: გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას და აქვს ძლიერი მაჩვენებლები, რითიც მსოფლიოში მდგრადობით გამოვირჩევით
"ქართული ოცნება" სასამართლოს იარაღად იყენებს, რათა გააჩუმოს ყველა, ვინც მათ ძალაუფლებას ეჭვქვეშ აყენებს -ჰელსინკის კომისია
ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება-მარიამ ქვრივიშვილი
საქართველო 13 აპრილიდან ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება