ლევან მაჭავარიანი - ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ საქართველო გადარჩა
ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ საქართველო გადარჩა! გადარჩა ჩვენი ერი და გადარჩა ჩვენი სახელმწიფო, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „ფედერალისტების" თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომლის თანახმად, „ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი".
მაჭავარიანის თქმით, დღეს ვამაყობთ, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო.
„ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ საქართველო გადარჩა! გადარჩა ჩვენი ერი და გადარჩა ჩვენი სახელმწიფო. დასრულდა სისტემური წამება-გაუპატიურება, ოჯახების საძინებლებში თვალთვალი, ბიზნესის რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, ადამიანების ჩაგვრა განსხვავებული აზრისთვის.
დღეს ვამაყობთ იმით, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო. ვიცავთ ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას, ჩვენს იდენტობას, ტრადიციებსა და კულტურას.
ამ ურთულეს დროში ვინარჩუნებთ მშვიდობასა და სტაბილურობას. ქართველ ხალხთან ერთად ამ ყველაფერში ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის ლომის წვლილია.
ამ ყველაფრის მოსაპოვებლად ურთულესი ბრძოლაა გავლილი შიდა და გარე მტრებთან, ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, სანამ ქართველი ხალხი ასე გვიდგას გვერდში, ჩვენ არცერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ, ამ მონაპოვრის შენარჩუნებასა და განვითარებას მოვახერხებთ. ამ ყველაფრის გარანტია „ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.
ჩვენ იდეალურები ნამდვილად არ ვართ, რაღაცები გამოსასწორებელია, რაღაცები კიდევ უკეთ არის გასაკეთებელი.
თუმცა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ეს ნამდვილად ჩვენი გუნდის დამსახურებაა და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა დააფასოს", - წერს მაჭავარიანი.
მსგავსი სიახლეები
ლევან მაჭავარიანი - ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ საქართველო გადარჩა
გიგა ბოკერია რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში: ბიძინა ივანიშვილმა არსებითად ეჭვის ქვეშ დააყენა ჩვენი ერის სახელმწიფოდ არსებობის საკითხი
"ძალიან მკაფიოდ გაკვალა გზა მისმა უწმინდესობამ და ყველა ვალდებულია, რომ ამ გზას გაყვეს" - ვატო შაქარიშვილი
თამარ ტალიაშვილი - საქართველოს საელჩო აშშ-ის ანაკოსტიის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე გამართულ საერთაშორისო კულტურულ გამოფენაზე ქართული სტენდით პირველად წარსდგა
არჩილ გამზარდია: ჩვენ თუ პოპულარიზაციის რისკებზე ვლაპარაკობთ, მაშინ ოსკარ უაილდი, ელტონ ჯონი, ჯორჯ მაილკი, ფრედი მერკური ყველა უნდა ავკრძალოთ
,,კანონით მორალს ვერ გააკონტროლებ''- ლევან აბაშიძე
არჩილ გორდულაძე: სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს სახეში რომ არტყამს კონკრეტული ქალბატონი, ეს თუ გმირობაა, მაშინ რატომ არ არის გმირი ის ქალბატონი, რომელიც მაკრონს სახეში ურტყამს
,,როდესაც საუბარია დანაშაულზე, უნდა ისაუბრონ დანაშაულზე და არა ის, ვინ შეიძლება იყო მრავალშვილიანი, ან რა საჭიროება შეიძლება გააჩნდეს''- რატი იონათამიშვილი
ლაშა ტალახაძე: ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან
ისპაჰანის უბნებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად მოწამეობრივად დაიღუპა ჩვენი რამდენიმე ძვირფასი თანამემამულე, მათ შორის რამდენიმე წარმოშობით ქართველი ირანელი -ირანის ელჩი საქართველოში
ეკლესიაზე თავდასხმის მიზანი ავტორიტეტის დაზიანებაა, ყველაზე მიიტანენ შეტევას, ვისაც პატრიარქობის პერსპექტივა ექნება -ირაკლი ქადაგიშვილი
პაატა მანჯგალაძე ცდილობს, პასუხისმგებლობას გაექცეს - ლევან მაჭავარიანი
,,ომი ირანში: ესკალაციის ახალი საფეხური''- ავთანდილ წულაძე
ყველამ კარგად იცის, რომ საზოგადოება, რომელსაც ზურგს ეკლესია უმაგრებს, ვერ გაკონტროლდება, მასზე გავლენა ვერ ექნებათ, ამიტომ, წლებია, ეს ეკლესიას თავს ესხმიან -გიორგი გაბუნია
შალვა პაპუაშვილი:სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტს შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა, ეხებოდა ორმხრივი ურთიერთობების ნამდვილ საკითხებს და არა გამოგონილ თემებს
გიორგი კალანდარიშვილი საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
ირაკლი კობახიძე: გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი ეკონომიკა აგრძელებს სტაბილურ განვითარებას და აქვს ძლიერი მაჩვენებლები, რითიც მსოფლიოში მდგრადობით გამოვირჩევით
"ქართული ოცნება" სასამართლოს იარაღად იყენებს, რათა გააჩუმოს ყველა, ვინც მათ ძალაუფლებას ეჭვქვეშ აყენებს -ჰელსინკის კომისია
ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება და გადაიტვირთება-მარიამ ქვრივიშვილი
საქართველო 13 აპრილიდან ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება