„ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს- ეს არ არის ადვილი და სასიხარულო ამაში არაფერია''- მიტროპოლიტი ისაია
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას განცხადებით, სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შემცვლელად, ჯერ არავის კანდიდატურა არ დასახელებულა.
როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, „ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს".
ასევე, მეუფე ისაია აღნიშნავს, რომ ეს არ არის ადვილი და სასიხარულო ამაში არაფერია.
„იცით, რომ არჩევნები მოდის. არავინ დასახელებულა ჯერ საერთოდ. ამას თავისი დრო აქვს, როდესაც უნდა მოხდეს ეს ამბავი. ერთმა სასულიერო პირმა მომწერა უცხოეთიდან- ვლოცულობ, რომ თქვენ გახდეთო, მას ვუპასუხე: „იმაზე კი ნუ ლოცულობთ ვინ გახდეს და ვინ არა, ილოცეთ იმისთვის, რომ ყოველი არის ღვთის ნება". უფლის ნება როგორია, ეს არის მთავარი, თქვენც გთხოვთ, რომ ილოცოთ, როგორც არის ღვთის ნება, რომ გამოარჩიოს უფალმა ის ადამიანი, რომელიც ამ გოლგოთაზე ღვთის ნებით უნდა ავიდეს. ეს არ არის ადვილი, სასიხარულო ამაში არაფერი არ არის, ასე ვთქვათ, ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს. ვისაც დააკისრებს, ალბათ, ამაზე უარი არ უნდა თქვას და ეს ჯვარი უნდა იტვირთოს. ამას ვერავინ იტვირთებს, თუ ღვთის შეწევნა არ იქნება, ეს უფლის შეწევნაა, თუ უფალი არ შეეწია ადამიანს, ვერც ჩვენი უწმინდესი შეძლებდა ამას, მას რომ ღვთის შეწევნა არ ჰქონოდა. ამდენად, ინებოს უფალმა, რომ გამოარჩიოს ის, ვინც არის მისთვის საჭირო, ვისაც ის ხედავს",- აღნიშნა მეუფე ისაიამ.
მსგავსი სიახლეები
,,პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით- ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას, ან პირიქით''- მიტროპოლიტი საბა გიგიბერია
მეუფე დავითი - ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ, ეს არის დიდი სიმძიმეც
„ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს- ეს არ არის ადვილი და სასიხარულო ამაში არაფერია''- მიტროპოლიტი ისაია
მეუფე შიო: კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო
,,ჩვენ არაფრის გვეშინია, ღვთის მოშიშები ვართ, კეთილმოშიშები''- ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი
,,ნუთუ ის ჰგონიათ, რომ ვინმეს ჩავრევთ რამე გადაწყვეტილებაში?! გამორიცხულია - არჩევა ხომ სულიწმიდით ხდება''- ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობი
"უწმინდესის კომენტარი უძღოდა წინ, რომ ეს არის წმინდა გიორგის მეოხებით მიღებული გადაწყვეტილება" - დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი პატრიარქის არჩევაზე
"პატრიარქი იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა" - მეუფე დიმიტრი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თბილისშიც მზიან დღეს ელოდებიან - 29 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
მეუფე შიო დღეს სიონის ტაძარში წირვას აღასრულებს, შემდეგ კი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება
29 მარტს მართმადიდებელი ეკლესია ღირსი დედის მარიამ მეგვიპტელის ხსენებას აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
29 მარტის ამინდის პოგნოზი
გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა
დეკანოზი დავითი - სინოდის კრება სავარაუდოდ, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ ჩაინიშნებ
29 მარტს სიონის ტაძარში მეუფე შიო წირვას აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება
28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ანდრია ჯაღმაიძე - სასურველია, პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ ისეთი ხასიათი არ მიიღოს, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს