მეუფე დავითი - ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ, ეს არის დიდი სიმძიმეც

 

დიდი მითქმა-მოთქმა არის, მინდა, გაგაფრთხილოთ და გითხრათ: ნუ მიაქცევთ ყურადღებას, - ამის შესახებ ქადაგებისას ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავარმა მიტროპოლიტმა დავითმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პატრიარქობა არის „მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა". მიტროპოლიტმა მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდა.

„დიდი მითქმა მოთქმა არის, მინდა, გაგაფრთხილოთ და გითხრათ: ნუ მიაქცევთ ყურადღებას ტელევიზიებში ათას რამეს ჰყვებიან, ათას რამ გეგმას დასახავენ. ბევრ კანდიდატს დაასახლებენ,მიჰყვებიან ყველა თითქოს მნიშვნელოვან ამბავს,იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი არის თქვენი სულიერი დაბნეულობისა და სიბრმავის შესაქმნელად. თქვენ უნდა იცოდეთ, სახარებიდანაც შეგახსენებთ - უფალი გვაფრთხილებს, „მოვა დრო, როცა იტყვიან აქ არის ქრისტე, იქ არის ქრისტე". ნუ დაუჯერებთ ნურავის, ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება, ვინ იქნება ღირსი პატრიარქობის გვირგვინის - უნდა იცოდეთ, რომ ეს არის მძიმე ჯვარი და პასუხისმგებლობა, ამიტომ ყველას გვმართებს დღეს ლოცვა, რომ გამორჩეული კანდიდატი იყოს ღირსეული და თუ იგი დამტკიცდება, მას უნდა ჰქონდეს ღვთით ძალა, რომ ეს პასუხისმგებლობა ატაროს. არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ, ეს არის დიდი სიმძიმეც", - განაცხადა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.

საკვირაო წირვა ალავერდის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა დავითმა სხვა მღვდელმსახურებთან ერთ აღასრულა, რის შემდეგაც პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

 

 





მსგავსი სიახლეები
,,პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით- ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას, ან პირიქით''- მიტროპოლიტი საბა გიგიბერია
მეუფე დავითი - ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ, ეს არის დიდი სიმძიმეც
„ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს- ეს არ არის ადვილი და სასიხარულო ამაში არაფერია''- მიტროპოლიტი ისაია
მეუფე შიო: კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო
,,ჩვენ არაფრის გვეშინია, ღვთის მოშიშები ვართ, კეთილმოშიშები''- ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი
,,ნუთუ ის ჰგონიათ, რომ ვინმეს ჩავრევთ რამე გადაწყვეტილებაში?! გამორიცხულია - არჩევა ხომ სულიწმიდით ხდება''- ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობი
"უწმინდესის კომენტარი უძღოდა წინ, რომ ეს არის წმინდა გიორგის მეოხებით მიღებული გადაწყვეტილება" - დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი პატრიარქის არჩევაზე
"პატრიარქი იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა" - მეუფე დიმიტრი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თბილისშიც მზიან დღეს ელოდებიან - 29 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
მეუფე შიო დღეს სიონის ტაძარში წირვას აღასრულებს, შემდეგ კი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება
29 მარტს მართმადიდებელი ეკლესია ღირსი დედის მარიამ მეგვიპტელის ხსენებას აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
29 მარტის ამინდის პოგნოზი
გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა
დეკანოზი დავითი - სინოდის კრება სავარაუდოდ, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ ჩაინიშნებ
29 მარტს სიონის ტაძარში მეუფე შიო წირვას აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება
28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ანდრია ჯაღმაიძე - სასურველია, პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ ისეთი ხასიათი არ მიიღოს, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს