,,პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით- ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას, ან პირიქით''- მიტროპოლიტი საბა გიგიბერია

პატრიარქობა არ არის გარკვეული ადმინისტრაციის ადმინისტრატორობა, ანუ თანამდებობა. პატრიარქობა არის ტვირთი, ჯვარი, ცხოვრების წესი, - ამის შესახებ სამტრედიისა და ხონის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.მისი განმარტებით, დღეს ადამიანები საუბრობენ, ვინ უნდა იყოს მომავალი პატრიარქი და არ იციან, როგორ და რა თვისებებით ხდება პატრიარქის გამორჩევა.„პატრიარქმა ერთხელ ბრძანა: მე რაც შემეძლო გავაკეთე, აწი, სხვამ გააკეთოს უკეთესიო. ძნელად მოვიპოვებთ დღევანდელ რეალობაში ადამიანს, რომელსაც შეუძლია იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე პატრიარქმა გააკეთა. მისი მოღვაწეობა, მისი საქმიანობა რამდენიმე პატრიარქს ეყოფოდა. ამიტომ, დაადგინა უფალმა ის, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, განსაკუთრებული სიბრძნით, ნიჭით და თვისებებით შემკული თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე. ამდენი დრო დასჭირდა ეკლესიისგან, სულიერი ცხოვრებისგან და ბევრი სხვა სასიკეთო მდგომარეობიდან განდგომილ ადამიანების ამ მდგომარეობამდე მოსაყვანად. პატრიარქს არაფერი უთხოვია ჩვენთვის ერთი რამის გარდა და ეს ერთი რამ ნათელი უნდა გახდეს თქვენთვისაც და ყველასთვის. დღეს ადამიანები საუბრობენ, ვინ უნდა იყოს მომავალი პატრიარქი, როგორი უნდა იყოს ის და ა.შ. ამ ადამიანებმა არ იციან, როგორ ხდება, ამ შემთხვევაში, პატრიარქის გამორჩევა, რა თვისებებით, რა ხარისხით და ასე შემდეგ. პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით. არ ხდება იმ შედარებებით, ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას, ან პირიქით. არ ხდება კიდევ სხვა იმ სურვილებით და მახასიათებლებით, რომელსაც დღეს ცოტა რაოდენობის ადამიანები ამბობენ, მაგრამ მაინც ამბობენ. ერთი მნიშვნელოვანი რამ არ იციან ადამიანებმა - პირველი ის, რომ ყველაფერი ზეცაში წყდება. თუ ქრისტიანმა ადამიანმა არ იცის, რომ უფალი მეფობს და უფალი განაგებს ყველაფერს, მითუმეტეს, პატრიარქის არჩევა, მაშინ მათ ამ თემაზე არ უნდა ისაუბრონ. ადამიანებმა არ იციან, რომ პატრიარქობა არ არის გარკვეული ადმინისტრაციის ადმინისტრატორობა, ანუ თანამდებობა. პატრიარქობა არის ტვირთი, ჯვარი, ცხოვრების წესი",- აღნიშნა მეუფე საბამ.მისივე თქმით, პატრიარქობა ყველას არ შეუძლია.„ეს არის გამორჩეულობა, განსაკუთრებულობა, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, უნდა ჰქონდეს ყველა ის ხასიათი და ადამიანური თვისება, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ გამოავლინა ამქვეყნიური ადამიანური ცხოვრების პირობებში. უპირველეს ყოვლისა, პატრიარქს მაგალითის უნარი უნდა ჰქონდეს, სიბრძნე, განათლება, გამოცდილება, მოთმინება, მორჩილება. პატრიარქმა თავისი 50 წლიანი პატრიარქობის პერიოდში ქართველ ერს ეს ყველაფერი გვითხრა. მას არაერთხელ უსაუბრია თავისი განვლილი ცხოვრების შესახებ, თუ როგორ მიაღწია ამ ყველაფერს. არასდროს მიუწერია თავისი წარმატება თავის თავზე, ყოველთვის აღნიშნავდა: „ეს ყველაფერი უფალმა გააკეთა, უფალმა გამაკეთებინა, უფალმა შემაძლებინა", - აღნიშნა მეუფე საბამ. 





მსგავსი სიახლეები
,,პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით- ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას, ან პირიქით''- მიტროპოლიტი საბა გიგიბერია
მეუფე დავითი - ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ, ეს არის დიდი სიმძიმეც
„ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს- ეს არ არის ადვილი და სასიხარულო ამაში არაფერია''- მიტროპოლიტი ისაია
მეუფე შიო: კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო
,,ჩვენ არაფრის გვეშინია, ღვთის მოშიშები ვართ, კეთილმოშიშები''- ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი
,,ნუთუ ის ჰგონიათ, რომ ვინმეს ჩავრევთ რამე გადაწყვეტილებაში?! გამორიცხულია - არჩევა ხომ სულიწმიდით ხდება''- ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობი
"უწმინდესის კომენტარი უძღოდა წინ, რომ ეს არის წმინდა გიორგის მეოხებით მიღებული გადაწყვეტილება" - დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი პატრიარქის არჩევაზე
"პატრიარქი იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა" - მეუფე დიმიტრი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თბილისშიც მზიან დღეს ელოდებიან - 29 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
მეუფე შიო დღეს სიონის ტაძარში წირვას აღასრულებს, შემდეგ კი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება
29 მარტს მართმადიდებელი ეკლესია ღირსი დედის მარიამ მეგვიპტელის ხსენებას აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
29 მარტის ამინდის პოგნოზი
გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა
დეკანოზი დავითი - სინოდის კრება სავარაუდოდ, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ ჩაინიშნებ
29 მარტს სიონის ტაძარში მეუფე შიო წირვას აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება
28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ანდრია ჯაღმაიძე - სასურველია, პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ ისეთი ხასიათი არ მიიღოს, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს