რობერტ ფიცო - ევროკომისია სლოვაკეთის ინტერესებზე მაღლა უკრაინის ინტერესებს თუ დააყენებს, დაივიწყოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მხარდაჭერა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ევროკომისიისგან უკრაინაზე ზეწოლის განხორციელებას ითხოვს, რათა ქვეყანამ ნავთობსადენ „დრუჟბადან" ნავთობის ტრანზიტი განაახლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფიცო იმუქრება, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას დაბლოკავს და გადახედავს თავის პოზიციას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ამასთან, რობერტ ფიცო ევროკომისიას „ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ის უკრაინის ინტერესებს, სლოვაკეთის ინტერესებზე მაღლა აყენებს.
სლოვაკეთის პრემიერი აკრიტიკებს ევროკომისიასა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „დრუჟბას" გარშემო არსებული ვითარების გამო და ამას ბრატისლავას ინტერესების „განზრახ დარღვევას" უწოდებს.
„ევროკომისიამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის რაიმეს გაკეთება ეიძულებინა. თუ ევროკომისია მომავალშიც ასე მოქცევას გააგრძელებს და სლოვაკეთის ინტერესებზე მაღლა, უკრაინის ინტერესებს დააყენებს, მან უნდა დაივიწყოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მხარდაჭერა ან ჩვენი მზადყოფნა, ხელი შევუწყოთ უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას ევროკავშირში," - განაცხადა რობერტ ფიცომ.
მსგავსი სიახლეები
სომხეთის მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ნიკოლ ფაშინიანი წარადგინა
"გულახდილად გეტყვით, ჩემი საყვარელი საქმიანობა ირანის ნავთობის მოპოვებაა. ამერიკაში ზოგი სულელი კი მეკითხება: „რატომ აკეთებ ამას?" ისინი სულელები არიან" -ტრამპი
შესაბამის ორგანოებს დავავალე, ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას იერუსალიმის აღდგომის ტაძარში სრული და დაუყოვნებელი წვდომა მისცენ -ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ისრაელის გადაწყვეტილება, კათოლიკე სასულიერო პირები აღდგომის ტაძარში არ შესულიყვნენ, „რთულად გასაგებია“
ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ მუშავდება გეგმა, რომელიც ეკლესიის ლიდერებს აღდგომის ტაძარში ლოცვის უფლებას მისცემს
რობერტ ფიცო - ევროკომისია სლოვაკეთის ინტერესებზე მაღლა უკრაინის ინტერესებს თუ დააყენებს, დაივიწყოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მხარდაჭერა
ისრაელის მედია - ისრაელის პოლიციამ ორ უმაღლეს კათოლიკე სასულიერო პირს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ბზობის წირვის აღსანიშნავად მისვლაში ხელი შეუშალა
ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ მათი სამხედრო ძალები აშშ-ის სახმელეთო შეჭრას "ელოდებიან" - CNN
“ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში” აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებში, აშშ-თან დაკავშირებულ ალუმინის საწარმოებზე, თავდასხმა განხორციელდა
,,ღმერთი არ იღებს იმ ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს იწყებენ და რომელთა "ხელებიც სისხლიანია"- რომის პაპი
ჯეიჰუნ ბაირამოვი - აზერბაიჯანისა და ირანის ხალხები მეგობარი და მოძმე ხალხები არიან
ევროპაში, 12 ტონა KitKat-ის შოკოლადი მოიპარეს
ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო ჩავიდა
,,ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციის დაწყების დღიდან, 11 000-ზე მეტი სამიზნე დაიბომბა, 150-ზე მეტი ირანული გემი კი დაზიანდა ან განადგურდა''- აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
"დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის,"- ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი
ლიბანში, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, სამი ჟურნალისტი დაიღუპა
WP: პენტაგონი ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება
აშშ-ში ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის საწინააღმდეგო აქცია „არა მეფეებს“ გაიმართა
„ესოშიეთიდ პრესი“ - სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ნიკოლ ფაშინიანი - მალე რუსეთში წავალ, ჩვენ კავშირებს ვინარჩუნებთ