ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ მუშავდება გეგმა, რომელიც ეკლესიის ლიდერებს აღდგომის ტაძარში ლოცვის უფლებას მისცემს
კრიტიკული შეფასებების შემდეგ, ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ მუშავდება გეგმა, რომელიც ეკლესიის ლიდერებს აღდგომის ტაძარში ლოცვის უფლებას მისცემს.
ისრაელის მთავრობის განცხადების თანახმად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა ბალისტიკური რაკეტებით არაერთხელ მიიტანა იერიში იერუსალიმში სამივე მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილების წინააღმდეგ და ერთ-ერთი დარტყმის დროს, რაკეტის ფრაგმენტები აღდგომის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა.
„ისრაელმა დროებით სთხოვა ყველა სარწმუნოების წარმომადგენელ მრევლს, არ შეასრულონ მსახურება იერუსალიმის ძველი ქალაქის წმინდა ადგილებში, რათა დავიცვათ ისინი. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული შეშფოთების გამო, იერუსალიმის პოლიციამ ლათინ პატრიარქ კარდინალ პიცაბალას დღეს დილით ეკლესიაში წირვის ჩატარებაში ხელი შეუშალა. კიდევ ერთხელ, არანაირი ბოროტი განზრახვა არ ყოფილა, მხოლოდ მისი და მისი ჯგუფის უსაფრთხოებაზე ზრუნვა იყო. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს ქრისტიანებისთვის აღდგომის წინა კვირა სიწმინდეს წარმოადგენს, ისრაელის უსაფრთხოების ძალები ამზადებენ გეგმას, რათა ეკლესიის ლიდერებმა მომდევნო დღეებში წმინდა ადგილას წირვა-ლოცვა შეძლონ", - აღნიშნულია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
ყველა ხიდი და შენობა უფრო ძლიერი აშენდება, რაც არასდროს აღდგება, ამერიკის რეპუტაციისთვის მიყენებული ზიანია -აბას არაღჩი
ახლო აღმოსავლეთი უფრო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა, რასაც დრამატული გლობალური შედეგები მოჰყვება -ანტონიუ გუტერეში -ანტონიუ გუტერეში
საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს
ირანის სამხედრო მისიისთვის ავსტრიამ აშშ-ს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარი უთხრა
ემანუელ მაკრონი - ტრამპის განცხადება პასუხსაც კი არ იმსახურებს
ილჰამ ალიევი - სომხეთის გავლით აზერბაიჯანისა და თურქეთის დამაკავშირებელ დერეფანში გზატკეცილის დაახლოებით 90 პროცენტი და რკინიგზის დაახლოებით 70 პროცენტი მზად არის
ვიქტორ ორბანი - ძვირფასო დონალდ ტუსკ, მაინტერესებს, ჩემ შესახებ ვიდეო პოლონეთშია გადაღებული თუ თქვენი უფროსების მიერ ბერლინში?
დონალდ ტრამპი - დავურეკე მაკრონს, რომელსაც ცოლი ცუდად ექცევა და ყბაში დარტყმისგან სრულად გონს არ მოსულა, ვუთხარი, სპარსეთის ყურეში გვინდა დახმარება, მიპასუხა, ეს ომის შემდეგ შეგვიძლიაო
ფლორიდის შტატის, კორალ სპრინგის ვიცე-მერი მოკლეს
ირანში აქციის მონაწილე სიკვდილით დასაჯეს
მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში ირანს ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ, ჩვენ მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ, სადაც მათი ადგილია-დონალდ ტრამპი
Financial Times: ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის გახსნის კოალიციას არ შეუერთდებოდნენ
ფაშინიანი პუტინთან შეხვედრაზე: სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა და არც დადგება
Reuters: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს ლუგანსკის ოლქზე
ირანი ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს საკუთარი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს
Google-მა რუსეთში სავაჭრო ნიშნის 24 განაცხადი შეიტანა - განაცხადები YouTube-ის, YouTube Shorts-ის და YouTube Music-ის ლოგოებსა და სახელებს მოიცავს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ "მტკიცედ განიხილავს" ნატო-დან გასვლას
გლობალური ადაპტაციის კორექტირებული ინდექსით საქართველო საუკეთესო ათეულში, ეკონომიკური მზაობით კი მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
თქვენ ფლოტი არ გყავთ. თქვენი ძალიან ძველი ავიამზიდები არ მუშაობენ -ტრამპი სტარმერს
სასამართლომ ტრამპს თეთრ სახლში საბანკეტო დარბაზის მშენებლობა აუკრძალა