ისრაელში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ისრაელის გადაწყვეტილება, კათოლიკე სასულიერო პირები აღდგომის ტაძარში არ შესულიყვნენ, „რთულად გასაგებია“

 

ისრაელის გადაწყვეტილება, რომ კათოლიკე სასულიერო პირები აღდგომის ტაძარში არ შესულიყვნენ, „რთულად გასაგები ან გასამართლებელია", - ამის შესახებ ისრაელში აშშ-ის ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ განაცხადა.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, ისრაელის პოლიციის გადაწყვეტილება, რომ ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას და კიდევ სამ სასულიერო პირს ბზობის კვირას ეკლესიაში კურთხევის აღსავლენად შესვლაზე უარი ეთქვა, უფლებამოსილების სამწუხარო გადაჭარბებაა, რომელსაც უკვე სერიოზული შედეგები აქვს მთელ მსოფლიოში.

ცნობისთვის, კრიტიკული შეფასებების შემდეგ ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ მუშავდება გეგმა, რომელიც ეკლესიის ლიდერებს აღდგომის ტაძარში ლოცვის უფლებას მისცემს.

ისრაელის მთავრობის განცხადების თანახმად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა ბალისტიკური რაკეტებით არაერთხელ მიიტანა იერიში იერუსალიმში სამივე მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილების წინააღმდეგ და ერთ-ერთი დარტყმის დროს რაკეტის ფრაგმენტები აღდგომის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა. ისრაელის მთავრობის განცხადებით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისრაელმა დროებით სთხოვა ყველა სარწმუნოების წარმომადგენელ მრევლს, არ შეასრულონ მსახურება იერუსალიმის ძველი ქალაქის წმინდა ადგილებში.

 

 





მსგავსი სიახლეები
სომხეთის მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ნიკოლ ფაშინიანი წარადგინა
"გულახდილად გეტყვით, ჩემი საყვარელი საქმიანობა ირანის ნავთობის მოპოვებაა. ამერიკაში ზოგი სულელი კი მეკითხება: „რატომ აკეთებ ამას?" ისინი სულელები არიან" -ტრამპი
შესაბამის ორგანოებს დავავალე, ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიერბატისტა პიცაბალას იერუსალიმის აღდგომის ტაძარში სრული და დაუყოვნებელი წვდომა მისცენ -ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელში აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ისრაელის გადაწყვეტილება, კათოლიკე სასულიერო პირები აღდგომის ტაძარში არ შესულიყვნენ, „რთულად გასაგებია“
ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ მუშავდება გეგმა, რომელიც ეკლესიის ლიდერებს აღდგომის ტაძარში ლოცვის უფლებას მისცემს
რობერტ ფიცო - ევროკომისია სლოვაკეთის ინტერესებზე მაღლა უკრაინის ინტერესებს თუ დააყენებს, დაივიწყოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მხარდაჭერა
ისრაელის მედია - ​ისრაელის პოლიციამ ორ უმაღლეს კათოლიკე სასულიერო პირს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში ბზობის წირვის აღსანიშნავად მისვლაში ხელი შეუშალა
ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ მათი სამხედრო ძალები აშშ-ის სახმელეთო შეჭრას "ელოდებიან" - CNN
“ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსში” აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებში, აშშ-თან დაკავშირებულ ალუმინის საწარმოებზე, თავდასხმა განხორციელდა
,,ღმერთი არ იღებს იმ ლიდერების ლოცვებს, რომლებიც ომებს იწყებენ და რომელთა "ხელებიც სისხლიანია"- რომის პაპი
ჯეიჰუნ ბაირამოვი - აზერბაიჯანისა და ირანის ხალხები მეგობარი და მოძმე ხალხები არიან
ევროპაში, 12 ტონა KitKat-ის შოკოლადი მოიპარეს
ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო ჩავიდა
,,ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციის დაწყების დღიდან, 11 000-ზე მეტი სამიზნე დაიბომბა, 150-ზე მეტი ირანული გემი კი დაზიანდა ან განადგურდა''- აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
"დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის,"- ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი
ლიბანში, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, სამი ჟურნალისტი დაიღუპა
WP: პენტაგონი ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება
აშშ-ში ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის საწინააღმდეგო აქცია „არა მეფეებს“ გაიმართა
„ესოშიეთიდ პრესი“ - სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ნიკოლ ფაშინიანი - მალე რუსეთში წავალ, ჩვენ კავშირებს ვინარჩუნებთ