30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. ახალი საქმეები წარმატებული იქნება, მაგრამ გაურკვევლობამ ან გარეშე პირთა ჩარევამ შეიძლება შედეგზე უარყოფითად იმოქმედოს. მოსალოდნელია ძველ შეყვარებულთან რომანტიკული შეხვედრა ან საყვარელ ადამიანთან ინტიმური ურთიერთობა, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ.
კურო
ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ცდუნებას და ცარიელ ილუზიებს ერიდოთ. თავი შეიკავეთ მგზავრობისა და მოგზაურობისგან. ვარსკვლავების მინიშნებებს ყურადღება მიაქციეთ და ეცადეთ, სწორად გააანალიზოთ. გირჩევთ ეს დღე დასვენებას, სახლს და ოჯახს დაუთმოთ. ეცადეთ, საკუთარ გრძნობებსა და ემოციებში გაერკვეთ. სიზმარში კბილის ტკივილი ავადმყოფობის ან უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობის ნიშანია.
ტყუპები
ამ დღეს იზრდება თქვენი სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური პოტენციალი. მოგეცემათ ფულის გამომუშავების შესაძლებლობა. ხელსაყრელი დროა სანუკვარი ოცნების განხორციელებისთვის. დღის დასაწყისი სავსე იქნება პროვოკაციებით, თავგადასავლებითა და მოულოდნელობებით. გამორიცხული არ არის ფინანსებთან, დაკავშირებით პარტნიორებთან უთანხმოება გაჩნდეს. სავარაუდოდ, უკან დახევა მოგიწევთ, რადგან მოწინააღმდეგის პოზიცია უფრო ძლიერია.
კირჩხიბი
დღის დასაწყისი სავსე იქნება მოულოდნელობებით, რომელთაგან ზოგი უსიამოვნო გამოდგება. თქვენი თავისუფლებისკენ სწრაფვა შეიძლება ოჯახური კონფლიქტის მიზეზად იქცეს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გირჩევთ, დათმობაზე წახვიდეთ და თქვენთვის წამოყენებულ ყველა პირობას დაეთანხმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ურთიერთობა იმდენად გამწვავდეს, რომ მის გამოსწორებას ვეღარასოდეს შეძლებთ.
ლომი
ზედმეტმა გულუხვობამ ან პირიქით, მოულოდნელმა სიძუნწემ შეიძლება, გარშემო მყოფი ადამიანების მხრიდან თქვენ მიმართ უარყოფითი შეფასებები გამოიწვიოს. შექმნილ ვითარებაში ეცადეთ, სწორი სიტყვები და მოქმედებები შეარჩიოთ. შეხვედრები და სასურველი ნივთების შეძენა სხვა დროისთვის გადადეთ - ახლა ამისთვის არახელსაყრელი პერიოდია. ეს დღე მშვიდ ოჯახურ დასვენებას, წიგნის კითხვას ან საყვარელ გატაცებას დაუთმეთ.
ქალწული
ხელსაყრელი დღეა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს, გამბედაობას და სირთულეების დაძლევას უკავშირდება. სულიერი და შემოქმედებითი პოტენციალი იზრდება. დღის პირველი ნახევარი მოულოდნელ სიახლეებს, თავგადასავლებს ან არასტანდარტულ სიტუაციებს უკავშირდება, რასთან გამკლავებასაც მხოლოდ მოვლენების ფხიზელი შეფასების დახმარებით შეძლებთ.
სასწორი
არახელსაყრელი დღეა. ოჯახური საქმეები თქვენგან მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ყველა პრობლემებას გაუმკლავდებით. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. პირად ცხოვრებაში უარყოფითი ცვლილებები გელით. ეს განსაკუთრებით სასწორ ქალებს ეხებათ. მამაკაცებმა ტაქტი და კეთილშობილება უნდა გამოავლინონ მეორე ნახევართან ურთიერთობაში.
მორიელი
ამ დღეს მნიშვნელოვანი ცვლილებები და უსიამოვნო სიახლეები გელით. შესაძლოა, მომგებიანი საქმე შემოგთავაზონ, მაგრამ დათანხმებას ნუ იჩქარებთ - მოსალოდნელია შეცდომები და სერიოზული პრობლემები. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უცაბედი ხარჯი, შფოთვა და ცუდი წინათგრძნობა.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისთვის, ვარჯიშისა და ღია ცის ქვეშ მუშაობისთვის. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია. აქტიული მოქმედება სწრაფ შედეგებს მოგიტანთ. ქალებს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელით. ვარსკვლავები მამაკაცებს ურჩევენ, მოთმინება მოიკრიბონ და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას მშვიდად დაელოდონ. თქვენმა გაორებულმა ბუნებამ შეიძლება გარშემო მყოფებთან ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
თხის რქა
დღის პირველი ნახევარი მოულოდნელ სიახლეებსა და თავგადასავლებს უკავშირდება, რომლებსაც მხოლოდ ინტუიციის დახმარებით გაუმკლავდებით. ხელსაყრელი დროა ოჯახური ურთიერთობებისთვის, პირად ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებებისა და ახალი ნაცნობობისთვის.
მერწყული
ეს დღე დანაკარგს უკავშირდება. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფულთან ურთიერთობაში - მოულოდნელი და გაუმართლებელი ხარჯები გელით. მეუღლეებს შორის მოსალოდნელია კონფლიქტი ფულის ან ეჭვიანობის გამო. ბევრი მერწყული დაკარგავს ღირებულებებს, რომლებიც ფულზე უფრო მნიშვნელოვანია.
თევზი
ვარსკვლავების განლაგება იმდენად ხელსაყრელია, რომ ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევთ. ემოციური ცხოვრება თანდათან ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდება. ყურადღება მიაქციეთ კბილებისა და ღრძილების მდგომარეობას.
მსგავსი სიახლეები
30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
30 მარტის ამინდის პროგნოზი
,,პატრიარქის გამორჩევა არ ხდება იმ პირობებით, ვინ ცხენით დადის და ვინ მანქანით- ვინ მეტად შეაგინებს რუსეთს, დამპყრობელს და შეაქებს ევროპას, ან პირიქით''- მიტროპოლიტი საბა გიგიბერია
მეუფე დავითი - ღმერთი როგორც აკურთხებს, ისე იქნება - არავინ იფიქროს, რომ დღეს პატრიარქობა პატივია მხოლოდ, ეს არის დიდი სიმძიმეც
„ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს- ეს არ არის ადვილი და სასიხარულო ამაში არაფერია''- მიტროპოლიტი ისაია
მეუფე შიო: კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო
,,ჩვენ არაფრის გვეშინია, ღვთის მოშიშები ვართ, კეთილმოშიშები''- ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი
,,ნუთუ ის ჰგონიათ, რომ ვინმეს ჩავრევთ რამე გადაწყვეტილებაში?! გამორიცხულია - არჩევა ხომ სულიწმიდით ხდება''- ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობი
"უწმინდესის კომენტარი უძღოდა წინ, რომ ეს არის წმინდა გიორგის მეოხებით მიღებული გადაწყვეტილება" - დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი პატრიარქის არჩევაზე
"პატრიარქი იყო საზომი ურთიერთობისა, ღირსებისა, სიყვარულისა, თავდადებისა" - მეუფე დიმიტრი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თბილისშიც მზიან დღეს ელოდებიან - 29 მარტის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
მეუფე შიო დღეს სიონის ტაძარში წირვას აღასრულებს, შემდეგ კი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება
29 მარტს მართმადიდებელი ეკლესია ღირსი დედის მარიამ მეგვიპტელის ხსენებას აღნიშნავს - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
29 მარტის ამინდის პოგნოზი
გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარია მსხვერპლით დასრულდა
დეკანოზი დავითი - სინოდის კრება სავარაუდოდ, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ ჩაინიშნებ
29 მარტს სიონის ტაძარში მეუფე შიო წირვას აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება